ტოჩინოშინი იდგა და ელოდა მეტოქეს, შემდეგ კი მოხდენილად წააქცია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 მარტს, ჰარუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ფორმატში წარიმართა. თავდაპირველად უპირატესობა მეტოქემ იგდო, თითქოს ლევანმა ხელის ჩავლება კარგად ვერ მოასწრო. შემდეგ ორივე სუმოისტი დოჰიოს ცენტრში დადგა და ერთმანეთის მომდევნო სვლას ელოდა. საბოლოოდ, ქართველმა გარისკა და ტაკარაფუჯი ტავარას გარეთ მოხდენილი ილეთით გააგორა.

ამრიგად, ტოჩინოშინს 5 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. ლევანი მომდევნო შეხვედრას მე-4 მაეგაშირა კირიბაიამასთან გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევანჩოს ფეხი როარ აწუხებდეს დგომში და ძალისმიერ ორთაბრძოლაში ბადალი არ ეყოლებოდა... რა ჭირს ასეთი ამ ფეხზე რო ვეღარ გაიმართა წელში
romka
25 მარტი 2021 15:29
1
თვითონ არაფერს არ ამობობს ამ ფეხზე და თქვენ რატომ ამოიჩემეთ ნეტა რომ ვითომ რამე ტრავმა აწუხებს
გიო
26 მარტი 2021 10:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული