იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოს გრან სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა - ის მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

სულამანიძემ ბაიმირატ მაიანოვი (თურქმენეთი), ეშლი გონსალესი (რუმინეთი), ისლამ ბოჟბაიევი (ყაზახეთი) და ნიაზ ბილალოვი (რუსეთი) დაამარცხა, ფინალში კი პიოტრ კუჩერას (პოლონეთი) 43 წამში იპონით სძლია.

დღეს ტურნირზე მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ბაქარ ერაშვილმა (90 კგ), აკაკი ჯაფარიძემ (90 კგ), ონისე სანებლიძემ (100 კგ), გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), შალვა გურეშიძემ (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (78 კგ).

შეგახსენებთ, ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოფხიზლდით ძიუდოს მესვეურებო! ჩვენი სპორტსმენები თანდათან თმობენ პოზიციებს!!! შედეგებს ოლიმპიადაზე დავინახავთ!!!
!!!
19 თებერვალი 2024 12:46
1
ილია, მაგეთი ოლიმპიადის ფინალში გვინდა, კმარა გრანსლემები.
ჟორა გაბრიჭიძე
19 თებერვალი 2024 09:33
0
წამს რა მნიშვნელობა აქ ეგრე გურამი მეცხრეზე დამარცხდა მთავარია უფრო ისაა რო ილეთის დაკარგვის გარეშე მოიგო ყველა ბრძოლა
ნოდო
18 თებერვალი 2024 22:57
1
გილოცავთ წარმატებები ქართველებო...
ქუთათური
18 თებერვალი 2024 21:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული