ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ტერუცუიოშის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.
არადა, ლევანმა ორთაბრძოლის დასაწყისში მეტოქე ჰაერში აიტაცა და თითქოს არაფერი უნდა დადგომოდა წინ მის გამარჯვებას, თუმცა ნაცნობი მიზეზის გამო საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.
ამ მარცხის შემდეგ ლევანს ბალანსი 1:4-ზე აქვს და მომდევნო ორთაბრძოლას იშიურასთან გამართავს.