ჭიდაობა

კლასიკური

ნუგზარ წურწუმიამ სტამბულში თურქი ფალავანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
5 ივნისს, სტამბულში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მასპინძელი ერკემ ოზთურქი დაძაბულ ბრძოლაში 11-8 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედალი მოიგო ლერი აბულაძემ (63 კგ), რომელმაც  ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩიუს 7-4 სძლია.

ფინალში აგრეთვე რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) იბრძოლებენ.

დავით ჩხარტიშვილი
(60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში გადაერთვნენ და მედლისათვის ბრძოლას ხვალ გააგძელებენ.