ჭიდაობა

თავისუფალი

საქართველოს ნაკრები პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია - 6 მედალი ვარშავიდან

AutoSharing Option
9 სექტემბერს, ვარშავაში დასრულდა ციოლკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, ჯამში 6 მედალი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი დავით მარსაგიშვილმა (92 კგ) მოიპოვა.

ტურნირის დასკვნით დღეს იაკობაშვილმა ყაზახი ამანდიკ ბაკეიევი აშკარა უპირატესობით 12-2 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა.

ხუციშვილი რუსეთის წარმომადგენელ
მაგომედ რამაზანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მარსაგიშვილმა ყაზახ იერალი აბდრაშევს 8-0 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგითი გამართულ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრზე, სადაც 27 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 136 ქულით გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმო, მეორე ადგილი ყაზახეთს (135 ქულა) ხოლო მესამე რუსეთის ნაკრებს (134) ქულა ხვდად წილად.

altოდიკაძის და კენჭაძის ოქრო პოლონეთის ტურნირზე - ხინჩეგაშვილმა ტრავმის გამო ფინალში ჭიდაობა არ გარისკა