10:43 17-08-2018
ქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს
AutoSharing Option
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რადიო "თავისუფლება" ავრცელებს. ფოტოზე, რომელიც "რადიო თავისუფლებას" მიაწოდეს, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს - გენო პეტრიაშვილს, ზურაბ იაკობიშვილს, ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს და ნაკრების ყოფილ მოჭიდავე მამუკა არევაძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.
თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.
წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ამათი შემყურე მესხი საფლავში გადაბრუნდებოდა საწყალი.მაგრამ მტრის ვერაგობას ქართველი ბოლომდე ვერასდროს აცნობიერებდა.
0
1
იმედი მაქვს მალე დავიბრუნებთ სამაჩაბლოს და სწორედ მეგობრული,ადამიანური ურთიერთობების დახმარებით შევძლებთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.ამ ბიჭებმა ბერჯერ დაამტკიცეს თავისი პატრიოტიზმი და ქვეყნის მიმართ სიყვარული
3
3
რაც არ უნდა იძახონ რომ სპორტი და პოლიტიკა არაფერ კავშირში არ არის ერთმანეთთან მაინც ტყუილი გამოვა იმიტომ რომ სპორტში ქვეყნის ინტერესებს იცავ და სწორედაც რომ კავშირშია თანაც არა მარტო ჩვენთან არამედ მთელ მსოფლიოშიც.ამ მაისურების ჩაცმით აბა რა გააკეთეს?პოლიტიკა არ არის პოლიტიკოსის მხარდაჭერა?!!! ეს კი რაც ამათ გააკეთეს მართლაც სამარცხვინოა,ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს წარმატებული სპორტსმენი ხარ თუ ჩვეულებრივი მოქალაქე?სამაჩაბლო არის საქართველოს ნაწილი მათ კი უსამართლოდ დაისაკუთრეს და სახელი გადაარქვეს ოსეთად მოიხსენებენ.თედეევი თუ მართლაც მათი მეგობარია შევარცხვინე მე მაგათი მეგობრობა,წართმეული წერიტორიის პარლამენტის წევრი შენი მეგობარი იყოს შენ რა გამოდიხარ?!!! აქ ვერ დავწერ იმ სიტყვას რასაც ესენი იმსახურებენ.ყველა მოსაკვეთია ნაკრებიდან თუდნაც იმიტომ რომ იძახიან თედეევი ჩვენი მეგობარიაო.მეგობარი კიარა ფეხებით უნდა ჩამოკიდო ეგეთი ადამიანი,ტერიტორიას გართმევს, ხალხს გიწოკებს და ამის მერე კიდევ მეგობარს თუ უწოდებ მაშინ შენ რა გამოდიხარ?!!! ამ საქციელს რა ახსნა უნდა მოუძებნონ ვერ ვხვდები. მოღალატე არ გამოდის წართმეული ტერიტორიის პარლამენტის წევრს მეგობარს რომ უწოდებ? აბა რა გამოდის? ამიხსნის ვინმე?
7
3
კაი ეხლა ნუ ახურებთ აქ ზოგიერთები, ამ ბიჭებმა ბევრჯერ ასახელეს საქართველო და კიდევ ბევრჯერ ასახელებენ და დაანებეთ თავი ამ ბიჭებს, ჩვენი მოჭიდავეები არიან უსაყვარლესი ადამიანები, ნამდვილი ვაჟკაცები და ლომები.
5
11
ამ ქვეყანას იმდენი გმირი რომ ყავდეს რამდენიც კომბიუტერის ლომიც ყავს ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფდაო. რაც შეეხება გენოს და ზურას თქვენ ხართ ყველაზე სახელოვანი ქართველები და თქვენი სახელებით იცნობს კიდევ ბევრი ჩვენს ქვეყანას!
8
8
ხოდა "გვასახელეს", გურამ...
9
0
სულ ოთხი მსოფლიო ჩემპიონი ყავს საქართველოს ოთხივე დაგმეთ და ჩაწიხლეთ ჩვენ ხომ მაინც ერთმანეთი არ გვიყვარს. სამაგიეროთ გიყვარდეთ და უბალეშიკეტ რონალდოს მესის ლებრონ ჯეიმს ჯოკოვიჩის და ასე შემდეგ მაგათ საქართველოს სიყვარულით ღამეები არ ძინავთ. გაპოლიტიზებური ერი.
7
15
მიუხედავად წარმატებებისა არ გამიტყდება ნაკრებიდან რომ მოიკვეთონ ეს პიროვნებები, განსაკუთრებით მერუსეთე იანთბელიძე
9
4
არც მე გამიტყდება შენ რომ მოგკვეთონ ქვეყნიდან!!!
2
1
თუ იმ თედეევმა პირად საუბრებში უთხრა ჩვენს ბიჭებს რაღაც ისეთი, რაც ყველა ქართველისთვის მისაღებია (მაგალითად ის, რომ ცხინვალი საქართველოა და მხოლოდ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო აქვს სეპარატისტული პოზიცია), მაშინ კიდევ მესმის ეს საქციელი. თუ ეს ჩვენი მხრიდან მხოლოდ ავანსია და "მეგობრული ჟესტი" (ყოველგვარ საფუძველს მოკლებული), მაშინ მე მაგ ბიჭებს ხელს აღარასოდეს ჩამოვართმევდი. ჩემთვის ეგენი ქართველები აღარ იქნებოდნენ.
4
3
სამარცხვინო საქციელია და არავითარი გამართლება არ აქვს ამ ყველაფერს, რაც არ უნდა იძახონ მეგობარიაო. თავი შეირცხვინეს ქვეყანაც სასაცილოდ ააგდებინეს.
14
4
იმედია განმარტებებს მივიღებთ ეს რა ფოტოა! მსოფლიო ჩემპიონს კი არა და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს არ შეეფერება ასეთი საქციელი!
11
3
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული