ზურაბ იაკობიშვილი და დავით ხუციშვილი პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ვარშავაში მიმდინარე ციოლკოვსკის საერთაშორისო ტურნირის  მეორე დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრები, მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და მსოფლიო პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ) ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ, ხოლო ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (92 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

იაკობიშვილმა ჩინელი აირიკენ აილიქსიათი 11-1 დაამარცხა, შემდეგ ყაზახეთის ნაკრების წევრებს დაურენ ჟუმაგაევს 7-1 და მეირჟან აშიროვს 4-1 მოუგო, ფინალში კი ყახაზეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ამანდიკ ბაკეიევს დაეჭიდება.

ხუციშვილმა ფრანგი იონი ბური 6-0 და ბულგარელი რაშიდ ისმაილი 11-0 დაამარცხა, ნახევარფინალში
კი წმინდად გაუსწორდა ყაზახ საკენ აიტჟანოვს. ფინალში საგარეჯოელი ფალავანის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი მაგომედ რამაზანოვი იქნება.

მარსაგიშვილმა დათმო რუსეთის წარმომადგენელ ბატირბეკ ცაკულოვთან ნახევარფინალური შეხვედრა 5-10 და ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი 9 სექტემბერს 18:00 საათიდან დაიწყება.

ფინალში დღეს სამი ქართველი იჭიდავებს: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65), ავთანდილ კენჭაძე (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული