ქართველი რიკიში გაგამარუ მასარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი, უმძიმესი ტრავმის შემდეგ სუმოდან წავიდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, შემდეგ კი ინტერვიუ "პირველ არხს" მისცა.

"მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ 15-წლიანი გულშემატკივრობისთვის. იყო ბევრი გამარჯვება, ბევრი დამარცხება, მაგრამ თქვენი გულშემატკივრობა იყო ის, რაც ყოველთვის მაძლიერებდა, მამხნევებდა და მუდამ შემართებით მაბრუნებდა დოჰიოზე. 2005 წლის ნოემბერში დაიწყო ჩემი პირველი ბაშო და ზუსტად 15 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მომიწია სპორტიდან წასვლა. ვთვლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები იყო. იმედია, სუმოსთვის თავის დანებების შემდეგაც შევძლებ ფეხზე წამოდგომას და ჩემი ქვეყნის სიყვარულში კიდევ სხვა კარგი საქმეების კეთებას. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ და ყოველთვის ❤️" - დაწერა გაგამ.

"ყველას მადლობა გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის, რომელიც მე რთულ პერიოდში თქვენგან ვიგრძენი. კარიერის მანძილზე ბევრი ტრავმა მიმიღია, თუმცა ყველაზე მძიმე გასული წლის ნოემბერში იყო. პრობლემა ორივე მუხლზე შემექმნა და კარიერაში პირველად გამოვტოვე ბაშო.

ბევრ ექიმთან ვიყავი, ოპერაციაზეც ვფიქრობდი, თუმცა ყველა მეუბნებოდა, რომ სპორტში დაბრუნება ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან არცერთ მუხლში ხრტილი აღარ მაქვს...

კარგი ფორმის დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა, ისე კი სუმოში გაჩერებას აზრი არ აქვს.

6 წლიდან სპორტში ვარ და ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება. ჯერ დაგეგმილი არაფერი მაქვს, ზუსტად არ ვიცი, რას გავაკეთებ.

მე მაკუუშიტას დივიზიონიდან ელიტაში დაბრუნება გულშემატკივრების მხარდაჭერით შევძელი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იაპონელ გულშემატკივრებს და ორჯერ დიდი მადლობა ქართველებს.

როცა ვფიქრობ, რომ იაპონიაში 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ აქაურობა უნდა დავტოვო, გული მწყდება აქაურობაზე, თუმცა გამორიცხულია, სულ იაპონიაში ვერ დავრჩები.

წინ თმის შეჭრა მელოდება და ეს პროცესიც, ვიცი, ცალკე სტრესი იქნება", - უთხრა გაგამარუმ "პირველ არხს".

გაგამარუ პირველად ბაშოზე 2006 წელს გავიდა. უმაღლეს, მაკუუჩის დივიზიონში კი დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. 2012 წელს ჰაცუ ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და კომოსუბის ტიტულიც დაიმსახურა. ბოლო ბაშო კი მაკუუჩის დივიზიონში 2017 წელს ჩაატარა.

გაგას ორჯერ აქვს მიღებული სპეციალური პრიზი მებრძოლი სულისათვის და ერთხელ კი "ოქროს ვარსკვლავიც" დაიმსახურა იოკოძუნა ჰარუმაფუჯის დამარცხების სანაცვლოდ.

ვახტანგ ეზიეშვილი
მადლობა გაგა ყველაფრისთვის რაც ქართველ გულშემატკივარს აჩუქე შენი თავდადებული სუმოთი. წარმატებას გისურვებ .
კ ო მ ბ ლ ე
რა თავს იკლავდი, ვერ მიბაძე ფეხბურთელებს?
ჟორა გაბრიჭიძე
თემურ ძვირფასო, სუმოსა და მაყურებლის წინაშე მართალი კაცი ხარ, 15 წელი იცხოვრე მათთვის. ცხოვრება გრძელი გზაა, ამიტომ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედო. მადლობა სიხარულისთვის, წარმატებები დარჩენილ ცხოვრებაში.
თენგაბი
რაღაცა მთავრდება, რაღაც ახალი იწყება. წარმატებები ხვალინდელ გზაზე
geo
მადლობა.
giabar
მადლობა გულიანი და კაცური ასპარეზობისთვის. ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და გული არ უნდა გაიტეხოთ. წარმატებები....
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
ბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინის ახალი რეიტინგი ცნობილია
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]