ბრაზილიელ მსაჯებს, რომელთაც წილად შაბათს, 12 ივნისს, ინგლისისა და აშშ-ის ნაკრებთა შეხვედრის გაძღოლა ხვდათ, ინგლისურ გინებაში უმეცადინიათ. რად უნდოდათ? ხმა მიუვიდათ, უეინ რუნი და კამპანია შეხვედრის მსვლელობისას იგინებიანაო. ახლა, ნამეცადინები არბიტრები ყურადღებით იქნებიან და როგორც კი

ბრაზილიელ მსაჯებს, რომელთაც წილად შაბათს, 12 ივნისს, ინგლისისა და აშშ-ის ნაკრებთა შეხვედრის გაძღოლა ხვდათ, ინგლისურ გინებაში უმეცადინიათ. რად უნდოდათ? ხმა მიუვიდათ, უეინ რუნი და კამპანია შეხვედრის მსვლელობისას იგინებიანაო. ახლა, ნამეცადინები არბიტრები ყურადღებით იქნებიან და როგორც კი გადაბრუნებულ სიტყვას გაიგონებენ, ან ყვითელს ამოიღებენ ანა კიდევ წითელს. მსაჯთა ამ ბრიგადაში მთავარი კარლუშ ეუჟენიო სიმონია, ადამიანი, რომელსაც ხშირი საკამათო ეპიზოდებით იცნობენ. ამბობენ, იმ დღეს, როდესაც ინგლისელთა იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ფოტორეპორტიორს შავი დღე აყარა (საბრალომ ნაკრების სამხრეთ აფრიკულ ბაზაზე გაბედა და სამედიცინო კაბინეტში ფოტოაპარატი მოიმარჯვა) სიმონმა ინგლისურად 20 სხვადასხვა გამოთქმა დაისწავლაო.

მართალიც იყო ბრაზილიელი მსაჯი. ინგლისელი ფეხბურთელების გინების მაგალითს დიდი ძაბნა არ დასჭირდებოდა. იქვე, სამხრეთ აფრიკაში, ორიოდ დღის წინ, კაპელოს გუნდმა ადგილობრივ "პლატინუმ სტარზთან" ითამაშა და იმ შეხვედრაში რუნიმ საჯს არც მეტი არც ნაკლები, შეაგინა, რისთვისაც გააფრთხილეს. ის შეხვედრა ინგლისის ნაკრებმა, მოგეხსენებათ, 3:0 მოიგო, თუმცა ამაზე მთავარი რუნისთვის ის უნდა იყოს, რომ შეგინებულმა არბიტრმა იქვე გააფრთხილა, ასეთი საქციელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრაში გაგაძევებენ და მერე იტყვიან, რუნიმ ნაკრებს საჭირო მომენტში თავშეუკავებლობის გამო უღალატაო. ზემოხსენებული სიმონის ერთ-ერთი თანაშემწე რობერტო ბრაატსი ამბობს: "რასაკვირველია ამას 11 სხვადასხვა ენაზე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ინგლისური გინების დასწავლა მაინც ხომ შეგვიძლია".

მეორე თანამსაჯი ტემირ ჰაუსმანი: "ჩვენ ვალდებულები ვართ ვისწავლოთ რა სიტყვებით ლაპარაკობენ მოთამაშეები. ამ ქვეყნად ყველა ფეხბურთელი იგინება და რასაკვირველია, ერთი-ორ "ამისა და იმის შვილოს" ჩვენც გვეტყვიან".

ნუ იფიქრებთ, რომ ზემოხსენებული კარლუშ ეუჟენიო სიმონი გაუნათლებელი ადამიანია, რომლისთვისაც ახლა ინგლისური გინების სწავლა სრულიად უცხო ბგერების მოსმენას ნიშნავს. არავითარ შემთხვევაში. ეს კაცი გარდა იმისა, რომ მსაჯია, ჟურნალისტი პროფკავშირული მოხელეც გახლავთ, ხოლო ინგლისური ძალიან კარგად იცის. აბა, რაღა სწავლა უნდოდაო, იკითხავს ვინმე. ძნელი სათქმელია. ალბათ, სიმონმა გაითვალისწინა, რომ ყველა ენა ვითარდება და შესაძლოა სანამ ის სამშობლოში თავისი საქმეებით არის დაკავებული, ინგლისში ახალი გინებები მოიგონეს. სხვათაშორის, ეს ის კაცია, რომელმაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. 2006 წელს სიმონს სამი შეხვედრა ერგო და ამ სამ შეხვედრაში მან ჩვიდმეტჯერ ჩაიყო ჯობეში ხელი ყვითელი ბარათის ამოსაღებად. ამ ჩვიდმეტი ყვითლის გარდა იყო ერთი წითელიც. შარშან სიმონს ბრაზილიაში არაკომპეტენტურობასა და კორუფციაში დასდეს ბრალი, რის გამოც ექვსკვირიანი დისკვალიფიკაციაც კი ჰქონდა მისჯილი.

ახლა კი ფოტორეპორტიორებზე განრისხებულ კაპელოს დავუბრუნდეთ. შერისხა რა საბრალო ჟურნალისტი ის საწვრთნელ მოედანზე გავიდა და მეკარეების საკითხს ჩაუღრმავდა. როგორც ინგლისური გაზეთები ამბობენ, ფეხბურთელთა შორის ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომელთაც ჰგონიათ, რომ მათი ბოსი კარში დევიდ ჯეიმსს დააყენებს, მაგრამ უმეტესობა მაინც ჯო ჰარტსა და რობერტ გრინს შორის ელოდება არჩევანს. საქმეში კიდევ უფრო ჩახედულმა ხალხმა კი უფრო დააზუსტა - ამერიკელებთან, ალბათ მაინც ჰარტის თამაშს უნდა ველოდეთო.

ილია ბაბუნაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა