ფიფამ წლის საუკეთესოები დააჯილდოვა
გუშინ ციურიხში ფიფამ 2016 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესოებიც დაასახელა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ახალ პრიზს სახელად The Best 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო დაეპატრონა.

როდესაც სცენაზე კრიშტიანო რონალდო გამოიძახეს და მას წლის საუკეთესო პრიზი გადასცეს, პორტუგალიელმა "კბილი გაკრა" ლიონელ მესის, რომელიც ციურიხში დაჯილდოებაზე არ ჩასულა: "ვწუხვარ, რომ "ბარსელონადან" ზოგიერთები ჩვენთან არ იმყოფებიან... მაგრამ ეს გასაგებია".

6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ "ფრანს ფუტბოლისა" და ფიფას გზები გაიყარა, ისინი ცალ-ცალკე აჯილდოებენ წლის საუკეთესო ფეხბურთელებს, რონალდომ უკვე მოიგო "ფრანს ფუტბოლის" ოქროს ბურთი, ახლა კი ჯერი ფიფას პრიზზე მიდგა. ეროვნულ ნაკრებთა თავკაცებმა და კაპიტნებმა (სხვათა შორის, ვლადიმირ ვაისმა პირველ ადგილზე ლიონელ მესი დააყენა, ხოლო ჯაბა კანკავამ - ანტუან გრიზმანი) საუკეთესოდ 31 წლის რონალდო აირჩიეს.

ფიფას გალა-დაჯილდოების ყველა გამარჯვებული

ფიფას წლის გუნდი

მანუელ ნოიერი, დანი ალვეში, ჟერარდ პიკე, სერხიო რამოსი, მარსელო, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ლუის სუარესი, კრიშტიანო რონალდო.

წლის საუკეთესო ფანები

"დორტმუნდისა" და "ლივერპულის" ფანები

წლის საუკეთესო ქალთა გუნდის მწვრთნელი

სილვია ნეიდი

ფეერ პლეის პრიზი

ატლეტიკო ნასიონალი (კოლუმბია)

წლის საუკეთესო მწვრთნელი

კლაუდიო რანიერი (ლესტერი)

ბრწყინვალე კარიერის პრიზი

ფალკაო (ფუტსალი)

პუშკაშის სახელობის პრიზი

მოჰდ ფაიზ სუბრი (მალაიზია)

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი

კარლი ლოიდი

წლის საუკეთესო ფეხბურთელი

კრიშტიანო რონალდო

როგორც უკვე ვთქვით, ლიონელ მესი არ ყოფილა ციურიხში დაჯილდოების ცერემონიალზე. არ ყოფილან არც სხვა ბარსელონელები. ოფიციალური მიზეზი ბილბაოს "ატლეტიკთან" სათასო მატჩისთვის მზადებაა. ანდრეს ინიესტამ ვიდეომიმართვით მოუბოდიშა ყველას "ბარსას" ფეხბურთელთა ჩამოუსვლელობის გამო.

"ეს მიღწევა წარმოუდგენელია, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას დიდი მადლობა, მეტის დამატება არც მსურს. თავად პრიზი ბევრზე მეტყველებს, ამიტომ უბრალოდ ბედნიერი დავრჩები. პირველ რიგში, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს "რეალში" და მწვრთნელს. მადლობა ჩემს მეგობრებსა და ოჯახს. 2016 წელი ჩემ საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო წელი იყო. გავიმარჯვე ჩემპიონთა ლიგაზე, ევრო 2016-ზე, სუპერთასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში", - განაცხადა რონალდომ, რომელმაც 57 მატჩში 55 გოლი გაიტანა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.

საინტერესო ფაქტები

* კრიშტიანო რონალდომ გამოკითხვაში საუკეთესოდ გარეთ ბეილი დაასახელა, მეორე ადგილზე მან ლუკა მოდრიჩი გაიყვანა, ხოლო მესამეზე - სერხიო რამოსი.

* მხოლოდ თანაგუნდელები დაასახელა ლიონელ მესიმაც. პირველ ნომრად ლუის სუარესი, მეორე - ნეიმარი, მესამე - ანდრეს ინიესტა.

* გაგვაოცეს გერმანელებმა - ბუნდესგუნდის თავკახმა იოახიმ ლიოვმა შემდეგი სამეული დაასახელა: ტონი კროოსი, მესუთ იოზილი და მანუელ ნოიერი, ხოლო კაპიტანმა ნოიერმა: კროოსი, იოზილი და ლევანდოვსკი. როგორც ხედავთ, მათ ფინალისტი სამეულიდან ერთიც არ გახსენებიათ.

* ინგლისელთა არჩევანი - გარეთ საუთგეითმა და უეინ რუნიმ მესი მიივიწყეს. მწვრთნელის სამეული ასეთია: რონალდო, გრიზმანი, კანტე; კაპიტნის - რონალდო, სუარესი, ვარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxo
მესი შეუდარებელია.
fan
რონალდო რომ არ შეეცვალათ პირველივე ტაიმში ევროპის ფინალში, საფრანგეთი გახევდა თავის რონალდოიანად. ფრანგებმა მომთავრებულად ჩათვალეს საქმე და დაისაჯნენ,როგორც ხდება ხოლმე. ... რონალდო ბლატაობს... ამაზე უფერული ჩემპიონატი და ჩემპიონი არ ახსოვს ისტორიას...
lo
კიდევ კარგი კანკავამ გელაშვილი არ დაასახელა.
kkk
მესი რათქმაუნდა.
რეალი კაცების გუნდი
რონალდოს ორი გადამწყვეტი გოლი ევროპაზე როდესაც ჰაერში იფრინა ნამდვილი შედევრებია.თანაც ქველმოქმედი და ახლობლების გვერდში მდგომი.მესი კი პროტოტიპია.
რეალი კაცების გუნდი
რონალდოს ორი გადამწყვეტი გოლი ევროპაზე როდესაც ჰაერში იფრინა ნამდვილი შედევრებია.თანაც ქველმოქმედი და ახლობლების გვერდში მდგომი.მესი კი პროტოტიპია.
sad banaobT mesis fanebo?
მესიმ რონალდოს მიღწევები გაიმეოროს და მერე იყოს პირველი :D
გეგეშა
კბილი გაკრა კი არა, ოცდათორმეტივე კბილი რომ ზედ დააფშვნას მაინც #2 იქნება
გია
სად მესი და სად დანარჩენები!?
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
FIFA-მ 2016 წლის საუკეთესოები დაასახელა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია