20 სექტემბერს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, აკი ბაშოს მე-13 დღეს მე-5 გამარჯვება ჯურიოს მე-6 ნომერ მიტორიუსთან მოიპოვა და ბალანსი 5:8-ზე გაუხდა.
მოგეხსენებათ, გაგას ჯურიოში ადგილის გარანტირებულად შესანარჩუნებლად 8 მოგება სჭირდებოდა, თუმცა ამას ვეღარ მოახერხებს.
მაგრამ, თუ დარჩენილი 2 ბრძოლა მოიგო, მინიმალურ მაკე კოშის დააფიქსირებს და შანსი ექნება, ჯურიოში დარჩეს. გაგა აკი ბაშოზე ჯურიოს მე-10 ნომერი გახლავთ.
მეორე ქართველი, ტოჩინოშინი, ანუ ლევან გორგაძე, დღეს მე-5 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდება. ბრძოლა, დაახლოებით, 12:40 საათზე გაიმართება.