ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დღეს მიშა მესხი 80 წლის გახდებოდა...

დღეს მიშა მესხი 80 წლის გახდებოდა...

დღეს მიშა მესხი 80 წლის გახდებოდა...

"ლელოს" 1962 წლის ივლისის ნომრებში გამოქვეყნდა ავთანდილ ღოღობერიძის წერილების ციკლი იმ წელს ჩილიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ზედიზედ მეორე ტრიუმფით დასრულდა.

გთავაზობთ თბილისის "დინამოს" ლეგენდარული კაპიტნის მოგონებების იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ ფინალურ მატჩს ეძღვნება...

...1962 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. ასეთ მატჩს ყოველთვის ვერ ნახავს კაცი. ამიტომ, მას უნდა უყურო ისე, რომ არ უნდა გამოგრჩეს არც ერთი უწვრილმანესი დეტალიც კი, როგორც თვით მატჩის მსვლელობიდან, ისე საერთოდ, მთელი ამ დიდი მოვლენიდან, რომელსაც ფინალური დღე ჰქვია...

ერთ-ერთი ფინალისტი, ბრაზილიის ნაკრები, გათამაშების ამ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, როგორც ჩემპიონობის კანონიერი პრეტენდენტი. რაც შეეხება ჩეხოსლოვაკიას, ფინალში მათი მონაწილეობა ჩემპიონატის მთავარ სენსაციას წარმოადგენდა...

ჩეხოსლოვაკიამ წააგო ეს გადამწყვეტი შეხვედრა (1:3), მაგრამ შესანიშნავი თამაში აჩვენა. მთელი გუნდი მოქმედებდა უკიდურესი სიზუსტით, გამოზომილად, როგორც - საათის მექანიზმი. მაგრამ ახლა მინდა, დავახასიათო მსოფლიოს ჩემპიონთა თამაში, გადმოგცეთ ჩემი უშუალო შთაბეჭდილებები ამ გუნდის თითოეულ ფეხბურთელზე...

მეკარე ჟილმარი თავისი ინდივიდუალური კლასით, შეიძლება, ჩამორჩება მსოფლიოს ექსტრაკლასის მეკარეებს და მას ზოგჯერ საკუთარ კლუბშიც ცვლიან ხოლმე, მაგრამ ჟილმარი იდეალურადაა შეთანხმებული ნაკრების მცველებთან და უსიტყვოდ ესმის თითოეული მათგანის ჩანაფიქრი. ჟილმარი ათლეტურია. ხშირად გამოდის კარიდან მაღალი ბურთების ასაღებად, აქვს კარგი ნახტომი, მოწინააღმდეგე თავდამსხმელებს ეთამაშება თამამად და მათთან შეტაკებისას, როგორც წესი, გამარჯვებული გამოდის ხოლმე.

როცა ლაპარაკია რომელიმე გუნდის დაცვაზე, ჩვეულებრივ წარმოვიდგენთ ხოლმე სამ მოთამაშეს შემდეგი ნომრებით - 2, 3, 4.

ბრაზილიელთა გუნდში მცველთა ნომრები ასე წიგნის ფურცლებივით არ არის ერთმანეთს მიყოლებული. მსოფლიოს ჩემპიონის დაცვაში თამაშობენ ჯალმა სანტოსი, მაურო, ზოსიმო, ნილტონ სანტოსი.

თითოეული მათგანის ტექნიკურ შესაძლებლობებზე ლაპარაკიც ზედმეტია, ხოლო მათი ტაქტიკური შეთამაშება იდეალსაა მიღწეული. ყველა ამ მცველმა კარგად იცის თავისი ასაკისა და სისწრაფის ამბავი, ამიტომ მინდვრის სიღრმეში არასოდეს მიჰყვება მოწინააღმდეგეს. ცენტრალურ ზონას არასოდეს ტოვებენ ცარიელს და მხოლოდ განაპირა მცველები - ჯალმა და ნილტონ სანტოსები გადიან ხოლმე წინ შეტევის დროს. რაც შეეხება მაუროსა და ზოსიმოს "ტანდემს", ის ყოველთვის ფხიზლად დარაჯობს ჟილმარის სამფლობელოს. საინტერესოა, რომ 1958 წელს ბრაზილიელებს სხვა "ტანდემი" ჰყავდათ - ბელინი და ორლანდო. ახლანდელი წყვილი ძველის პირწავარდნილი ასლია.

