დღის ამბები და სტატისტიკა
ნიუ ჯერსი-ფლორიდა 0:3

0:1, 0:0, 0:2

გოლები: 0:1 რ. სმიტი-8 (ი. იოკინენი-6, ტროჩეკი-12), 0:2 ი. იოკინენი-4, 0:3 ტროჩეკი-12 (იენდლი-17).

"ფლორიდამ" შეძლო ბოლო ოთხ მატჩში მეორე მოგება, რაც მეკარე რობერტო ლუონგოს დამსახურებაა. 37 წლის მეკარემ 28 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 73-ე "შათაუტი შეასრულა. ამ მაჩვენებლით, ლუონგო ყველა დროის სიაში მე-11 ადგილზე იმყოფება. საინტერესოა, რომ ეს იყო ამ მეკარის პირველი "მშრალი" მატჩი 2016 წლის 22 იანვარის შემდეგ.

გარდა ამისა, ფლორიდელთა კარის დარაჯმა კარიერაში 448-ე გამარჯვება მოიპოვა, რაც NHL-ის ისტორიაში მეხუთე შედეგია. შესაბამის ცხრილში ლუონგომ "დეტროიტის" ლეგენდარულ მეკარეს ტერი სავჩუკს გაუსწრო. კიდევ ექვსი მოგება და რობერტო ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე მყოფ კერტის ჯოზეფს დაეწევა.

მონრეალი-ვაშინგტონი 1:4

0:1, 0:0, 1:3

გოლები: 0:1 ბექსტრიომი-10 (ოვეჩკინი-13, ელზნერი-4), 1:1 პლეკანეცი-4 (ბირონი-12, ლეჰკონენი-3), 1:2 კუზნეცოვი-5 (ოვეჩკინი-14, ჯასტინ უილიამსი-10), 1:3 ქონოლი-5 (კუზნეცოვი-22), 1:4 ოვეჩკინი-19 (ბექსტრიომი-24, მ. იოჰანსონი-15).

სტატისტიკური მიღწევები აქვს "ვაშინგტონის" რუს ვარსკვლავს ალექსანდრ ოვეჩკინს. მან გოლითა და ორი საგოლე პასით დიდი წვლილი დაიდო დედაქალაქელთა გამარჯვებაში. ამ შეხვედრის შემდეგ, ოვეჩკინს კარიერაში 544 შაიბა დაუგროვდა და ის დაეწია შესაბამის სიაში 29-ე ადგილზე მყოფ მორის რიშარს, ვის სახელსაც ატარებს სეზონის საუკეთესო გოლეადორის პრიზი. გარდა ამისა, რუსს კარიერაში 999 ქულა დაუგროვდა.

ვინიპეგი-კალგარი 2:0

1:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ბაფლინი-6 (სტეფორდი-5, ელერსი-23), 2:0 ველერი-12.

"ვინიპეგმა" პირველი მატჩი ჩაატარა თავისი ფინელი ლიდერის პატრიკ ლაინეს გარეშე. ამ სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო დებიუტანტმა წინა მატჩში ბაფალოელ ჯეიკ მაკეიბთან შეჯახების შემდეგ, ტვინის შერყევა მიიღო და მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი გაურკვეველია. ლიდერის გარეშე, "ჯეტსმა" მაინც შეძლო მოგება - 2:0, რაც, ძირითადად, მეკარე კონორ ელებუიკის დამსახურებაა, რომელმაც 28 დარტყმა მოიგერია და სეზონში მესამე და კარიერაში მეხუთე "შათაუტი" შეასრულა.

ლოს ანჯელესი-დალასი 4:6

0:1, 1:2, 3:3

გოლები: 0:1 რიტჩი-8 (კორპიკოსკი-9), 0:2 სეგუინი-15 (სპეცა-18, ჰუდლერი-3), 1:2 შორი-4 (პირსონი-10, დაუტი-15), 1:3 ოლეკსიაკი-5 (შარპი-3, ფაკსა-10), 2:3 დ. ბრაუნი-5 (დაუდი-11, მარტინესი-17), 2:4 შორი-7 (ფაკსა-11, შარპი-4), 3:4 კოპიტარი-4 (ფორბორტი-10, ტ. ლუისი-8), 4:4 დაუტი-7 (კოპიტარი-16, ჯ. კარტერი-15), 4:5 ჰუდლერი-1 (სეგუინი-26), 4:6 შარპი-2 (ფაკსა-12, შორი-9).

პატრიკ შარპმა გოლი და ორი საგოლე პასი, რადეკ ფაკსამ კი სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა და "დალასმა" 10-შაიბიან თრილერში აჯობა "ლოს ანჯელესს". სტუმრებმა მეოთხე შაიბის გაშვების შემდეგ, მეკარე კარი ლეჰტონენი ანტი ნიემით შეცვალეს, რომელსაც ბოლო ხუთი წუთი მოუწია თამაში, თუმცა, მისი კარის მიმართულებით მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულდა.

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავი გახდა "ნიუ იორკ რეინჯერსის" ფორვარდი მიხაელ გრაბნერი. ავსტრიელმა სამ შეხვედრაში 7 ქულა (5+2) დააგროვა და გამარჯვების ორი გოლი გაიტანა, ""კოლამბუსთან" მატჩში (5:4) კი კარიერაში მეოთხე ჰეთ-თრიკი შეასრულა. გრაბნერი 19 გოლით მიმდინარე სეზონის მეექვსე სნაიპერია.

ასევე ხუთი გოლი გაიტანა გასულ კვირას "ედმონტონის" ფორვარდმა პატრიკ მარუნმა, რომელმაც მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო. 28 წლის ჰოკეისტმა განსაკუთრებით "ბოსტონთან" მატჩში გამოიჩინა თავი, როცა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. სულ მარუნის მონაგარი გასულ კვირას 6 ქულა (5+1) იყო.

კვირის მესამე ვარსკვლავად დასახელდა "ვაშინგტონის" მეკარე ბრეიდენ ჰოლტბი. მან თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა, საშუალოდ 1.29 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 95.5 პროცენტი მოიგერია. რაც მთავარია, ჰოლტბიმ ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა "შათაუტი": მან ჯერ "კოლამბუსთან" მოიგერია 29 დარტყმა (5:0), შემდეგ კი "ოტავას" ჰოკეისტების 30 დარტყმას გაუმკლავდა (1:0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა