ისევ დოპინგ-სკანდალის გარშემო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ორი კომისიის გამოძიების შედეგების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას - დაუშვას თუ არა რუსი სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

"საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კორდინაციისთვის შექმნა ორი კომისია. ისინი დაიცავენ ყველანაირ პროცედურას და მხარეებს აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას მისცემენ. ამის შემდეგ, ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს ყველა საჭირო ზომასა და სანქციას", - განაცხადეს კომიტეტში.

ერთ-ერთ კომისიას ხელმძღვანელობს სამუელ შმიდი. ის იძიებს რუსეთის სპორტის სამინისტროს სავარაუდო მონაწილეობას რუსი სპორტსმენების მხრიდან დოპინგის გამოყენების ფაქტების დამალვაში. მეორე კომისია დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით, შეამოწმებს მონაცემებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშიდან.

ამასობაში, 19 ქვეყნის ანტისადოპინგო ეროვნული ორგანიზაცია რუსი სპორტსმენების ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთის მოთხოვნით გამოვიდა. აგრეთვე ისინი ითხოვენ - ჩამოერთვას რუსეთს ტურნირების ჩატარების უფლება. ეს მოთხოვნები რიჩარდ მაკლარენის კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა.

განცხადების ტექსტი გამოქვეყნებულია BBC-ის ჟურნალისტის დენ როანის "ტვიტერზე":

"იმასთან დაკავშირებით, რომ გამოჩნდა ახალი უტყუარი მტკიცებულებები რუსეთში დოპინგის დაფარვის სახელმწიფო სისტემის არსებობს შესახებ, მოვითხოვთ ეს ქვეყანა ჩამოაშორონ ყველა საერთაშორისო ტურნირს იქამდე, სანამ სპორტი და ანტისადოპინგო სისტემა რუსეთში არ დააკმაყოფილებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მოთხოვნებს", - წერია განცხადებაში.

"ასევე ვითხოვთ - სხვა ქვეყნებში გადაიტანონ რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ყველა ტურნირი", - აღნიშნულია ტექსტში.

უფრო ადრე, 7 იანვარს, ბრიტანეთის ანტისადოპინგო სააგენტოს თავმჯდომარემ დევიდ კენვორტიმ მიიჩნია, რომ რუსეთის ნაკრები არ უნდა დაუშვან 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. მისი სიტყვებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეცდომა დაუშვა, როცა სრული შემადგენლობით არ მოკვეთა რუსეთის ნაკრები 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან.

ისევ დოპინგ-სკანდალის გარშემო

ოფიციალურად: მენი პაკიაო 22 აპრილს იჩხუბებს

მეივეზერი მაკგრეგორს 15 მილიონს სთავაზობს

ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ (59-6-2, 38KO) დაასახელა თავისი მორიგი ბრძოლის ზუსტი თარიღი. კერძოდ, რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი 22 აპრილს იჩხუბებს ავსტრალიელი ჯეფ ჰორნის წინააღმდეგ.

პაკიაოს პრომოუტერის ბობ არუმის თქმით, მხარეებს მოსალაპარაკებელი დარჩათ მხოლოდ ბრძოლის ჩატარების ადგილი. ვარიანტებს შორის განიხილება ავსტრალია და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თუმცა, ადრე იტყობინებოდნენ, რომ ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 22 აპრილისთვის ბრძოლის ჩასატარებლად უკვე დაჯავშნილია არენა Suncorp Stadium, რომელიც 50 ათას მაყურებელს იტევს.

აღვნიშნავთ, რომ 38 წლის ფილიპინელისთვის ეს იქნება მეორე ბრძოლა კარიერის განახლების შემდეგ.

28 წლის ჰორნს პროფესიულ რინგზე 16-დან 16 მოგება (11 - ნოკაუტით) აქვს. ავსტრალიელს მეორე ადგილი უკავია WBO-ის რეიტინგში.

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მზად არის შეხვდეს UFC-ის ჩემპიონს კონორ მაკგრეგორს.

"ჩვენ ვცდილობდით მაკგრეგორთან ბრძოლის ორგანიზებას. ჩემი გარანტირებული ჰონორარი შეადგენს 100 მილიონ დოლარს. კონორს შევთავაზეთ 15 მილიონი. ამის შემდეგ, მზად ვართ განვიხილოთ პროცენტი ბრძოლის ფასიანი ტრანსლიაციებიდან.

მოლაპარაკებების პროცესი ჩვენ მიგვყავს. არ ვიცი, რამდენს იღებს მაკგრეგორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორ მილიონსაც ვერ გამოიმუშავებდა წინა ორთაბრძოლების დროს.

როგორ შეიძლება ვიღაცამ ილაპარაკოს 20 და 30 მილიონზე, თუ მას არასოდეს მიუღია 8 ან 9 მილიონი? შედგება თუ არა ბრძოლა? ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა მეივეზერმა.

ადრე მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მეივეზერთან ბრძოლაში თანაბარი ჰონორარის იმედი აქვს. 2016 წლის 20 აგვისტოს, ნეიტ დიასთან ბრძოლისთვის, მაკგრეგორმა MMA-ის ისტორიაში სარეკორდო ჰონორარი მიიღო - დაახლოებით სამი მილიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის