ამბროლაურში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა შორის
ამბროლაურში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა შორის, რომელმაც, ვფიქრობთ, ბევრი საინტერესო კადრი წარმოაჩინა. 10 იანვარს დარჩენილ ოთხ წონაში გაიმართა შეჯიბრებები, თუმცა, პირველ რიგში, თქვენს ყურადღებას მძიმე წონაზე შევაჩერებთ.

ოღონდ არა იმიტომ, რომ აქ რამე სენსაცია მოხდა, არამედ იმ მიზეზით, რომ ჭიდაობდა ეროვნული ნაკრების ლიდერი ამ წონაში, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი. მის სასახელოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თავი არ აარიდა შიდა ტურნირში მონაწილეობას და ძალიან ძლიერადაც იჭიდავა - ყველა შეხვედრა ვადამდე, ქულებით სუფთად მოიგო.

რაჭაში მან ოთხი შეხვედრა გამართა და აქედან სამში პირველივე პერიოდში იმარჯვა 10:0 - მამუკა ვანაძესთან, ხუსეინ ირემაძესა და ფინალში ლაშა ჯელაძესთან. ორი პერიოდის ჭიდაობა მას მხოლოდ ნახევარფინალში დასჭირდა და, ალბათ, ესეც სიმბოლურია, რადგან იქ მეტოქედ ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი ათლეტი, ახალგაზრდებში ევროპის მესამეპრიზიორი ზურაბ ურთაშვილი ჰყავდა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პეტრიაშვილს გაუჭირდა - პირველ პერიოდში 4:0 იმარჯვა, რასაც მეორეში 6:0 დაუმატა.

საყურადღებოა 86 კილოგრამში 23-წლიანთა შორის ევროპის შარშანდელი ფინალისტის, თბილისელი ირაკლი მწითურის გამარჯვებაც. ამ წონაში ეროვნულ ნაკრებში ორი ტიტულოვანი ათლეტი გვყავს - ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი დავით მარსაგიშვილი და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი, თუმცა, ეტყობა, ემზარ ბედინეიშვილის გაწვრთნილი მწითური წონის "მესამე ცენტრად" ყალიბდება - შეგახსენებთ, რომ შარშან ქვეყნის ეროვნულ პირველობაზე მან ამინაშვილს მოუგო. მართალია, მერე ფინალში მარსაგიშვილმა იოლად დაჯაბნა ძირითადად გამოცდილების ხარჯზე, მაგრამ ამ წარმატებით მწითურმა დაამტკიცა, რომ ახალ თაობაში ტოლ-სწორი კონკურენტი არ ჰყავს და ახლებიდან ისევ ის შეუტევს ეროვნული ნაკრების კარს.

მით უფრო, რომ მან ფინალში კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ახალგაზრდა, 20-წლამდელებში ქუთაისელი ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი მექი სიმონია დაამარცხა და თანაც - ქულებით სუფთად, პირველივე პერიოდში, ვისაც 11:1 მოუგო. თუმცა მომავალმა ჩემპიონმა მანამდეც ძლიერად იჭიდავა და დასაწყისში ზედიზედ ორი პაექრობა დიდი უპირატესობით, 10:0 მოიგო.

საინტერესოა, რომ ამ წონაში ირაკლი მწითურის ძმა - რევაზ მწითურიც გამოდიოდა და ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ საჩხერელ საბა დეკანოიძესთან დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა. ძმები ბადის ერთ მხარეს იყვნენ და მათი გზები მესამე წრეში გადაიკვეთა, თუმცა რეზო საჭიდაოდ არ გასულა. სამაგიეროდ, სანუგეშო წრეში დაამტკიცა, რომ ისიც პერსპექტიულია.

70 კილოგრამში ქუთაისური ფინალი ვიხილეთ, სადაც მირზა სხულუხიამ 1:0; 7:6 მოუგო გიორგი გიორგობიანს, 61-ში კი 23-წლიანებში ევროპის შარშანდელი პირველობის ბათუმელმა ბრინჯაოსმედალოსანმა შოთა ფარტენაძემ გაიმარჯვა.

ამ წონაშიც საინტერესო ახალგაზრდული ფინალი გაიმართა მასსა და გიორგი რევაზიშვილს შორის, რომელსაც ბოლო წლებში ძალიან აქებენ მწვრთნელები. ამჯერად უპირატესობა ფარტენაძის მხარეს აღმოჩნდა, რომელმაც პირველივე პერიოდში მოითავა საქმე, 10:0 წმინდად გაიმარჯვა.

ფარტენაძემ ამბროლაურში სულ სამი შეხვედრა გამართა და ყველა დიდი უპირატესობით, ვადამდე მოიგო - ფოთელთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან გიორგი შამათავას 11:0, თბილისელ ირაკლი ქადაგიშვილს კი 10:0 მოუგო.

კვარცხლბეკი

61 კგ

1. შოთა ფარტენაძე (აჭარა) 2. გიორგი რევაზიშვილი (თბილისი) 3. გიორგი შამათავა (ფოთი), დავით ენდელაძე (ქუთაისი)

70 კგ

1. მირზა სხულუხია (ქუთაისი) 2. გიორგი გიორგობიანი (ქუთაისი) 3. ვასო ჯამბურიძე (გარდაბანი), არცუნ ტანგამიანი (ნინოწმინდა)

86 კგ

1. ირაკლი მწითური (თბილისი) 2. მექი სიმონია (ქუთაისი) 3. დათო ფირუზაშვილი (თბილისი), საბა დეკანოიძე (საჩხერე)

125 კგ

1. გენო პეტრიაშვილი (გორი) 2. ლაშა ჯელაძე (ამბროლაური) 3. ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი), ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: არასრული გუნდით
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
გამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: მაჭარაშვილს ტრიპლეტი არ გამოუვიდა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ბრინჯაოსთვის ჯულაყიძე და ურთაშვილი იბრძვიან
U23. მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
U23. მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გამოცდები დორტმუნდში
U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი - ჩემპიონი ზედიზედ მეორედ! [VIDEO]
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ივერი ჯულაყიძემ ბრინჯაო მოიპოვა
ახალგაზრდა ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]
მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა: ურთაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია, თურმანიძე ოქროსთვის იჭიდავებს
U23. ფინალი: სხულუხიამ რუსი წმინდად დაამარცხა, ხოლო გაფრინდაშვილმა აზერბაიჯანელი გააკრა ბეჭებზე [VIDEO]
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ურთაშვილის მარცხი და ბრინჯაო წყვილად
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი