ჰარუ ბაშო. XII დღე: არის! ტოჩინოშინმა დაუმარცხებელ კაკარიუს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 22 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე ამ ბაშოზე დაუმარცხებელი და ამავდროულად იოკოძუნა კაკარიუ იყო. ქართველს მონღოლთან ძალიან ცუდი ბალანსი ჰქონდა 1 გამარჯვება და 21 მარცხი. ის ერთი გამარჯვებაც მაშინ აქვს მოპოვებული, როცა კაკარიუ ჯერ კიდევ არ იყო იოკოძუნა.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა, ქართველმა თავიდანვე შეძლო ხელი ჩაევლო მავაშში, თუმცა კაკარიუმაც ამ მხვრივ უპირატესობა არ დაუთმო. ტოჩინოშინის ერთი მიძალება კინაღამ ცუდად დასრულდა, თუმცა მეორე მცდელობაზე იორიკირით გადაიყვანა კაკარიუ დოჰიოს
მიღმა.


ამ გამარჯვებით ჰარუ ბაშოზე ქართველმა ფალავანმა კაჩიკოში მოიპოვა და თავისი ტიტული დაიცვა.

ჯურიო ლიგაში (რანგით მეორე ლიგა), მორიგი წარუმატებელი დღე ჰქონდა გაგამარუს. ის ამჯერად ლიგის მესამე ნომერთან მეისეისთან იორიკირით დამარცხდა და ჯერ კიდევ ვერ უწია დადებით ბალანსს ამ ბაშოზე. თეიმურაზ ჯუღელს 7 გამარჯვება და 5 მარცხი დაუგროვდა.

ჰარუ ბაშოს მეცამეტე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს დადებითი ბალანსი 5:2-ზე აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს ის ლიგის მეათე ნომერს ტაკაგენჯის დაუპირისპირდება, რომელსაც მხოლოდ ერთხელ არის შეხვედრილი და ისიც მარცხით აქვს დასრულებული.

ჰარუ ბაშოს დასრულებადე სულ სამი დღე არის დარჩენილი და შესაბამისად ქართველ ფალავნებსაც სამი ბრძოლა ელით.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აი ამას კი ვეღარ წარმოვიდგენდი რო კაკურიუს მოუგებდა თან ტრავმირებული, ბრავო ლევან!
შაკო
10:10 23-03-2018
2
ვულოცავ ლევანს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და დადებით ბალანსს.ასეთი ტრავმით გამოდის და ასეთი შედეგი აქვს.საოცარია,მაგრამ ფაქტია.გაგამარუ კი აუცულებლად გაიფორმებს კაჩიკოშს.წარმატებები ბიჭებს.
სოსო
21:08 22-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული