ტოჩინოშინის მეტოქე ნომერ მეხუთე მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელსაც ამ ბაშოზე ტოჩინოშინის მსგავსი ბალანსი (5:5) ჰქონდა.
ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 6:5-ზე გაუხდა. მას 4-დან 2 გამარჯვება ესაჭიროება, რათა კაჩი-კოში დააფიქსიროს.
ხვალ ქართველი ოძეკის მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
რაც შეეხება გაგამარუს, მან დღეს გაიმარჯვა, კაჩი-კოში გაიფორმა და მომდევნო სეზონში ელიტურ დივიზიონს დაუბრუნდება.
კიუშუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინმა ოჩინოჯო იორიკირით გადაიყვანა და ბალანსი გაათანაბრა [VIDEO]