აკი ბაშო. XIV დღე: ამ ბრძოლის მოგება შეიძლებოდა! - ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას კარგავს [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტებმა საკუთარი შეხვედრები ჩაატარეს.

ტოჩინოშინი მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ქართველმა სუმოისტმა დოჰიოს გარეთ დადგა ფეხი, თუმცა თავიდან სუმოისტებმა ეს ვერ შეამჩნიეს და ბრძოლას განაგრძობდნენ, თუმცა მსაჯმა შეხვედრა გააჩერა და ტოჩინოშინი დამარცხდა.


ამ მარციხს შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე მაკე კოში ანუ უარყოფითი ბალანსი 6:8-ზე დაუფუქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური ოძეკის წოდებას დაკარგავს და შემდეგ ბაშოზე მის დასაბრუნებლად მინიმუმ 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

რაც
შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს გაგამარუს, მან კოტოტებაქარი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ბალანსი ტურნირზე 6:8 გაუხდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
"მაინც ყველაზე მაგარი ხარო" და ეგ როგორ გამოდის? ჩემპიონიც ხოიმ არ არის? ის მაინც დაწერეთ ჩვენ მაინც შენს გვერდით ვართო (ასეა ნამდვილად ტოჩი) თორემ ყველაზე მაგარი არის თუ არა თვითონ ჩვენზე უკეთ იცის, რატომ კარგავს მეორედ ოძეკის წოდებას ეგეც თვითონ იცის უკეთ და ამაზე ტაში რომ გინდ ოძეკი იყავი, გინდა დაბალი რანგის წოდება ატარე ერთიდაიგივეაო, აუფასურებს მის მიერ ოძეკობისთვის ამდენი წლის წვალებას. არ არის ფორმაში და ტრავმით არის გამოწვეული თუ უვარჯიშებლობით, ფაქტია - მიცი მჯობები ამ ბაშოზე ბევრი არიან. თუ შეძლებს ისევ დაუბრუნოს ოძეკის წოდება მაგარი იქნება, თუ ვერა - მაინც მიაღწია ძალიან ბევრს და სუმო გააცნო ბევრს საქართველოში, საქართველო კი ბევრს სუმოს სამყაროში.
???
21 სექტემბერი 2019 23:44
0
თანამედროვე პროფესიული სპორტი პირველ რიგში ბიზნესია. ეს კაციც(ლევანი) ამ ბიზნესშია. შეარგეთ რა თუ ხალხი ხართ.
D.N.
21 სექტემბერი 2019 21:23
3
თანამედროვე პროფესიული სპორტი პირველ რიგში ბიზნესია. ეს კაციც(ლევანი) ამ ბიზნესშია. შეარგეთ რა თუ ხალხი ხართ.
D.N.
21 სექტემბერი 2019 21:19
3
ლევან შენ ხარ მებრძოლი, კაცი, სული, გული, ქართველი! შენს გვერდით არის საქართველო, ლეგენდა ხარ ჩვენთვის!
21 სექტემბერი 2019 20:53
2
რაც მოიგო ისიც სიაფანდობით მოიგო , გაცლით და გაწევით , თორემ
ყველას წააგებდა ! ერთი ჩვეულებრივი სუმოისტია ! ოძეკიც შემთხვევით გახდა და ეხლა კი არია ყველაფერი ლოგიკურათ! ვიყოთ რეალისტები!
ტოოოჩი
21 სექტემბერი 2019 19:58
10
ტრამვა რომ არ ქონოდა , რომ ევარჯიშა და ბებიაჩემი ბაბუაჩენი ყოფილიყო სხცა თემაა! ახლა კი ვაღიაროთ მეგობრებო რომ ვისაც არ დაეზარა ყველამ მოისროლა ბაშოდან ! და რაც მოიგო გვერდზე გაწევით მოიგო რაც სუმოში ბინძურ საქციელად ითვლება !
სდ
21 სექტემბერი 2019 19:55
7
თუ კარგად ჩაატარა მომდევნო ბაშო, შეუძლია ოძეკობის დაბრუნება??
ბაქრო
21 სექტემბერი 2019 19:12
0
როდის არის მომდევნო ბაშო??
buba
21 სექტემბერი 2019 19:10
0
რას ბოდიალობს ეს ჩვენი ყველაფერში გათვიცნობიერებული კომენტატორები? არ ივარჯიშაო, ფულიო...
ანდრი
21 სექტემბერი 2019 14:41
2
არაფერია, სუმოს ისტორიაში შენ მაინც ოძეკი იქნები გულშემატკივრისთვის ყოველთვის. ოძეკი რომელსაც თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა.

პ.ს. ტრამვებმა თუ არ შეუშალა ხელი კიდევ დაიბრუნებს წოდებას მჯერა, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, თავის სიტყვა თქვა ამ კაცმა უკვე სუმოში
არაუშავს
21 სექტემბერი 2019 14:09
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული