NBA-ს ოფიციალური საიტი "ოლ სტარში" ქართველი ცენტრის შანსებს სტატიით გამოეხმაურა
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სტარტერთა ხმის მიცემის მეორე საშუალედო შედეგები ცნობილია - ზაზა ფაჩულიამ დასავლეთის ფორვარდთა შორის მეორე ადგილი განიმტკიცა.

- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!

- რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას, ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში

ამას NBA.COM სპეციალური სტატიით გამოეხმაურა:

"ზაზა ფაჩულიას ხმები ამჯერად 823 476-ს ითვლის. ეს კი 192 ათასით მეტია, ვიდრე "სან ანტონიოს" კავაი ლეონარდის მაჩვენებელი, ვინც მესამე ადგილზეა. ეს კიდევ თითქმის ორმაგია ერთი კვირის სხვაობასთან შედარებით - მაშინ ზაზა კავაის 98 ათასი ხმით უსწრებდა.

გასულ კვირასთან შედარებით, დასავლეთის კონფერენციის ფორვარდთა ათეულის მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ფაჩულიას ხმების ჯამი 87,3%-ით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი კი, თუ აჩქარების მიხედვით დავახარისხებთ, მეოთხეა NBA-ში თავის კატეგორიაში. ზაზა მხოლოდ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინს (96%), ლამარკუს ოლდრიჯს (89%) და დემარკუს კაზინსს (87,4%) ჩამორჩება.

ფანების გამოკითხვა ორშაბათს 23:59-ზე სრულდება (აღმოსავლეთამერიკული დროით), "ოლ სტარის" ვარსკვლავები კი მხოლოდ 19 იანვარს გამოცხადდება, TNT-ის ლაივშოუში. ზუსტად ერთი თვის მერე კი ნიუ ორლეანში მატჩიც გაიმართება.

სტარტერებს ფანები, მედია და კალათბურთელები შეარჩევენ, ხოლო თითო გუნდში 7-7 სათადარიგოს უკვე მწვრთნელები დაასახალებენ.

არავინ აღარ დარდობს იმის გამო, რომ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 5,5 ქულასა და 5,7 მოხსნას აკეთებს (18,4 წუთში), "ოლ სტარტის" სასტარტოში ადგილს რომელიმე ფორვარდს ან ცენტრს წაართმევს, ვინც თამაშს მასზე მეტად იმსახურებს.

შარშან ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი გუნდი მოიარა NBA-ში, 14 227 ხმა დააკლო მიზანს, ფორვარდებს შორის მე-4 ადგილზე გავიდა და "ოლ სტარი" ვერ ითამაშა.

წლეულს NBA სულ სხვანაირად ასახელებს "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეებს, მხოლოდ ფანების ხმები საკმარისი არ არის, მას 50%-იანი ძალა აქვს. 25-25% კი მედიასა და კალათბურთელების ხმებზეა დამოკიდებული.

ფაჩულიამ სამი მაჩვენებლიდან ორში მაინც უნდა აჩვენოს კარგი შედეგი, რომ უფრო დამსახურებული კალათბურთელი ამოაგდოს შემადგენლობიდან.

ეს თავად ზაზამაც კარგად იცის, მან ახლახან NBA TV-ის დენის სკოტს განუცხადა:

"მე ისედაც ვთავაშობ "ოლ სტარში", რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოთხივე თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტის" სასტარტო შემადგენლობიდან ნიუ ორლეანში ითამაშებს. ასე რომ, "ოლ სტარში" ყოველდღე ისედაც ვთამაშობ", - გვითხრა ზაზამ სიცილით და ყურადღება "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავურ კვარტეტზე (კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინი) გაამახვილა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფაჩულია საკმაოდ პოპულარულია თანაგუნდელებში, მეტოქეებში და მედიაშიც კი. ასე რომ, ხმები მან აქაც შეიძლება მიიღოს.

ასევე მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ხმებზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება საგარეო ფაქტორმაც იქონიოს. მაგალითად, ზაზას სამშობლოში მთავარი ბანკი მოუწოდებს კლიენტებს, სწორედ მას დაუჭირონ მხარი"...

