დღის მიღწევები და სტატისტიკა
"ოკლაჰომას" მცველმა რასელ უესტბრუკმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. "მემფისის" წინააღმდეგ მატჩში, კალათბურთელმა 24 ქულა, 13 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი დააგროვა.

უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მე-18 სამმაგი დუბლი შეასრულა. მან ჩემპიონატის მე-40 მატჩში გაიმეორა პირადი რეკორდი, რომელიც შარშანდელ სეზონში დაამყარა.

18 სამმაგი დუბლი - ეს არის მერვე მაჩვენებელი ლიგის ისტორიაში და საუკეთესო ბოლო 32 წლის განმავლობაში.

იმ 18 მატჩიდან, რომელშიც უესტბრუკი სამმაგ დუბლს ასრულებდა, "ოკლაჰომამ" 15 მოიგო და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. რასელის ტრიპლ-დაბლების გარეშე მატჩებში კი ეს სტატისტიკაა - 9 მოგება და 13 წაგება.

"მემფისის" მცველმა ვინს კარტერმა "ოკლაჰომას" წინააღმდეგ მატჩში სამი სამქულიანი გამოიყენა და კარიერაში 1989 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა.

ამან საშუალება მისცა "მემფისის" ვეტერანს, ზუსტი სამქულიანების რაოდენობით მეხუთე ადგილზე გადასულიყო ყველა დროის სიაში. კარტერმა უკან ჩამოიტოვა ჯეისონ კიდი. პირველი ადგილი რეი ალენს უკავია 2973 ზუსტი სამქულიანით.

მიმდინარე სეზონში კარტერი საშუალოდ მოედანზე 23.6 წუთს ატარებს და 8.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 1.7 შედეგიან გადაცემას არიგებს.

"ფილადელფიამ" მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია "ნიუ იორკის" წინააღმდეგ. "სიქსერზი", მატჩის მსვლელობისას, 17 ქულით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ თამაშში დაბრუნდა და სირენასთან ერთად ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვა. ეს იყო "ფილადელფიასთვის" პირველი მოგება ბოლო 72 მატჩში, როცა გუნდი 15 ან მეტი ქულით იყო ჩამორჩენილი.

"ბოსტონის" გამთამაშებელმა აიზეა ტომასმა 38 ქულა დააგროვა "ვაშინგტონთან" საშინაო მატჩში. საინტერესოა, რომ ამ 38 ქულიდან 20 ბოლო მეოთხედში მოიპოვა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა მიმდინარე სეზონში, როცა ტომასი ბოლო 12-წუთეულში მინიმუმ 20 ქულას აგროვებს. ლიგაში მსგავსი რამ ერთზე მეტჯერ არავის გაუკეთებია.

გუშინ, "მინესოტას" გამთამაშებელმა რიკი რუბიომ "ჰიუსტონთან" მოგებულ მატჩში 10 ქულა და 17 შედეგიანი პასი მიითვალა. 17 გადაცემა პირადი რეკორდია ესპანელისთვის და აბსოლუტური რეკორდი "მინესოტასთვის".

"კლივლენდმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, თუმცა, მის ლიდერს ლებრონ ჯეიმსს მორიგი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა.

ლებრონს კარიერაში 7098 შედეგიანი პასი დაუგროვდა, რითაც ყველა დროის სიაში ტიმ ჰარდუეის გაუსწრო და მე-15 ადგილზე გადავიდა. ჯეიმსის შემდეგი სამიზნეა ტერი პორტერი - 7160 პასით, ხოლო მოქმედ კალათბურთელებს შორის, კლივლენდელს უსწრებენ მხოლოდ კრის პოლი (8018) და ანდრე მილერი (8524).

აღსანიშნავია, რომ ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია ისტორიაში, ვინც TOP15-ში შედის შედეგიანი გადაცემების რაოდენობით და TOP10-ში - შედეგიანობით.

აივერსონი კიდევ ითამაშებს

როგორც ESPN-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავები - ალენ აივერსონი, ჩონსი ბილაპსი, კენიონ მარტინი და სტივენ ჯექსონი დათანხმდნენ ახალ ლიგაში სამი სამზე თამაშს. ტურნირი, რომელმაც მიიღო სახელწოდება - BIG3, დააარსა ცნობილმა რეპერმა, მსახიობმა და პროდუსერმა აის ქიუბმა.

ტურნირში, რომელიც წლევანდელი ზაფხულისთვის არის დაგეგმილი, ასევე დათანხმდნენ თამაშს - რაშარდ ლუისი, ჯერმეინ ო'ნილი, ჯეისონ უილიამსი, მაიკ ბიბი და ბონზი უელსი. კომისარი იქნება როჯერ მეისონი.

პირველობისთვის იბრძოლებს რვა გუნდი. აივერსონი მოთამაშე მწვრთნელი იქნება. NBA-ის კიდევ ორი ლეგენდა - ჯორჯ გერვინი და გარი პეიტონი გუნდების მწვრთნელები იქნებიან.

გუნდები ცალ ფარში ითამაშებენ 60 ქულამდე. ვარაუდობენ 4-ქულიანი ხაზის გამოყენებას. მონაწილეობისთვის დაშვებულია 30 წელს გადაცილებული ყოფილი პროფესიონალი მოთამაშეები.

თითო გუნდში ოთხ-ოთხი მოთამაშე იქნება, აგრეთვე მოთამაშე/კაპიტანი. მარტში გაიმართება BIG3-ის დრაფტი. თამაშები გაიმართება შაბათობით აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში.

ფილადელფია-ნიუ იორკი 98:97

27:32, 20:20, 24:23, 27:22

ფ: ემბიდი (21+14 მოხსნა), ილიასოვა (16), კოვინგტონი (13), ნოელი (13), ჰენდერსონი (12).

ნ-ი: ენტონი (28), როუზი (25), ო’ქუინი (10+15 მოხსნა).

ოკლაჰომა-მემფისი 103:95

28:22, 27:22, 20:23, 28:28

ო: უესტბრუკი (24+13 მოხსნა+12 პასი), კანტერი (19+13 მოხსნა), ოლადიპო (16), ადამსი (12), გრანტი (10).

მ: კონლი (22+6 პასი), პარსონსი (14), რენდოლფი (14), კარტერი (11), ენისი (10), გრინი (4+10 მოხსნა).

მინესოტა-ჰიუსტონი 119:105

30:23, 25:31, 34:23, 30:28

მ: უიგინსი (28), თაუნსი (23+18 მოხსნა), მუჰამადი (20), რაში (12), რუბიო (10+17 პასი), ჯენგი (10).

ჰ: ჰარდენი (33+12 პასი), ანდერსონი (18), არიზა (16).

ბოსტონი-ვაშინგტონი 117:108

36:35, 19:24, 28:26, 34:23

ბ: ტომასი (38), კრაუდერი (20), ჰორფორდი (16), როზიე (11).

ვ: ბილი (35), პორტერი (20), მორისი (14), სმიტი (13), გორტატი (10), უოლი (9+10 პასი).

კლიპერსი-ორლანდო 105:96

28:33, 28:18, 17:24, 32:21

კ: რედიკი (22), პოლი (18+6 პასი), სპეიტსი (13), ჯორდანი (10+20 მოხსნა).

ო: გორდონი (28), ვუჩევიჩი (16+12 მოხსნა), მიქსი (14+5 ჩაჭრა), გრინი (10).

პორტლენდი-კლივლენდი 102:86

27:20, 22:21, 24:20, 29:25

პ: მაკალუმი (27+4 დაფარება), კრები (24), ლილარდი (14), ჰარკლესი (13), ამინუ (11+10 მოხსნა), ტერნერი (2+11 პასი).

კ: ჯეიმსი (20+11 მოხსნა), ლავი (17), ირვინგი (11), ტომპსონი (9+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა