აკი ბაშო. XII დღე: ეს ბოლოა, ტოჩინოშინს მეტი მარცხის უფლება არ აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია.

ლევან გორგაძე სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 5:7-ზე გაუხდა.

ქართველ ფალავანს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად კიდევ 3 გამარჯვების მოპოვება სჭირდება და მარცხის უფლება აღარ აქვს. მისი მომდევნო მეტოქე კი მაეგაშირა რიუდენი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 1:1-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტოჩია ბიჭო რას შვები
kico
19 სექტემბერი 2019 19:42
0
ვუყურე ტოჩის შეხვედრას მიტაკეუმთან და ესე უბრძოლველად რატომ წააგო, მცდელობაც კი არ ჰქონია რამის. ესე დღე გამოშვებით აქვს ტრავმა? ვეღარ გავიგე
რომანა
19 სექტემბერი 2019 15:23
2
ვიცით ტოჩის რა შეუძლია და რა მებრძოლიცაა მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ოძეკი ასე არ უნდა ჭიდაობდეს. მე მგონი ჩვენ ცოტა არ იყოს და "გავაუბრალოეთ" სუმოს იერარქიის ეს უდიდესი საფეხური. მთლად ასე "არაუშევს", "მერე რა" მიდგომა არ შეიძლება. ასევე არ არის მიღებული გაუთავებლად ტრავმებით აპელირება. სუმო ზოგადად ტრამვიანი სპორტია და ბევრს აწუხებს ეგ არ არის გასაკვირი. აქ მოდუნებაზე და მოტივაციის შემცირებაზე უნდა ვისაუბროთ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. გამუდმებით ტრავმებზე ლაპარაკი "გულის ფხანას" უფრო ჰგავვს. მგონი დროა ჩვენმა გოლიათმა მავაში ლურსმანზე ჩამოკიდოს და დიდიებით დაბრუნდეს სამშობლოში....
ანესთეზეოლოგი
19 სექტემბერი 2019 14:14
5
რა იჩალიჩა იმ გოთვერანმა გიოჯიმ...არადა რა კაი ტაჩიაი ქონდა ტოჩის პირველააად
მიროსან
19 სექტემბერი 2019 13:26
1
წარმოუდგენელი არ არის, მაგრამ ძალიან მძიმეა ეს ამოცანა. ტრავმაც არის და ძლიერი მეტოქეც. ასე გულხელდაკრეფილებიც ხომ არ არიან ისინი?
????
19 სექტემბერი 2019 13:20
0
ბრძოლა ბოლო წვეთამდე. კამიკაძეს წოდებას შემოიღებენ სუმოში ტოჩინოშინის საპატივცემულოდ?
ანდრი
19 სექტემბერი 2019 13:11
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული