გავაანალიზოთ ფიფას სიახლე
ფიფას გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს. მსოფლიოს უმთავრესი საფეხბურთო ფორუმის გლობალიზაციას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ჩვენ ორივე მხარის არგუმენტები განვიხილოთ.

კარგია

საინტერესოა, იმ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ გუნდების რაოდენობის გაზრდის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი ინტერესს დაკარგავს, ახსოვს თუ არა 2014 წლის მუნდიალი? ბრაზილიამ თავი უხეში ფეხბურთით დაგვამახსოვრა, ჰოლანდია დიდ ყურადღებას უთმობდა დაცვას, არგენტინას ძალიან ცოტა გაჰქონდა და, ასე ჩათვალეთ, არც გერმანია იყო ისეთი "მხიარული", როგორც ოთხი წლის წინანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მოსაწყენი მატჩები მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო მუდამ და თუ პირდაპირები ვიქნებით, ეს მისი განუყოფელი ნაწილია წლების განმავლობაში. ასე თუ მივუდგებით, ჯგუფური ეტაპის თამაშებს შეგვიძლია საერთოდ არ ვუყუროთ - იქ ხომ გრანდები თითქმის არ "ეჯახებიან" ერთმანეთს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ტყუილად ვეძებთ საფეხბურთო რევოლუციებს, მწვრთნელების განსაკუთრებულ იდეებს, ფეხბურთის ხარისხს. ჩვენ ვეძებთ და ვიღებთ საფეხბურთო თრილერებს, ახალ აღმოჩენებს. გავიხსენოთ ევროპის ბოლო ჩემპიონატი, რამხელა სიურპრიზი შემოგვთავაზეს უელსისა და უნგრეთის ნაკრებებმა. ცალკე დგას ისლანდია, რომლის თამაშმაც ფეხბურთს ათასობით ახალი გულშემატკივარი შესძინა. ნუთუ, შესაძლებელია ყოველივე ამის უარყოფა?

1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 13 ნაკრები მონაწილეობდა. ახლა მათი რაოდენობა გაიზარდა. ფეხბურთმა ფეხი უნდა აუწყოს ცხოვრებას. 1930 წლის შემდეგ ფეხბურთი მნიშვნელოვნად განვითარდა. რატომ უნდა დავრჩეთ სტერეოტიპების ტყვეობაში და არ მივცეთ პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე თამაშის შანსი ძლიერ ნაკრებებს?

ეს შანსია შედარებით პატარა ქვეყნებისათვის. დღეს ფეხბურთი ყველასია და ეს კარგად იციან მსოფლიოს საფეხბურთო ბოსებმა. ამით ფეხბურთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველაზე თავისუფალი და მასობრივი სპორტია.

ცუდია

ზუსტად ერთი წლის წინ ჯანი ინფანტინო ამბობდა, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატზე 40 ნაკრების ხილვა სურდა. ახლა კი გაცხადდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 გუნდი ითამაშებს. არანაირი წინასწარი მინიშნება ამის თაობაზე! საინტერესოა, ვის რაში დასჭირდა ეს? როგორც ჩანს, მარტივ ლოგიკას უნდა მივმართოთ - მეტი გუნდი ნიშნავს მეტ ტელერეპორტაჟს და მეტ ფულს.

საინტერესოა, როგორ უნდა განაწილდეს ადგილები კონტინენტებს შორის. ეს აუცილებლად გამოიწვევს გულისწყრომას, გახდება დავის სერიოზული საგანი. ისე ჩანს, რომ უფრო მეტი ადგილები აზიასა და აფრიკას ერგებათ.

ვირტუალურად ახალი სისტემა უკვე ამოქმედებულად რომ ჩავთვალოთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილავთ იორდანიას, უზბეკეთს, ყატარს, ომანს, სენეგალს, ეთიოპიას, ტუნისს, ბურკინა-ფასოს.

ყველაზე ამის თქმა არაფრით შეიძლება, მაგრამ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მათგანი არ არის მზად უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე სათამაშოდ.

მსოფლიოს ჩემპიონატის ხელოვნურად "გაბერვა" გამოიწვევს დონის დაცემას. სისტემის მონახაზი ისეთია, რომ "მწვანე შუქი" აენთება დაცვით ფეხბურთს. გუნდებს ერთადერთი მიზანი ექნებათ პირველ ეტაპზე - "მიკროსკოპული" ჯგუფებიდან როგორმე გავიდნენ.

აქედანვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჯგუფურზე ვნახავთ ძალიან ბევრ ფრეს (და მერე დამატებით დროს). ეს ტურნირის სანახაობრივ მხარეს ნამდვილად არ მოუხდება. მით უმეტეს, საერთო დონე ისედაც დაეცემა მეორეხარისხოვანი გუნდების დამატებით.

48 გუნდი მართლაც მეტისმეტია. დღეს თითქმის წაიშალა ზღვარი უბრალო ადამიანსა და ვარსკვლავს შორის, მაგრამ არც ყველაფრის გაუფასურება ივარგებს. ოთხი წლის განმავლობაში შენ ელოდები დღესასწაულს და ის არ უნდა იქცეს რიგით მოვლენად.

რა თქმა უნდა, ფეხბურთი ყველასია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასაც აღარ ექნება იმხელა ხიბლი, რამხელაც ადრე ჰქონდა. თავის დროზე საფრანგეთი ვერ გავიდა მუნდიალზე. მაგალითების გახსენება კიდევ შეიძლება. ამ მაგალითებმა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მძლავრი და ახალი ბიძგი მისცა ამ ქვეყნებში ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებას.

ცხოვრებაში ხიბლი ძირითადად იმას აქვს, რაც ძნელადაა მისაწვდომი. ახალი ფორმატის დამტკიცების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ყველაფერი იქით მიდის, რომ საწყის ეტაპზე მაინც ის ერთი ჩვეულებრივი შეჯიბრება იქნება.

ჩვენ თითქმის ყველა მატჩი გვახსოვს იმ მუნდიალებისა, რომლებსაც მოვსწრებივართ. მოვა დრო და ვეღარ დავიმახსოვრებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
ჩემი აზრით გადაჭარბებულია როცა იზრდებოდა მუნდიალზე მონაწილე გუნდების რაოდენობა მაშინ ქვეყნების რაოდენობაც იზრდებოდა ეჭვგარეშეა როცა მსოფლიოში 55 სქხელმწიფო იყო ახლა 230-ია უნდა გაზრდილიყო მუნდიალის მონაწილეთა რიცხვი მაგრამ ასეთი რა მოხდა 1998 წლის შემდეგ 16 გუნდი რომ ემატება მუნდიალს?!
gocha
კარგია.უმოტივაციო თამაშები თითქმის აღარ იქნება.ოთხგუნდიანი ჯგუფებისას ასეთი ძალიან ბევრი იყო.ალბათ ზოგადი დონე თამაშების არ იქნება მაღალი მარა ბევრი საფლეიოფო თამაში იქნება და მეტი დაძაბულობა./
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
საბჭო ინფანტინოს არ დაეთანხმება - რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებენ
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს