ოდიკაძის და კენჭაძის ოქრო პოლონეთის ტურნირზე - ხინჩეგაშვილმა ტრავმის გამო ფინალში ჭიდაობა არ გარისკა

AutoSharing Option
ვარშავაში მიმდინარე ციოლკოვსკის საერთაშორისო ტურნირის  მეორე დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრებმა ავთანდილ კენჭაძემ (74) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) ოქროს, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კენჭაძემ ფინალში 12-1 გაანადგურა ჩინელი ვეი ვუ.  მან ფინალამდე დანიარ კაისანოვს (12:5), ბოლატ საკაიევს (10:3) და ნურლან ბეკჟანოვს (5:0) სძლია.

ოდიკაძემ  ფინალში ყაზახი მამედ იბრაგიმოვი გაანადგურა 12-0 . ელიზბარმა ფინალამდე ამერიკელი კევინ გადსონი, იტალიელი ხესუს რუანო და უნგრეთის სახელით მოასპარეზე უკრაინელი პავლო ოლეინიკი დაამარცხა.

სამწუხაროდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი. ახალ
65 კგ კატეგორიაში გადაბარგებულმა ხინჩეგაშვილმა სამწვრთნელო შტაბის გადაწვყეტილებით წინა დღით მიღებული მცირე ტრამვის გამო აღარ გარისკა ფინალში ჩეჩენ ახმედ ჩაკაევთან გასვლა, საქართელოს ნაკრებისთვის ციოლკოვსკის ტურნირი 20-28 ოქტომბერს ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი სასტარტო შეჯიბრებაა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და მსოფლიო პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ) ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ, ხოლო ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (92 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი შედეგია! ასე გააგრძელონ! ძალიან კარგი რომ არ იჭიდავა. მომავალზე იფიქრა და იმიტომ. ერთი რამ ფაქტია - ლადო იმ დონის მოჭიდავეა, ყველა ტურნირზე ფინალში გადის. წინ კიდევ დიდი წარმატებები ელოდება !
გგგ
11:32 09-09-2018
0

სიახლეები პოპულარული