დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა

AutoSharing Option
ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალში სულამანიძემ აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცრიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ
მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო.

ოლიმპიადაზე
საქართველოს დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა და სამივე ძიუდოისტებმა: აქამდე ოქროს ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) დაეუფლა.

ხვალ ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.

altგამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!

altმოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია

მკითხველის კომენტარები / 170 /
არ უთქვამთ, რა ჯანდაბა მოხდა? ისეთი გდება გააკეთა, არა მგონია, ვინმეს ვერცხლზე ჰქონოდა დადებული და ამიტომ გაიჩალიჩა. უფრო ვფიქრობ, ერთი შიდო გამორჩა. უფრო სწორად, სხვა რა ვიფიქრო, არ ვიცი...
ვვვ
00:25 02-08-2024
0
უჯიშო და უტიფარი კოცოევი რომ დაიხია და მედალი ვერ აიღო, აი ეგ კლავს საქართველოს. გუჯეჯიანო გაასაჩივრე იპონის არ მოცემა აუცილებლად
საბურთალო
00:19 02-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული