სკანდალური ფინალი. თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

თუშიშვილმა მანსურ რაჰმონს, ტამერლან ბაშაევსა და იერასილ კაჟაიბაიევს სძლია, ფინალში კი ინალ ტასოევთან დამარცხდა.

ორივე ძიუდოისტს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, 32 წამით ადრე ტასოევს ვაზარი ჩაუთვალეს, რასაც თუშიშვილის პროტესტი მოჰყვა და მსაჯმა ბრძოლოდან მოხსნა.

ამავე წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბაშაევთან იპონით დამარცხდა.

დღეს ოქროს მედალს ილია სულამანიძე (-100 კგ) დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემი აზრით აქ იყო მდგომარეობა , სადაც შესაძლებელი იყო ქულის მიცემა , რადგან ტასოევმა დაიწყო დგომიდან და მსაჯს შეეძლო ჩაეთვალა დინამიკაში დამთავრებად . თვითონ გურამმა მოადუნა წამით ყურადღება ქვეჭიდში წამიერად და მაშინ შეახებინა ბეჭი ტატამს . ეს სადავო თემაა , მაგრამ მეტ პრობლემას ვხედავ თვითონ თუშიშვილის განწყობა-ფსიქოლოგიაში .
Tedo
26 სექტემბერი 2023 13:02
0
საინტერესოა ობიექტურად იყო თუ არა ვაზარი? ნუცუბიძემ
რო გაანალიზოს კარგი იქნებოდა
ლაშა 19
25 სექტემბერი 2023 19:19
0
ვაზარი არ ვიცი იყო თუ არა არ ვიცი, მაგრამ მე-3 შიდო ნაღდად ეკუთვნოდა ხელით ფეხის დაჭერაზე.
ვაზარი არ ვიცი იყო თუ არა
25 სექტემბერი 2023 14:11
0
შენს საყვარელ პუტინსაც ეგონა რუსულ ფულზე იყიდება ყველაფერი, სამ დღეში ავიღებ კიევს და უკრაინას შემოვიერთებო, იქიდან დაახვევინეს, ხერსონიდანაც, მალე დონეცკ-ლუგანსკიდან და ყირიმიდანაც გამოაპანღურებენ. ხოდა იხვერწევა ახლა მომელაპარაკეთ მზად ვარ, მზადო. ასე რომ თვითონ გაატოკე, თუ გაქვს რამე მანდ. ხო და კიდევ, რუსეთის ანუ მტრის სიძულვილი ქსენოფობია არ არის, ჯანმრთელი ერის ჯანსაღი რეაქციაა, ავადმყოფი ღამურების რეაქციისაგან განსხვავებული.
Napoleoni-ს
25 სექტემბერი 2023 13:22
5
თუშო, ჯერ ერთი ვაზარი იყო, მეორე თავზე გადაიარე და ამისთვის იყავი მოსახსნელი, ამიტომ კარგად დააკვირდი შეხვედრას და მაგ სკანდალისთვის ბოდიში მოიხადე, ეს ღირსებას შეგმატებს
ჟორა გაბრიჭიძე
25 სექტემბერი 2023 17:06
0
იცი რას გეტყვით ამ ე.წ ვაიპატრიოტ პროდასავლელ ქსენოფობებს. . . ჯერ ის რომ იყო შესაფასებელი. . .მერე ის რომ ისეთ მედლებს რა უთხარი სადაც უძლიერესები არ იქნებიან. . .და ბოლოს სოკარით და გაზპრომის ფულებში ბანაობენ ხომ?!. . . მერედა სად მიდიხართ მაინტერესებს .რა გინდათ იქ სადაც წირპლიანი სპორტული ფედერაციებიდან დაწყებული ევროდეპუტატების ჩათვლით ყველა რუსულ ფულზე იყიდება. . . ამაზე გაატოკეთ ტვინები აჯობებს. . .
Napoleoni
25 სექტემბერი 2023 12:22
11
აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ოტებული ლტოლვილების ჩასახლების კვოტას რომ მგვთხოვს დასავლეთი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხომ ხარ, ახლა კეთილი ინებე და 50 000 არმაგედონის ზანგი ჩაასახლე საქართველოში თორემ კანდიდატობის სტატუსსაც შეგიჩერებ და უვიზომიმოსვლასაცო, მერე რომ გაგინათდებათ ეს ევროგონება უკვე გვიანი იქნება! ბრიყვებო!
aburjga
25 სექტემბერი 2023 23:03
2
უარესისი ღირსია ქართული ძიუდს ფედერაცია. დაუჭირეთ ხომ მხარი მაგათ იზოლაციიდან გამოსვლას. იწუწუნეთ ახლა.
მართალი რომ თქვა ცალ მუხლზე იდგა და არა ორივეზე და მგონი ეკუთნოდა ქულა.
gzp
25 სექტემბერი 2023 06:56
10
თუ ჩვენმა ფედერაციამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა, ეს გაზპრომის და სოკარის ხელში შემყურე კორუფციონერები ხვალ უფრო უარეს პრობლემებს შეგვიქმნიან
თენგაბი
25 სექტემბერი 2023 06:51
4
იმედია გააპროტესტებს ჩვენი ძიუდოს ფედერაცია
Lasha
25 სექტემბერი 2023 01:21
4
ფედერაციას რუსებისათვის დისკვალიფიკაციის მიცემა,ცოცხალი თავით არ უნდოდა,მაგრამ იძულებულები გახდნენ.ახლა მაინც დაუშვეს და როგორმე გამარჯვებაც უნდა ეჩუქებინათ.გამეორებაზე აშკარად ჩანდა,რომ გურამი მუხლებზე იყო და ვაზარი მისაცემი არ იყო,მაგრამ მაინც მისცეს.ეს ნიშნავდა,რომ გურამს არ გაამარჯვებინებდნენ.ამას გურამიც მიხვდა და მათ თამაშში ჩაყოლას,ისევ ასე წაგება არჩია.ის მეორე გაფრთხილებაც ხომ ტყუილად მისცეს.
ეტყობა ძალიან ტკბილად ახსოვთ,გაზპრომის ფულები!
სოსო
25 სექტემბერი 2023 00:04
6
გდებას ვინც აკეთებს ის უნდა იყვეს ფეხზე, აქ მნიშვნელობა არ ქონდა თუშიშვილი სულ რომ ჩაწოლილი ყოფილიყო მაინც იქნებოდა შეფასება
ილეთი ტასოევის დგომიდან დაიწყო
rable
25 სექტემბერი 2023 13:13
0
ჩხვიმიანთანაც ეს მსაჯი იყო და გუშინ წინასწარ შეხვედრებში კიდევ ერთი მოგვიხსნა ზუსტად ამ კაცმა არაფერში მე არ მესმის თუ რუსებს დისკვალიფიკაცია მიცეს რა შეიცვალა იმის მერე ისეთი რომ გააუუქმეს? დროშა და ჰიმნი არ აქვთ ეს საერთოდ არ ნიშნავს არაფეს მარტო იმიტო რო უკრაინელები არ გამოდიოდნენ და ესენი საქართველოს სდებენ ბრალს რუსეთთან ურთიერთობაში ყველა საჭიდაო სახეობაში რო დაუშვეს ესაა სოლიდარობა უკრაინის მიმართ? თან ჯერ ხო დაუშვეს და პლიუს რუსების სასარგებლოდ მიკერძოევულებიც არიან
ნოდო
24 სექტემბერი 2023 21:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული