12:40 20-05-2018
ნაცუ ბაშო. VIII დღე: ტოჩინოშინმა მონღოლი გიგანტი დოჰიოდან გადაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი გიგანტი სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელთანაც ბალანსი 12:5-ზე ჰქონდა. ბრძოლის დასაწყისშივე ორივე სუმოისტმა შეძლო რომ ერთმანეთისთვის მავაშში ხელი ჩაევლოთ, შემდეგ იჩინოჯიმ რამდენჯერმე სცადა თავისი ფიზიკური უპირატესობის გამოყენება თუმცა წარუმატებლად, რაღაც პერიოდი ვერცერთი სეკიტორი ვერ ახერხებდა ბრძოლაში რაიმე სიახლის შეტანას, თუმცა ბოლოს ლევან გორგაძე გააქტიურდა და იჩინოჯი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს რვა ბრძოლის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს, იოკუძუნები
ჰაკუჰო და კაკარიუ კი ერთი მოგებით ჩამორჩებიან და მისი მდევრები არიან.
რანგით მეორე ლიგაში უვატენაგეს ილეთით აზუმარიუსთან ქართველი გაგამარუ დამარცხდა.
გაგამარუს ამ ბაშოზე უკვე 6 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელთანაც ქართველს
დადებითი ბალანსი 3:1-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ჯიში და ჯილაგი გაგიძლიეროს ღმერთმა,მაგარო კაცო.
10
0
გვასახელეს პატრიოტმა ქართველებმა. იუთუბის ერთ-ერთ არხს ვუყურებ ხოლმე, სადაც ვრცელი კომენტარებით გაფორმებული ვიდეოები იდება სუმოზე. მასტმა ტოჩინოშინის ბრძოლის მიმოხილვა დაიწყო იმით, რომ თურმე ქართველები შედგნენ და აგინეს რაღაცის გამო. ჰო, თვითონაც ვერ გაიგო რის გამო, იმიტომ რომ მევასება ტოჩიო. მეც რასაც ვუყურებ, არაფერი უთქვამს ისეთი ჩვენიანზე და საერთოდაც მიუკერძოებელი კომენტატორია. მაგრამ ჩვენ ძალად-პატრიოტებს რაღაც მოელანდათ ეტყობა. ახლა ხომ რაღაც გულისამრევი, ყალბი პატიოტიზმის სახეობაა მოდაში. აი, დაახლოებით ისეთი ფაჩულიაზე ვისაც არ აბოდებს, საქართველოს მტერი რომ არის.
2
4
რომელ არხზე უყურებ და კომენტატორი რა ენაზე საუბრობს? მადლობა წინასწარ!
1
0
იოკუძუნას სტატუსი რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს? ეხლა რა სტატუსი აქვს ტოჩის და უმაღლეს წოდებამდე რა საფეხურებია?
1
0
ახლა-სეკივაკეა--უმცროსი ჩემპიონი, თუ მიმდინარე ბაშოს წარმატებით ჩაატერებს--გახდება ოძეკი, ანუ ჩემპიონი. ოძეკიდან რომ გახდეს იოკოძუნა--ანუ დიდი ჩემპიონი, ოძეკმა მიყოლებით სამი წარმატებული ბაშო უნდა ჩაატაროს, აქედან მინიმუმ ერთი მოიგოს და დანარჩენ ორში კი, მინიმუმ 12-12 მოგება უნდა ქონდეს.
14
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული