23 წლის ოთარ კვერნაძემ თბილისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ქუთაისის "ტორპედოში" დეკემბერში საკადრო ცვლილებები რომ დაიწყო, გუნდი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელია. მაშინ გახდა ცნობილი, რომ "ტორპედო" თავდამსხმელმა ოთარ კვერნაძემაც დატოვა - 23 წლის ფორვარდმა კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მაშინ უცნობი იყო, რა გახდა კვერნაძის მშობლიური ქალაქის გუნდიდან წასვლის მიზეზი, გუშინ კი გავიგეთ, რომ ტანმაღალი (190 სმ) ფორვარდი თბილისის "დინამოში" გადავიდა და ეს ინფორმაცია თბილისური კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემაც დაგვიდასტურა.

თბილისის "დინამომ" ახალწვეულთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შესაძლოა, კვერნაძეს გულშემატკივრები კარგად არ იცნობენ, სამაგიეროდ, დიდი ხანია სპეციალისტები აკვირდებიან და ეს ერთ-ერთი ისეთი ტრანსფერია, რომელიც მეტყველებს, რომ "დინამომ" შიდა ბაზარზე თვალები ფართოდ გაახილა და ბევრისთვის უცნობი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო თავდამსხმელი დაიმატა.

სხვათა შორის, ორი წლის წინ ლაშა ჯაკობია მას ბელგიაში წაყვანას უპირებდა. საგანგებოდ მასზე დასაკვირვებლად "ტორპედოს" ერთ-ერთ მატჩს აგენტი როჟე ანგოტე დაესწრო. ბელგიელს კვერნაძე მოეწონა, მაგრამ ფორვარდი სანაკრებო სტატისტიკის არქონამ დააბრკოლა - კვერნაძეს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ლამის მხოლოდ კანდიდატის სტატუსი ჰქონდა. მხოლოდ ერთხელ, 2012 წლის 27 მაისს ათამაშა ოთარ კორღალიძემ იმ ფორმაციის 19-წლამდელთა ნაკრებში ხორვატიის წინააღმდეგ.

ასეა - ევროპელები ნაკრებში ნათამაშებ ქართველებს არ სწყალობენ და სტატისტიკის გარეშე ხომ...

კვერნაძე უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონში" გამოჩნდა, ბოლო სამი წელიწადი კი მშობლიური ქუთაისის გუნდში გაატარა და 62 მატჩში 21 ბურთი გაიტანა. წლეულს მისი გოლებით ქუთაისელებმა თასის გათამაშების საწყისი ეტაპის მატჩებში ვანის "სულორთან" და ზუგდიდის "ოდიში 1919"-თან მოიგეს, მაგრამ ჩემპიონატის ბოლო ტურებსა და თასის ფინალში აღარ უთამაშია.

"ტორპედოდან" წამოსულ ფორვარდს პოლონეთში გადასვლას სთავაზობდნენ, მაგრამ ეს რეალური ვარიანტი არ აღმოჩნდა, მერე კი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ ოდესის "ჩერნომორეცში" ჰქონდა სინჯებზე წასვლის ვარიანტი, თუმცა ბოლოს ისევ ყველაზე რეალურს დათანხმდა - თბილისის "დინამოს" შეთავაზება მიიღო და ახალ გამოწვევას შეეჭიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ლევან სალუქვაძემ ურჩია ალბათ! ასეთი სამარცხვინო დინამო არ ყოფილა არასოდეს! ფიფია წაბრძანდი შენი სალუქვაძეებიანად!
George
ამაზე კაი ტრანსფერი არ გაუკეთებია წელს ტორპედოს
რომა
როგორც იქნა ეღირსა ქუთაისს და წავიდა ეს ვითომ ფორვარდი.. თან რაც ყველაზე მაგარია დინამოში გადავიდაა. :DD მაგაზე უკეთესები არ იყიდოთ არააა ..
saki
ხო!!!! ლანჩხუთში მაგარი ფლავი გამოუვიდა. არც არის გასაკვირი, მათ ხომ ბურთის მეტი არაფერი იციან. თუმცა არც ბურთი იციან კარგად.
სოსო
ისევ პოლონეთის ტუფტა ვარიანტი.ტიპებს მუქთად უნდათ ჩვენი ბიჭების წაყვანა,თუ გაამართლა ,ხომ კარგი, ტუ არადა არაფერს ჰკარგავენ.ამიტომ აქედან გამქცევებმა ყურადღებით უნდა შეათანხმონ კონტრაქტის პირობები,რომ შემდეგ გასულელებულები და სათამაშო პრაქტიკის გარეშე არ დარჩნენ.
guriidan
პერსპექტიული ბიჭია მარა უზრდელია ამ სიტყვის სრული გაგებით...რაც მან ლანჩხუთში იკადრა იმ საქციელს სხვა სიტყვით ვერ შეაფასებ
gio
ise daaxasiates bichi, rom vinme uketesi fexburteli hkavdes dinamos.
გოგი ქუთაისელი
ოთიკო მე პირადათ არ მომწონს, ზარმაცია, კარგი კადრებს ტორპედო არ უშვებს! მსორი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
ელ შაარავი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
ოფიციალურად - მექვაბიშვილი "ჩიკაგო ფაიერის" ფეხბურთელია
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
გიორგი გადრანი და ოთარ კვერნაძე "დესნაში" იმყოფებიან სინჯებზე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
სულორი-ტორპედო 0:1 - მეტი გამოცდილება, სწორი გადაწყვეტილებები [VIDEO]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ოდესის "ჩერნომორეცი" ოთარ კვერნაძეს აკვირდება
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ოთარ კვერნაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა, რამდენად რეალურია პოლონური ვარიანტი?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
დინამო (თბ)-ჟილინა 1:1 - ფრე ურიგო არ უნდა იყოს... [VIDEO]
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან