ნიკლას ზიულე, ანდრე ორტა, ლეონ ბეილი, კილიან მბაპე და სხვები
2017 წელს მსოფლიო ფეხბურთში სხვა დადებით ტენდენციებთან ერთად ახალი ტალანტების გამოჩენასაც ველით. ვინ გაგვაოცებს განსაკუთრებით? ევროპას ტალანტები არ აკლია. დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ მათზეა.

ალბან ლაფონი, ტულუზი

დღეს ყველა "მილანის" თინეიჯერ ტალანტ ჯანლუიჯი დონარუმაზე საუბრობს. არადა, არანაკლებ ნიჭიერი მეკარე იზრდება ფრანგულ "ტულუზში". ალბან ლაფონი 16 წლის იყო, როცა ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. საინტერესოა, რომ მან თავისზე ბევრად უფროს ოთხ მეკარეს მოუგო კონკურენცია, პირველ ორ შეხვედრაში კი კარი "მშრალად" შეინახა.

მიმდინარე სეზონში ასეთი რამ "ტულუზის" არც ერთ მეკარეს არ მოუხერხებია. "ტულუზი" საფრანგეთის ჩემპიონატის შუაში ადგილს მხოლოდ და მხოლოდ ჭაბუკი მეკარის შესანიშნავი თამაშის წყალობით ინარჩუნებს.

ნიკლას ზიულე, ჰოფენჰაიმი

იულიან ნაგელსმანი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ ნოვატორად. მისი გუნდის დაცვა წარმოუდგენელია ნიკლას ზიულეს გარეშე. 29 წლის მწვრთნელმა და 21 წლის მცველმა საერთო ენა უმოკლეს ხანში იპოვეს. შემთხვევითი არაა, რომ ზიულეს თამაშს ყურადღებით აკვირდება მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი.

ნელსონ სემედუ, ბენფიკა

ეს ფლანგელი მცველი დიდი ხნის განმავლობაში ჯიუტად ცდილობდა "ბენფიკას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას. ის განათხოვრებული იყო მოკრძალებულ "ფატიმაში" და "ბენფიკას" ძირითადში მხოლოდ 22 წლისას ჰქონდა დებიუტი. პორტუგალიელი მცველი მიმზიდველი ლუკმაა სატრანსფერო ბაზარზე. მისი გადაბირება ძალიან უნდა "მანჩესტერ იუნაიტედს". "წითელი ეშმაკები" მზად არიან, ამ ზამთარშივე შეიძინონ ფეხბურთელი სოლიდურ თანხად.

ლეანდერ დენდონკერი, ანდერლეხტი

"ანდერლეხტი" კარგა ხანია, ვეღარ ახარებს თავის გულშემატკივარს წარმატებული თამაშით. საკმარისია აღინიშნოს, რომ ორ წელიწადზე მეტია, გუნდი ბელგიის ჩემპიონი აღარ გამხდარა და თვალს ვერც ევროასპარეზზე წარმატებული თამაშით გვჭრის. თანამედროვე ფორმაციის "ანდერლეხტის" მთავარ ტალანტად საყრდენი ლეანდერ დენდონკერი ითვლება. ელიან, რომ ბელგიის ნაკრებში უახლოეს მომავალში სწორედ ის შეცვლის აქსელ ვიტსელს.

ვენსან კოზიელო, ნიცა

"ნიცაში" რამდენიმე ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. ლუსიენ ფავრის გუნდში ყველას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ვენსან კოზიელო. მას გუნდის ძირითადში ჯერ მყარი ადგილი არ აქვს, მაგრამ უკვე იმსახურებს ექსპერტების აღტაცებას. ის "ნიცას" საფეხბურთო აკადემიის ბრილიანტია. უახლოეს მომავალში ფრანგული კლუბი მასში სოლიდური თანხის აღებას იმედოვნებს. მას ჯერ არ ჰყოფნის ცივსისხლიანობა და ფიზიკური მომზადება, მაგრამ მომავალი მისია.

