ჭიდაობა

კლასიკური

ზვიად პატარიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს

AutoSharing Option
მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ (UWW) მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე 23-წლამდელთა შორის სეზონის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარა.

პატარიძემ წელს 23-წლამდელთა შორის ბუქარესტში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და კარიერაში მეექვსე ოქროს მედალს დაეუფლა.

აქამდე ზვიადმა 2 ოქრო ჭაბუკთა შორის, ხოლო სამი 20-წლამდელებში მოიპოვა.