ატლანტას სერია, პოლის 8000 გადაცემა და კვირის სხვა ამბები
მატჩი

საახალწლო კვირამ ბევრი საინტერესო მატჩი აჩუქა NBA-ის მოყვარულებს, მაგრამ დაძაბულობით არც ერთი ახლოს არ ყოფილა "ოკლაჰომასა" და "ჰიუსტონის" შეხვედრასთან. წელს, ამ გუნდების პირველი ორი მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და გამონაკლისი არც მესამე შეხვედრა ყოფილა.

პირველი ნახევრის შემდეგ, "ჰიუსტონი" დამაჯერებლად ლიდერობდა - 67:56, სამი მეოთხედის ბოლოს კი უპირატესობა 14 ქულამდე გაიზარდა. "ოკლაჰომას" დაუჯერებელი ქამბექი რასელ უესტბრუკის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც იმ საღამოს ქულების დაგროვებაზე იყო კონცენტრირებული. ჰარდენმა კი თავისი ნორმა არ დაივიწყა, 12 შედეგიანი პასი შეასრულა და ორი მოხსნა არ ეყო სამმაგ დუბლამდე.

სირენამდე წუთნახევრით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო, რის შემდეგაც, მოედანზე ნამდვილი საგიჟეთი დაიწყო: სამქულიანები, საშუალო ტყორცნები მაქსიმალური წინააღმდეგობით და ფარქვეშ შესვლები. მატჩის ბედი უესტბრუკს უნდა გადაეწყვიტა, რომელმაც თავის სტილში, დაუფიქრებლად გაუშვა სამქულიანი, მაგრამ ააცილა. ბურთი ბევერლიმ აიღო.

"როკეტსს" პასუხისთვის სამი წამი რჩებოდა, რომელიც კარგად გამოიყენა. სამწამიანში ნენემ ბურთის ჩატენვა მოინდომა. ჯარიმა და ორი ზუსტი თავისუფალი ტყორცნა - "ჰიუსტონი" აგრძელებს დასავლეთი კონფერენციის ლიდერებზე დევნას.

სერია

"ოკლაჰომას" ძლევის შემდეგ, "ჰიუსტონმა" მოგებათა სერია "ორლანდოსთან" (100:93) და "ტორონტოსთან" (129:122) მატჩებში გააგრძელა და მესამე გუნდი გახდა, რომელსაც 30 მოგება დაუგროვდა. "როკეტსს" ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს.

შემდეგ მოდის "ატლანტა", რომელიც თანდათან გამოდის სათამაშო კრიზისიდან. "ჰოქსმა" გაიმეორა სეზონის დასაწყისში ნაჩვენები შედეგი - ზედიზედ 6 მოგება.

უესტბრუკი

"ოკლაჰომას" ლიდერმა თავის აქტივს, ტრადიციულად, ორი სამმაგი დუბლი შემატა, თუმცა, ერთ-ერთი ვერ დაეხმარა მის გუნდს "შარლოტთან" (112:123) მატჩში. სამაგიეროდ, გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა "დენვერთან" მოპოვებული 32 ქულა, 17 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი.

საერთო ჯამში, გასული კვირა "ოკლაჰომასთვის" წარუმატებელი იყო და ამან მაშინვე მოისროლა გუნდი მეშვიდე პოზიციაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს დიდი სიმჭიდროვე დასავლეთის პლეი ოფის ზონაში.

ჰარდენი

"ჰიუსტონის" ლიდერი, თავის მხრივ, განაგრძობს თავად უესტბრუკის დევნას. ბოლო ექვს მატჩში ჰარდენმა ოთხჯერ შეასრულა სამმაგი დუბლი, თან ისეთ შემთხვევებში, როცა სროლა საერთოდ არ მისდიოდა. ბრძოლა მთავარ ინდივიდუალურ პრიზზე (MVP) სეზონის ბოლომდე არ დასრულდება.

მიღწევა

"კლიპერსი" დიდი ხანი წვალობდა კრის პოლის გარეშე. იყო მომენტი, როცა კალიფორნიელებმა ზედიზედ ექვსი მატჩი წააგეს. მაგრამ, გუნდის გულშემატკივართა სასიხარულოდ, ახლა, ყველაფერი ლაგდება. გამთამაშებელი მწყობრში ჩადგა და სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი "საკრამენტოზე" (106:98) და "მაიამიზე" (98:86) მოგებებში. "ჰიტთან" მატჩში პოლი გახდა მხოლოდ მე-10 მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ვინც კარიერაში 8 ათასი შედეგიანი პასი დაარიგა.

გაცვლა

კაილ კორვერის თითქმის ხუთწლიანი მოგზაურობა "ატლანტაში" დასრულდა. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი, გაცვლის შედეგად, "კლივლენდში" გადავიდა და იქ ჯეი არ სმიტს შეცვლის, რომელიც დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან სერიოზული ტრავმის გამო.

ტრავმა

"მაიამი" ერთ-ერთი პირველი დანებდა პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში. უფრო მეტიც, ერიკ სპოელსტრას შეგირდებმა გათამაშების ცხრილში "ფილადელფიაც" კი წინ გაუშვეს. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ტრავმა მიიღო ახალგაზრდა ფორვარდმა ჯასტის უინსლოუმ.

პერსპექტიულმა მოთამაშემ ელ ჰორფორდთან შეჯახებისას მხარი დაიზიანა და სასწრაფოდ საოპერაციო შეიქნა. სამწუხაროდ, ვერდიქტი მკაცრი აღმოჩნდა - დასვენება სეზონის ბოლომდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]