შუა მინდორზე ბრაზილიელთა გუნდის საქმეებს განაგებენ ზიტო და დიდი. გაჭირვების დროს, მათ უერთდება მარცხენა გარემარბი ზაგალო და სქემა იღებს შემდეგ სახეს: 4-3-3.

ზიტო დაუღალავი მოთამაშეა. მას შეუძლია, გაუჩერებლად ითამაშოს ორივე ტაიმის განმავლობაში. იმოძრაოს, ირბინოს, დაეხმაროს პარტნიორებს, ყოველთვის იმყოფებოდეს მოქმედებათა ცენტრში... ამისთვის, მას დიდი დაფასება აქვს თავის კოლექტივში...

ისევე, როგორც 4 წლის წინ შვეციაში, ბრაზილიელთა მეტად რთული, თავისებური მექანიზმის ცენტრალურ ფიგურას ახლაც ვალდირ პერეირა წარმოადგენს, მეტსახელად - დიდი. ეს მეტად საინტერესო, შეიძლება ითქვას, განუმეორებელი ფეხბურთელია. როცა ბრაზილიელები თამაშს იწყებენ ცენტრიდან, დიდი მარჯვნივ უდგას შუა თავდამსხმელს - ვავას, მაგრამ ეს მხოლოდ "დეკორატიული გაფორმებაა" მსოფლიოს ჩემპიონის განლაგებაში.

როგორც კი ბურთი შევა მოძრაობაში, დიდი გადადის ოდნავ უკან და მარცხნივ, სადაც მოქმედებს დაახლოებით ცენტრალური ნახევარმცველის ზონაში. ძნელია, წარმოიდგინოთ დიდიზე უფრო ჭკვიანი, ტაქტიკური ალღოს მქონე მოთამაშე. ის იშვიათად გადის წინ და არც არავის "იჭერს". მისი ამოცანაა, ღიად იყოს და მიიღოს ბურთი, ამიტომ ყველა მისი პარტნიორი, მეკარე ჟილმარიდან დაწყებული, ეძებს დიდის, ცდილობს, როგორმე მიაწოდოს მას ბურთი, ხოლო დანარჩენი უკვე დიდის საქმეა: გადაცემის მისამართი მას გარანტირებული აქვს თითქმის 100-პროცენტიანი სიზუსტით. მაგალითისთვის მოვიყვან ერთ "ნომერს" მისი შესრულებით ფინალური მატჩიდან:

...ნილტონ სანტოსმა საჯარიმო მოედანთან ჩააგდო ბურთი და მაშინვე დიდის დაუწყო ძებნა. ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა, სწრაფად გავიდა მარცხნივ და მიიღო პარტნიორის გადაცემა. ზუსტად იმავე მომენტში გაიხსნა ზაგალო და თავისუფალ პოზიციაში მოემზადა კომბინაციის გასაგრძელებლად, ხოლო ცენტრში მოძრაობა დაიწყო ვავამ. დიდი მთელი თავისი სხეულით ზაგალოსკენ იყო მიბრუნებული, მას უყურებდა და თითქოს მანძილს ზომავდა. ჩვენ კი გაფაციცებით ვადევნებდით თვალს მთელ ამ ამბავს. დიდიმ კიდევ ერთხელ შეხედა თავის მარცხენა გარემარბს, ძლიერად მოიქნია ფეხი და ამ მომენტში შორს, მის ზურგს უკან ადგილს მოსწყდა გარინჩა. ეს იყო საუცხოოდ შესრულებული დიდის "პირადი კუთვნილება" - "ხმელი ფოთოლი". ბურთმა უცნაური პარაბოლა მოხაზა ჰაერში და ზედ გარინჩას ფეხებთან, საჯარიმო მოედნის კუთხეში დაეშვა...

