ტოჩინოშინი მსაჯების შეცდომაზე: მოდით, სიმართლე ვთქვათ...

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/tochinoshiniii

16 ივნისს ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე საქართველოში ჩამოვიდა. მას თბილისის აეროპორტში არაერთი გულშემატკივარი დახვდა.

ტოჩინოშინმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და ასევე, ოძეკის ტიტულის დაბრუნებასა და მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა.
"ამდენწლიანი გულშემატკივრობისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მართლაც ძალიან დაძაბული მაისის ბაშო მქონდა, დასაბრუნებელი გვქონდა ოძეკის წოდება, ტიტული. ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ისე, რომ წოდება დავიბრუნეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემპიონობა დავკარგეთ.

მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. სიმართლე ვთქვათ, მსაჯების შეცდომა იყო, მაგრამ ალბათ, ასეთი რაღაც ყოველთვის, ყველა სპორტში ხდება და ამას არაფერი აღარ
ეშველება. რა ვუყოთ, მომავალი წინ არის", - განაცხადა ლევან გორგაძემ.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინმა მაისის ბაშო 10:5 ბალანსით დაასრულა და ნაგოია ბაშოზე ოძეკის რანგით იასპარეზებს.

შემდეგი ბაშო სტარტს 7 ივლისს აიღებს.

ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული