ჰაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
22 იანვარს ჰაცუ ბაშოს X საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

თეიმურაზ ჯუღელი კიოკუტაისეის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე გაგამარუს კიოკუტაისეისთან უარყოფითი ბალანსი 2:5-ზე ჰქონდა.

ქართველ ფალავანს კიდევ ორი გამარჯვება დარჩა დადებითი ბალანსის გასაფორმებლად.

ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჰაცუ ბაშოზე ენჰო იქნება, ვისაც სულ ერთხელ შეხვედრია და ბრძოლა მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

ბაშოს დასრულებამდე 5 დღე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა.

alt

გაგამარუმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა" style="height: 50px; width: 50px;" />ჰაცუ ბაშო. IX დღე: გაგამარუ მიტორიუს ვერ მოერია