ანჩელოტი: ნახევრად კმაყოფილი ვარ, "ბაიერნმა" ჩვენზე უკეთესად ითამაშა

AutoSharing Option
გუშინ, 30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ბაიერნმა" "რეალს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"შეხვედრის ბოლო წუთებზე ჩვენ უფრო მეტი ენერგია გვქონდა, თუმცა ნახევრად კმაყოფილი ვარ. "ბაიერნმა" თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში.

მეორე თამაშში ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავისჯებით", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 8 მაისს გაიმართება.

altანჩელოტიმ დაადასტურა - არდა გულერი "რეალში" დარჩება

altანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა

კი კასილასს გადაუსწრო

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: საბრძოლო ფრე მიუნხენში - გამარჯვებული მადრიდში გამოვლინდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერნაბეუზე იქნება ბაიერნის გაგუდვა/მოშთობა.
ნიკა
10:52 01-05-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული