
ქართველი სეკიტორიშ მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიომარიუ იყო, რომელთანაც ქართველს ორი შეხვედრა ჰქონდა და ორივეში გამარჯება მოპოვებული. ტოჩინოშინმა მესამეც მარტივად იორიკირით მოიგო, ჩიომარიუმ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ფიზიკურად ვერ აჯობა ქართველს.
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ტოჩინოშინს 14 შეხვედრის ჯამში 9 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველს გაგამარუს, მან ჯურიო ლიგაში დღეს ოფიციალურად გაიფორმა კაჩიკოში (დადებითი ბალანსი), მან ლიგის მეთერთმეტე ნომერს იაგოს ცუკიოტოშით სძლია. ამ გამარჯვებით მას ბალანსი ჰარუ ბაშოზე 8-6-ზე გაუხდა.
ტურნირის ფინალურ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი იჩინოჯო იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 11:5-ზე აქვს.
ხოლო გაგამარუს მეტოქე ლიგის მეთორმეტე ნომერი ტაკანოივა იქნება, რომელთანაც ქართველ ფალავანს ბალანსი 6:1-ზე აქვს.