Vasili
რა შუაშია სად ცხოვრობ და რა გაქ ნანახი? ან რა ჩაიხვიეთ ეს პატარა ერის კომპლექსი, კომპლექსი,კომპლექსი, ყველგან ეს სიტყვა ისმის, / მეც საზღვარგარეთ ვხოვრობ წლებია და არავისზე ნაკლები ქვეყნის შვილი არ ვარ, უფრო მეტიც, მეც უფრო მეტი წარმოდგენა მქონდა ევროპელზე, მაგრამ ძალიან შორს არიან ელემენტარული კულტურისგან, ყველა არა რათქმაუნდა , მაგრამ უმრავლესობა ასეა... რაც შეეხება ზაზას ჩვენია და ვუჩერთ მხარს, რა არი მერე ამაში ცუდი? ხმის მიცემის წესებიც ისეთია რო ნებისმიერს შეუძლია მიცეს ხმა, მაშინ გააუქმონ თუ არ მოწონთ და მწვრთნელებმა და თვითონ კალათბურთელებმა აირჩიონ... კომპლექსები ვისაც აწუხებს , თვითონ ის ადამიანები არიან დაკომპლექსებულები და თან ძალიან ბევრია ასეთი ....
არჩილ ხოფერია
ყველას, ვინც ასე აღტაცებით დაუჭირეთ მხარი ზაზას ანუ ვინც უანგაროდ მივეცით მხარი ერთმანეთს დიდ მადლობას გიხდით! ზაზას და ტქვენ გამო მეამაყება რომ ქართველი ვარ! მგონი ამერიკელი სპორტული კომენტატორი ზოგიერთ ჩვენს პრადვინუტ სამართლიანობის მოყვარულზე უფრო კარგად ჩაწვდა საქმი არსს! http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/legionerebi/100241-bluemanhoopcom-sami-mizezi-ratom-unda-ithamashos-zaza-fachuliam-qol-starshiq.html წაიკითხეთ და გაუმჯობესდით!
არჩილ ხოფერიას!
ეგრეა! "დავითი"-ით დაპოსტავს, "გიო"-თი, თუ სულაც, "უცხოფრათ"- daTo-ს დაირქმევს, წეროს და... (მერე) იკითხოს!
არჩილ ხოფერია
დაანებეთ ამ 1-2 დათოს თავი. გავა დრო და თითონ მოვა აზრზე. თუ არ მოვა და ამითაც არაფერი დაშავდება. დღეს ხმის მიცემის ბოლო დღეა და ჩვენ კომპლექსებიანი ვართ თუ რაც უნდათ დაგვარქვან ამ თითო ოროლა დათომ, მივცეთ ხმა ზაზას, საქართველოს, ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს! ერთად დგომის ეს შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ შეუძლია დაჭრილ ქართველ ერს გამთლიანება და იდეისათვის ბრძოლა, დამერწმუნეთ, მომავალ თაობებს გადაეცემა! საქართველოს ისტორიაში შევა! მილიონი ქართული ხმა ჩვენს საამაყო ზაზას!
დავითი
ფაჩულია NBA-სათვის არის დაბალი დონის კალათბურთელი, ასეთი ამერიკის ათეულობით კლუბში არის ასეულობით. ფაჩულია რასაც საუკეთესო შედეგს აჩვენებს, ის უნდა იყოს მისი ყველაზე უარესი შედეგი, რომ ოლ სტარში დასახელების შანსი გქონდეს. მაგრამ აქ ერევა ქართველი ხალხის ღრმა პროვინციალიზმი და აძლევენ ხმას ასეთ ოლ სტარისთვის აშკარად უღირს კანდიდატს. ისევე როგორც სხვადასხვა თანამდებობებზე ნიშნავენ თავიანთ ნათესავებს, ძმაკაცებს და ახლობლებს, არა ღირსების და დამსახურებების გამო, არამედ სწორედ ამ პრინციპებით. ამიტომაც ვცხოვრობთ ასე ცუდად ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ყოველთვის გვყავს უვარგისი მთავრობა, მერია, გამგებლები და ვინც გინდა კიდევ ის.
khvicha
Amerikelebis dedac Vinc laparakobs rom Banki tu azlevs khmas zazas mashin ras laparakob didi mkhardachera aq, ES yvelaferi Chven qartvel khalkhs fekhebze gverdit, Chven vajlevt khmas shesanishnav kacs da shesanishnav kalatburtels da saertod Magar sportsmens, da aq gio wers ragac kompleqse da eg jmao Chven ar gvainteresbs, saqartvelos gaumarjos, qartvel khalkhs gaumarjos da chvens zazas gaumarjos
daTo
როგორც ჩანს დიდი გამოხმაურება მოჰყოლია ჩემ პოსტს, რათქმაუნდა კომპლექსია მეგობრებო, ერთი ის მითხარით სხვა ქვეყნები ასეთი მონდომებით რატომ არ აპიარებენ თავიანთ მოთამაშეებს ნბს-ში?? იმიტომ რომ ყველამ იცის ყველა ვარსკვლავის მატჩი გულშემატკივართა ზეიმია და არა არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ერის, მიზნის მიღწევის საშუალება, ზაზასა დამსახურებებების ჩამოტვლა შორს წაგვიყვანს დიახ საამაყო და მისაბაძი ქართველია ნებისმიერი ჩვენგანისთვის და სატანადოდ დაფასებულიც ყოველგვარი ნბავოუთის გარეშეც და თუ მაინდამაინც მისი დაფასებაა არგუმენტი დალოცვილებო ბავშვთა კალათბურთის განვიტარებისტვის ვიზრუნოტ ყველამ ერტად სპორტის ეს სახეობა მარტო მაშინ რომ გვახსენდება, როცა ეროვნული ნაკრების თამაშებია, ზაზა რომ ქართველია და მარტო ამიტომ უჭერთ მხარს მაშინ ულტრანაციონალიზმთან გვაქვს საქმე, რომელსაც მე არ ვიზიარებ ვინაიდან ამ შემტხვევაში უკიდურესი ნაციონალიზმი (ამ შემტხვევაში ზოგადად ერის თვისებაზე ვსაუბრობ და არა ზაზასთვის ხმის მიცემაზე) რბილად რომ ვთქვათ, ცუდია. და მაინც რიტ განსხვავდებით იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც დაუმსახურებლად აწინაურებს თავის ნაცნობ-მეგობრებს საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე (მიუხედავად ამ თანამდებობის პირებისადმი დაწინაურებულების დამსახურებებისა)??
გიო
"საჭიროა, თუ არა "ფილოსოფოსობა" და ამდენი "სიბრძნის" ფრქვევა?"-ს. მადლობა, რომ წაიკითხე ჩემი კომენტარი. ეს არც "სიბრძნის ფრქვევაა", არც ვინმეს ჭკუის სწავლება. მე ვწერ იმას, რაც სინამდვილეა. არსად ვამბობ, "რას იტყვიან აშშ-ში", რადგან საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრი(რახან ეგრე გაგიგია, მაგითაც აჩვენებ კომლექსიანობას) ნბა-ს თამაშებზე დასწრება, თუნდაც სამხატვრო გალერეაში მისვლა უკვე იმაზე მეტს ნიშნავს, ვისაც არც ერთი, არც მეორე, თვალით არ უნახავს, წარმოდგენაც არ აქვს რა არის მხატვრობა, ან კალათბურთი და საუკეთესო მხატვრის, ან კალათბურთელის არჩევნებში მონაწილეობს. ჩემთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, რაშედეგს აჩვენებს საქართველოს ნაკრები და ქართველი სპორტის ნებისმიერ სახეობაში, თორემ რაღაც შოუში, რომელიც, ვიმეორებ, ამერიკელთათვის(მოსახლეობას და არა გადამკვდარ გულშემატკივრებს ვგულისხმობ) სრულიად უმნიშვნელოა, ზაზა მიიღებს, თუ არა მონაწილეობას, დამსახურებით უნდა გადაწყვიტონ. ისე, 14 წელი ითამაშე, თუ საუკუნე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გამორცეული და ძლიერი იყო. "ოლ სტარი" ვეტერანთა თავშეყრის ადგილი არ არის, არც პიროვნული თვისებებით ანიჭებენ ვინმეს უპირატესობას. მოკლედ, გეყოთ ეს "პაკაზუხობა". საქმის კეთება ისწავლეთ და რეალურ სამყაროში დააფასეთ ქართველები, რომლებსაც 24 საათი კბენთ და კლავთ. მე კი აშშ-ში ვსწავლობდი და ახლაც მიწევს იქ ჩასვლა და იმაზე მეტ ქართველს დავეხმარე სავსებით უანგაროდ, ვიდრე იმსახურებენ. ვიმეორებ, რეალურად გააკეთეთ საქვეყნო საქმე და დაუდექით ხალხს და ქვეყანას, რადგან სწორედ ასეთი აზროვნებით, რასაც თუნდაც კომენტარებში ვხედავ, მალე არც ეს ქვეყანა, აღარც ხალხი არ იქნება.
საჭიროა, თუ არა "ფილოსოფოსობა" და ამდენი "სიბრძნის" ფრქვევა?
გიო -ს! უპირველესად, "კალანდას" გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ბედნიერება მოეტანოს. ახლა, "მთავარი"! "თქვენი P.S."-ის წაკითხვა უკვე საკმარისია თქვენს შესახებ გარკვეული დასკვნების გამოსატანად და შესაბამისად, ა(ღა)რ უნდა შემოგხმიანებოდით... და, მაინც:"სხვა "გულშემატკივრისაგან" განსხვავებით კარგად ვერკვევი კალათბურთში"-ო, აშშ-შიც გიცხოვრიათ და რამდენიმე/?:)? თამაშსაც დასწრებიხართ - "მაგარი" დასკვნა და ლოგიკური მსჯელობაა! :) თუ კაცი ხარ, არ დაგვიმალო და კინოში, ან ვთვათ სამხატვრო გალერეაში რამდენჯერ ხარ ნამყოფი? მე პირადად მრავალ ათეულჯერ, მაგრამ... ერთი მეზობელი მყავს, მარტო "ბობი"(იყო/არის ასეთი ინდური ფილმი)- ათჯერ აქვს ნანახი, ჰოდა, მერე რა?! :) ახლა, ისევ ე.წ.კომპლექსზე. "ჯერ ერთი", რითაა ცუდი შენიანს რომ აძლევ ხმას, მხარს უჭერ უცხო ქვეყანაში? მეორეც, ეს გამოკითხვა არაა ყველაზე სამართლიანი შეფასებაა NBA-ში მოთამაშეთა და ზაზას 14 წლიანი კარიერა და პიროვნული თვისებები, საკმარისი არგუმენტი/მოტივაციაა, საჩვენებელ-სარეკლამო შეხვედრაში პირველი ქართველის მოხვედრისათვის მხარდასაჭერად. დანარჩენი, სწორედ, რომ კ ო მ პ ლ ე ქ ს ი ა (და თანაც, არაკარგი)- "რას იტყვიან აშშ-ში"? ჩვენთვის მთვავარი ესაა, ხომ? ჰოდა, "რას იტყვის (ამერიკელი) ხალხი", კაი ხნის უკან დაწერა კიტა ბუაჩიძემ... პ.ს.რაც უნდთ ის თქვან!
2015
ვთვლი, რომ აშშ-ს მოქალაქეების გარდა ხმის მიცემაში არავინ უნდა მონაწილეობდეს, რადგან ეს აშშ-ს ჩემპიონატია და რეალური გულშემატკივარიც მხოლოდ იქ არის. საერთოდაც, ეს ინტერნეტისთ ხმის მიცემა არასწორია, რადგან საუკეთესოებს სპეციალისტები უნდა ირჩევდნენ და არა ისინი, რომლებსაც კალათბურთი ტელევიზორშიც არ უნახავთ. წარმოიდგინეთ, ფეხბურთში საუკეთესო, ანუ "ოქროს ბურთი"-ს მფლობელიც ასე რომ ვლინდებოდეს. ხომ მუდმივად ვინმე ჩინელი, ან იდოელი იქნებოდა.
გიო
რა თქმა უნდა, "daTo" მართალია და ეს პატარა ერის კომპლექსია. საერთოდაც, ყველაფერში სუსტი და დამარცხებული ადამიანი(ამ შემთხვევაში ქართველები) რა რაც მეასეხარისხოვანში პოულობენ შვებას. ნბა-ს "ოლ სტარი" ამერიკელებისთვისაც არაფერს ნიშნავს და ამაზე ხმის მიმცემთა რაოდენობა მეტყველებს. ეს ჩვეულებრივი, რიგითი შოუა, რომლის მსგავსიც ყოველდღე, თანაც რამდენიმე ტარდება. სასაცილო კი არა, სატირალია, როდესაც მთელი ერი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა, საერთაშორისო სტანდარტებით, შეიძლება ითქვას ღარიბია, ერი, რომლის ასევე აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა სახის სესხებზეა დამოკიდებული, რომელსაც პერსპექტივა სიზმარშიც არ აქვს, თავის "ადგილს" ასეთ თამაშში, ანუ ვირტუალურ სამყაროში, რასაც ხმის მიცემა ქვია, იქ ხედავს. მხარდაჭერა კარგ საქმეში, ზოგადად კარგია, მაგრამ ეს საერთოდ სხვა რამეა. რას ვიზამ, მეც ამ კომპლექსიანი ერის წარმომადგენელი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს სრული მარაზმია, მაინც ხმას ვაძლევ ზაზა ფაჩულიას. ისიც ვიცი, რომ მაინც ვერ მოხვდება "ოლ სტარ"-ში. ყველაფერ ამაში კი მხოლოდ ის მაინტერესებს, ქართველების მიერ მიცემული ხმების გარდა რამდენი ხმა მიიღო. ანუ, რეალურად რომელ ადგილზეა. P.S. დავამატებ, რომ სხვა ე.წ. "გულშემატკივრებისგან" განსხვავებით, კარგად ვერკვევი კალათბურთში და აშშ-ში ცხოვრების პერიოდში ნბა-ს რამდენიმე თამაშზეც დავესწარი. P.S.S. და კიდევ, სულ ბოლოს. ვიმეორებ, მეც ამ ერის წარმომადგენელი ვარ და ამიტომ NBA vote Zaza Pachulia
Bmb
ახლა დათოს პრემიერის, ან რომელიმე მინისტრის პოსტი რომ შესთავაზო, ნეტა უარს იტყვის იმ მიზეზით, რომ ჩემთვის შეუფერებელი არისო?
daTo-ს
"პატარა ერის კომპლექსი"- თუ შენიანის მხარდაჭერას ნიშნავს ს ხ ვ ა (!) ქვეყანაში, კომპექსი ეძახე და, კარგი და მისასალმებელი საქმეა! ჰოდა, არ ვარგა თქვენი შედარება რაღაც სამსახურში დანიშვნაზე, ბატონო ჩემო. მითუმეტეს, "მეხოტბეობაზე" - ძალიან ცუდად და უადგილოთ გამოგივიდა(თ)... პ.ს.ახალ წელს გილოცავთ (ყველას)!
არჩილ ხოფერია
მივცეთ ხმა ზაზას, დღეს ზაზასთვის მიცემული ხმა საქართველოსთვის მიცემული ხმაა! ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთდა ნახავთ ზაზას ოლ სტარზში! თუ ხმების დათვლის შემდეგ კვლავ მეორეზე მაინც დარჩა თავის პოზიციაზე, სტივენ კერი - მწვრთელი იმ 7 კაციანში აუცილებლად შეიყვანს! 100% დარწმუნებული ვარ! კაცია, ადამიანია!
სოსო
ზაზას ალბათ ოლ სტარის გარეთ დაარჩენენ,მაგრამ ზაზა კიდევ მოუმატებს და ამერიკელებს ათქმევინებს,რომ შეცდნენ მასთან მიმართებაში.
DATOS
კომპლექსი არაკვახი თუ რაიმე შეგიძლია უნდა დაამტკიცო პატარა ერს დასამკვიდრებლად სულ სხვა გზის გავლა უწევს ვიდრე მრავალრიცხოვანს ისე ამერიკის მონებო იცოდეთამერიკის ხალხმა ჰილარი აირჩია პრეზიდენტი კი ტრამპი გახდა ეგეც ქართველების ბრალია
ამერი
ამერიკლების გადაკრულ სიტყვას გაგება უნდა. ბერა და ძმანი მისნი - ბანკი არ არაა. ერთადერთი ბანკი თვიტონ სხვისგან რომ არ იგებს სესხს რომ მერე სხვებზე გასცეს.
baxt
რომელია საქართველოში მთავარი ბანკი?
მერაბი გ.
ერთი ამ ქაჯების ... ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, ზაზას ხმები მილიონნახევრამდე ავიყვანოთ და თუ ისინი მაინც არ შეიყვანენ და მისი ხმების ნახევრის მქონეს ამჯობინებენ, ოლსტარის გაბანძებაზე თვითონ აგონ პასუხი
Ab
Zogadad bankebis mxriv AR var ganwkobili kargad magram mouwodebs da reklamas uketebs Ra shuashia gamoxatavs mxardacheras da amashi Kargis meti araferia zogadad bankebis onlain sesxebi sxva temaa magram zaza zazaa da chvenia da banki iqneba you sxva Ramesh dawesebuleba AR aqvs azri zaza magaria nu chven gvinda da chven xmebsac da gindac mowodebebi vuwodot es bevrs nishnavs
marko
თიბისი
kakha
კი თბს ბანკის თანამშრომლის მოწოდება ვნახე პირადად დადებული ქონდა ნბა- ს მთAვარ საიტზე და მაგას ატრიალებენ მუდმივდ
buxrika
ყველას გილოცავთ ძველით ახალ წელს
ბიზნესი
რომელი ბანკი მოგვიწოდებს? იცით ვინმემ?
B-52
დათო გეთანხმები, ზაზა ოლ სტარისთვის შესაფერი არაა იმიტომ რომ იქ აქცენტი უფრო სანახაობრივ თამაშზეა რასაც ზაზა ნაკლებად უჩვენებს. ეს ზაზამაც იცის და ჩვენც, მაგრამ ხმას მაგიტომ არ ვაძლევთ, ამით უფრო მის დაფასებას ვცდილობთ რის გამოსახატადაც ეს მშვენიერი შანსია. არავინ არ დაიჩაგრება და საუკეთესოები ითამაშებენ ოლ სტარში მაინც
giorgi
ბანკირებო შეეშვით კარგად დაწყებული საქმის კარგად დამთავრებას, საქმეს ნუ გაუფუჭებთ ადამიანს
daTo
ზაზა ძაან მიყვარს ძაან ვგულშემატკივრობ, მაგრამ რასაც ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეთა სიაში ზაზას შესაყვანად აკეტებთ მარტივად პატარ ერის კომპლექსი შეიძლება ვუწუდოთ, რით განსხვავდებიტ დალოცვილებო ხელისუფლებისგან რომელიც დაუმსახურებლად აწინაურებს ტავის მეხოტბეებს სხვადასხვა ტანამდებობებზე.. ზაზა რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა არ იმსახურებს (ტავისი წლევანდელი შედეგებით) ეს აქსიომაა და იმედია ამაში მაინც დამეტანხმებით
იბერიელი
დათო საღოლ
მახო
ბანკი ზაზას კი არ უკეთებს პიარს, თავის თავს აპიარებს ზაზას ხარჯზე.
ბესო
ბანკი არა კანტორა,,, ხალის სიყვარული უნდა მიისაკუთფროს და თვითონ მიიწეროს.
mmm
უბერავს ამერიკელები როდის იყო ქართველი სხვის მოწოდებაზე აკეთებდა რამეს მით უმეტეს ბანკის
მურთაზი
რის ბანკები რა ბანკები,ხალხო ამ წურბელელების გარეშე გააკეთეთ ის რასაც გული გიკარნახებთ
lasha
ესეცაა,რომ ცოტა უხერხული მომენტი ექნებათ ყველას მილიონზე მეტი ხმით დატოვონ კალათბურთელი ოლსტარის გარეშე.თანაც მეორეცააა არამგონია ახლა რომელიმე ვარსკვლავზე მეტად ლაპარაკობდნენ ამერიკაში ვიდრე ზაზაზე.ეს უკვე მაგარიააა.
როგორ გინდა გათარაგმნო, არა და ზუსტად შეეფერება :
- "ბანკი, არა იხვის ტოლმა"! :) პ.ს.ზაზა, ხალხს უყვარს. ხ ა ლ ხ ს !
gio
ქართველებს ბანკების და ვიღაც პიარშიკების მოწოდებები არ გვჭირდება, ბანკი რომ მოუწოდებს პირველად გავიგე. ჩვენ იმას ვაკეთებთ რაც გასაკეთებელია
Georgiano
ბანკს მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ამერიკელების საპასუხოდ ვამბობ, ბანკის გამო არ ვაძლევთ ზაზას ხმას. ის პატრიოტია და სამაგალითო ქართველია.
მალხაზი
ზაზას პასუხი მომეწონა: ისედაც ყოვედღე ვთამაშობ "ოლ სტარშიო". მაგარი კაცია და ღმერთმა ხელი მოუმართოს. NBA-ს ჩემპიონობას ვუსურვებ ზაზას და მის გუნდს. მიდი ზაზა მიაწექი ბოლომდე. შენ უკვე დაამტკიცე რომ გოლდენ სტეიტში დაუმსახურებლად არ აგიყვანეს და ეს უკვე დიდი მიღწევაა...
svan
საბოლოოდ მილიონზე მეტი ხმა არამგონია ასე ადვილად გაატარონ, მედიამ პირველ რიგში
დათო
ერთი მაგ კვახ ამერიკელებს გადაეცით, ბანკი ან ბანკები რასაც მოუწოდებენ ხალხს, ეგ აქ ყველას კიდია, ჩვენ უბრალოდ, უბრალო კაცს ვაძლევთ ხმას.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
კავაისა და უესტბრუქის კომბინირებული 56 ქულა - "კლიპერსმა" "ოკლაჰომა" მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]