მე ბევრი რამის მნახველი ვარ ფეხბურთში, ამგვარი კი არ მინახავს. ნათქვამს უნდა დავუმატო ისიც, რომ როცა დიდი ასრულებს საჯარიმო დარტყმას, არც ერთი მეკარე არ გაიჩერებს წინ მცველთა "კედელს". დიდი ასეთ მომენტში "ჭრის" ბურთს, რომელიც გარს უვლის "კედელს" და მეკარისთვის მოულოდნელად მიდის კარში.

დიდის მთელი ეს "რებუსი" საუცხოოდ იცის გარინჩამ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბრაზილიელთა გუნდიდან ჩილიში ყველაზე სახიფათო და შედეგიანი მოთამაშე იყო მარჯვენა გარემარბი გარინჩა. თუ შვეციაში ბრაზილიელთა თავდასხმაში ნომერი პირველი იყო პელე, ახლა მსოფლიოს ჩემპიონისთვის გამარჯვება მოჰქონდა გარინჩას.

ჩილის სტადიონებზე გარინჩას გამუდმებით დასდევდა "პერსონალური დაცვა" 2 კაცის შემადგენლობით. თუ შვეციაში გარინჩა იყო მხოლოდ ბრწყინვალე გარემარბი, ახლა მან ნამდვილი ორგანიზატორის როლი შეასრულა. გაცილებით გაიფართოვა სამოქმედო დიაპაზონი, ცენტრშიც გადავიდა და, რაც მთავარია, ისწავლა გოლების გატანა. გარინჩას თითქოს ფეხზე აქვს მიკრული ბურთი და ადგილიდან, პირველივე ნაბიჯიდან აკეთებს საშინელი სისწრაფის ბიძგს იქით, საითაც თითქოს გზა არ არის. ესე იგი, მცველი ამას ნაკლებად ელის.

როგორც კი გარინჩა იწყებს მოძრაობას ფლანგზე, ცენტრში ადგილს ეძებს ვავა. იშვიათად, რომ ვავამ ვერ მიუსწროს თავისი მარჯვენა გარემარბის გადაცემას და ტყუილად დაკარგოს ის. მაგრამ შეიძლება, ზოგმა იფიქროს, რომ ვავა არის მხოლოდ ინტუიციის მოთამაშე, რომელიც გუმანით გრძნობს გოლის მომწიფების დროსა და ადგილს. ეს ასე არ არის. ვავა ნამდვილი ცენტრფორვარდი, ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელია...

რა თქმა უნდა, ბრაზილიელებს ჩილიში პელე აკლდათ ისე, როგორც ნაპირზე გადმოგდებულ თევზს - წყალი, მაგრამ პელეს როლი ზუსტად, "სიტყვა-სიტყვით" შეასრულა მისმა დუბლიორმა ამარილდომ. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც პელეს უნდა შეესრულებინა და უნდა ითქვას, რომ არც ერთმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არ აგრძნობინა მას, რომ ის მხოლოდ ამარილდოა და არა - პელე. ესპანელებთან ძნელ მატჩში ამარილდომ ბევრი გააკეთა გუნდისთვის, გოლიც გაიტანა და... იქვე იტირა.

სანახაობრივი ეფექტით თავის პარტნიორებს რამდენადმე ჩამორჩება ზაგალო, მაგრამ ეს ისეთივე საჭირო მოთამაშეა თავდასხმაში, როგორიც ზიტო - ნახევარდაცვაში. ის საუკეთესოდ ეხმარება თავის პარტნიორებს...

ასეთი იყო ბრაზილიის ნაკრები ჩილიში. რასაკვირველია, ბრაზილიელთა გამარჯვებას არ ჰქონდა ის ბრწყინვალება, რაც 1958 წელს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გუნდი წინანდელზე ზუსტად 4 წლით ხნიერია. მისი ცნობილი სისტემა უკვე აღარ წარმოადგენდა სიახლეს, ვინაიდან მსოფლიოში ახლა ყველა ამ სისტემით თამაშობს.

გარდა ამისა, მათ აკლდათ პელე. ამიტომ იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ამჯერად მხოლოდ წოდების შენარჩუნებას დასჯერდა და საამისოდ, გამოიყენა მხოლოდ 12 ფეხბურთელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!