ანდრე ორტა, ბენფიკა

მისი ძმა, რიკარდო ორტა თავის დროზე დიდ ტალანტად ითვლებოდა. ახლა კი ანდრეს ჯერია. რიკარდომ ვერ გაამართლა იმედები. მან ვერ შეძლო "მალაგას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და ახლა ყველაფერს თავიდან იწყებს "მალაგაში", ანდრე ორტა გასულ წელს მივიდა "სეტუბალიდან" "ბენფიკაში" და სწრაფად გახდა ძირითადის ფეხბურთელი.

ჯოვანი ლო ჩელსო, პსჟ

არგენტინული როსარიოს კიდევ ერთი დესპანი. მას მომავალში არგენტინის ნაკრების ლიდერად მოიაზრებენ. თავისი თანაქალაქელი გენიის მსგავსად, დიდებულად ფლობს ბურთს და ხედავს მინდორს. "როსარიო სენტრალის" შემადგენლობაში სეზონის მთავარი აღმოჩენა გახდა არგენტინაში. მიმდინარე სეზონს მშობლიურ კლუბში ჩაამთავრებს და მერე ფრანგულ "სენ-ჟერმენს" შეუერთდება. ანხელ დი მარიას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ლეონ ბეილი, გენკი

აგენტმა სამი წლის წინ ჩამოიყვანა 15 წლის ტალანტი იამაიკიდან. "გენკში" მისი ტალანტი ეგრევე შენიშნეს და კონტრაქტი გაუფორმეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის უკანონოდ ცხოვრობდა ბელგიის ტერიტორიაზე. ორი წელი ბეილი სადღაც გაქრა და მერე უცბად გამოჩნდა სლოვაკურ "ტრენჩინში", საიდანაც თავის ყოფილ კლუბს მიაშურა. არის ძალიან სწრაფი და ტექნიკური, ფლანგზე დიდი სამუშაოს შესრულება შეუძლია. იცის გატანა. თუ მისი პროგრესი გაგრძელდა, შესაძლოა, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს.

კასპერ დოლბერგი, აიქსი

ის იპოვა იმ სკაუტმა, ვინც მსოფლიოს ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღმოუჩინა. ეს მოხდა "სილკებორგის" აკადემიაში". დღეს დოლბერგი უკვე ევროპული გრანდების სამიზნეა. 19 წლის ფეხბურთელი "აიაქსის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. 16 შეხვედრაში 8 გოლი შეაგდო. ყველაფერი აქვს, რაც ნამდვილ თავდამსხმელს სჭირდება - მოკლედ ასე შეიძლება მისი დახასიათება.

კილიან მბაპე, მონაკო

მბაპე 18 წლისაა. ის შარშან დაწინაურდა აკადემიიდან "მონაკოს" ძირითად გუნდში, თუმცა უკვე გააფთრებით იბრძვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად. შეუძლია შეტევის ფლანგზე თამაში, მაგრამ განსაკუთრებით უყვარს გამოკვეთილ ფორვარდად გარჯა. პატარაობიდანვე გაჰქონდა უამრავი გოლი. ამ სეზონში ძირითადად შეცვლებზე შედის. ამიტომ ითამაშა "მონაკოს" რიგებში მხოლოდ 500 წუთი, თუმცა სამი გოლი შეაგდო და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
ზიულეს "დორტმუნდმა" მეტი შესთავაზა და გადაიბირებს კიდეც
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
მიუნხენის "ბაიერნი": "რეკორდმაისტერი" ასაკს მოიკლებს
ტრანსფერ ONLINE: 24 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
მესუთ იოზილი - გერმანელი, რომელსაც დღესაც უჭირს გერმანულად საუბარი
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა და შვაინშტაიგერის ბოლო მატჩი
ტრანსფერ ONLINE: 15 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
"ლევერკუზენის" ფორვარდმა შვილს ლეო-კრიშტიანო დაარქვა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს