"ინტერი" შესაშურ ფორმაშია
* მილანის "ინტერმა" ზედიზედ ხუთ მატჩში იმარჯვა.

* დრის მერტენსმა "ნაპოლის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა.

* "რომამ" ამ სეზონში 10 პენალტი დაარტყა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.

სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი კვირას, გვიან ღამით გაიმართა, რომელშიც "ფიორენტინა" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

იხილეთ ვიდეო

დღეს კიდევ ერთი საინტერესო ჯახია "ტორინოს" და "მილანის" მონაწილეობით. ამ მატჩებზე მომდევნო ნომერში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, დანარჩენზე კი ქვემოთ...

"ინტერმა" აიწყვიტა

"ინტერმა" ბოლო 7 თამაშში მე-6 მოიგო და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მილანურ გრანდს კერკეტი "კიევო" ესტუმრა და დიდი ბრძოლა გაუმართა მეტოქეს. პირველი ტაიმი სერჯო პელისიერის გოლით სწორედ სტუმრებმა მოიგეს და "ინტერი" რთულ ვითარებაში ჩააგდეს.

მეორე ნახევარში მილანელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, სტეფანო პიოლიმ შეტევა შეცვლებით გააძლიერა და ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო - მატჩის 69-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მაურო იკარდიმ შეუცვალა მიმართულება და ბადეში გაახვია, 1:1. მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც მილანელებმა მეტოქე მცველის უხეში შეცდომით ისარგებლეს, ივან პერიშიჩმა კი საშუალო დისტანციიდან ბურთი ბადეში გაახვია, 2:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარტინს ედერმაც იხეირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:1.

მატჩის შემდეგ "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ეს იყო შესანიშნავი მატჩი, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. მთელი შეხვედრის განმავლობაში კარგად ვმოქმედებდით და სამი ქულა დავიმსახურეთ. მართალია, დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გვმართებს, მაგრამ ამის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია და ამიტომ შეგირდების გაკრიტიკებას არ ვაპირებ. მთავარია, რომ გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, თუ რა უნდა აკეთოს მოედანზე. "ინტერში" ბევრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მათ ნებისმიერი მატჩის მოგება შეუძლიათ. მიყვარს ფეხბურთელებთან საუბარი, მათი აზრების მოსმენა და გათვალისწინება, რადგან ეს ხელს უწყობს გუნდში ვითარების გაჯანსაღებას. ჩვენ დიდ გუნდს ვაშენებთ და პირველი შედეგები უკვე სახეზეა".

იხილეთ ვიდეო

"ლაციომ" "ატალანტასაც" მოუგო

მიმდინარე სეზონში, "ლაციო" შესანიშნავად ასპარეზობს და მეოთხე ადგილზეა გამაგრებული სატურნირო ცხრილში. სიმონე ინძაგის შეგირდებმა ამჯერად "ატალანტას" უმასპინძლეს, გუნდს, რომელიც თავის მხრივ, ევროსაგზურისთვის იბრძვის.

პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ანტრაქტამდე ერთი წუთით ადრე რომაელებმა სტატუს-კვო აღადგინეს. მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ჩირო იმობილეს ლოგიკურ გოლში აისახა. "ლაციომ" უკეთესი თამაში აჩვენა, დამსახურებულად მოიგო და განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

უპრობლემოდ...

"ნაპოლიმ" ჩემპიონატის აუტსაიდერი "პესკარა" მიიღო და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა. მაურიციო სარის შეგირდებმა სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს, რომელთაგან თითო ლორენცო ტონელის, მარეკ ჰამშიკის და დრის მერტენსის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა მე-12 გოლი შეაგდო მიმდინარე სეზონში და განაგრძობს ბრძოლას ბომბარდირთა დავაში, აი, ტონელიმ კი მეორე მატჩი გამართა "ნაპოლის" მაისურით და მეორე გოლი გაიტანა. საგულისხმოა, რომ ლორენცო ცენტრალური მცველია და გოლების გატანა მისი უშუალო მოვალეობა არაა.

"ნაპოლიმ" კარგი ტემპი აკრიფა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს, თუმცა ვინ იცის, იქნებ "იუვენტუსსაც" გაუწიოს კონკურენცია - ჯერჯერობით, სარი სკუდეტოზე არც კი ფიქრობს: "ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება გუნდთან, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის.

ცუდი სტარტის შემდეგ გამოვასწორეთ მდგომარეობა და სამეულში დავმკვიდრდით. სკუდეტო? - ამაზე არც კი ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის საგზური კი ნამდვილად ჩვენი მიზანია, რომლის მისაღწევადაც ყველაფერს გავაკეთებთ".

იხილეთ ვიდეო

"რომა" "იუვეს" მისდევს

ბოლო მატჩებში "რომა" სტაბილურად კარგად ასპარეზობს და ქულებსაც აგროვებს. ამჯერად, დედაქალაქელები "უდინეზეს" ესტუმრნენ და ერთადერთი გოლის წყალობით სძლიეს მეტოქეს. მატჩის გმირი რაჯა ნაინგოლანია, რომელმაც შეხვედრის სტარტზე იხეირა. აღსანიშნავია,, რომ "რომას" კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლო, ყველაზე რეალური შანსი კი ედინ ჯეკომ გაატანა ქარს, როდესაც თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

იხილეთ ვიდეო

"რომამ" 44 ქულას მოუყარა თავი, მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ყველაზე ახლოსაა ლიდერთან. უდინეში გამარჯვების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და შეეძლო ქულის აღება. უდინეში მოგება ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა იყო. ბოლო მატჩებში საუკეთესო შთაბეჭდილება ვერ დავტოვეთ, მაგრამ ქულებს ვაგროვებთ, ეს კი მთავარია. ჯობია, ორი თამაში მინიმალური სხვაობით მოიგო, ვიდრე ერთში გაანადგურო მეტოქე და შემდეგ დამარცხდე. სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დიდი კონკურენციაა და კარგად გვესმის, რომ შეცდომის უფლება არ გვაქვს. ერთი წაფორხილება და შესაძლოა, ხუთეულს მიღმა აღმოჩნდე. "სკუდეტოზე" არ ვფიქრობთ, ჩვენი მიზანი ყოველი კონკრეტული თამაშის მოგებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

XX ტური

კროტონე-ბოლონია 0:1

გოლი: 0:1 ჯემაილი (56)

კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი (77. ნვანკვო), კრიზეტიგი, კაპეცი (57. ნალინი), პალადინო - ფალჩინელი, ტროტა (64. გაორე)

ბოლონია (4-3-3): მირანტე - ტოროსიდისი (29. კრაფტი), გასტალდელო (42. ოიკონომო), მაიეტა, მაზინა - ნაგი, ვივიანი (83. პულგარი), ჯემაილი - კრეიჩი, დი ფრანჩესკო, დესტრო

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-8 (4-6); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 5 000

ინტერი-კიევო 3:1

გოლები: 0:1 პელისიერი (34), 1:1 იკარდი (69), 2:1 პერიშიჩი (89), 3:1 ედერი (90)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, ანსალდი (60. ედერი) - კონდოგბია, გალიარდინი - კანდრევა (82. პალასიო), ჟოაო მარიო (70. ბანეგა), პერიშიჩი - იკარდი

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი (60. სპოლი), გამბერინი, დაინელი, გობი - კასტრო (73. დე გუზმანი), რადოვანოვიჩი, ბასტიენი - ბირსა (46. იძო) - მეჯორინი, პელისიერი

გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 12-2; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 26-4 (15-4); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 45 000

კალიარი-ჯენოა 4:1

გოლები: 0:1 სიმეონე (28), 1:1 ბორიელო (41), 2:1 ჟოაო პედრო (44), 3:1 ბორიელო (60), 4:1 ფარიასი (64-პენ.)

კალიარი (4-3-1-2): რაფაელი - ისლა, ჩეპიტელი, კაპუანო, მურუ - დესენა, პანაიოტისი, ბარელა (83. მუნარი) - ჟოაო პედრო (81. სალამონი) - ფარიასი (75. საუ), ბორიელო

ჯენოა (3-4-2-1): ლამანა - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ედენილსონი, კატალდი, კოფიე (58. ნინკოვიჩი), ლაქსალტი (75. ლაზოვიჩი) - ოკამპოსი (65. პინილია), რიგონი - სომეონე

გაძევება: კაპუანო (78. კალიარი)

გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 3-14; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-9 (11-4); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 10 000

ლაციო-ატალანტა 2:1

გოლები: 0:1 პეტანია (21), 1:1 სავიცი (45), 2:1 იმობილე (68-პენ.)

ლაციო (3-4-3): მარკეტი - ბასტოსი, დე ვრი, რადუ - ანდერსონი (82. ვოლასი), პაროლო, ბილია, ლულიჩი - სავიჩი, ალბერტო (55. პატრიჩი), იმობილე (86. ჯორჯევიჩი)

ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - კალდარა, ზუკანოვიჩი (78. დალესანდრო), მაზიელო - კონტი, კონკო (48. გრასი), ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი (74. პალოსკი) - გომესი, პეტუნია

გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-7 (5-3); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 30 000

ნაპოლი-პესკარა 3:1

გოლები: 1:0 ტონელი (47), 2:0 ჰამშიკი (49), 3:0 მერტენსი (85), 3:1 კაპრარი (90-პენ.)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ტონელი, ალბიოლი, სტრინიჩი (86. მაჯო) - ზელინსკი (65. ალანი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე (80. ჯაკერინი), მერტენსი

პესკარა (3-5-2): ბიძარი - კრეშენცი, ზუპარიჩი, კოდა - ბენალი, Bრუნო (64. ფორნაზიერი), კრისტანტე, მემუშა, ვერე (70. ჩერი) - კაპრარი, ჯილარდინო (70. მიტრიტა)

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 21-6 (8-2); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 40 000

სამპდორია-ემპოლი 0:0

სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - პერეირა, პალომბო, შკრინიარი, რეჯინი - ლინეტი, ტორეირა, პრაეტი (68. ფერნანდესი) - ალვარესი (81. ჯურიჩი) - შჩიკი, მურიელი (85. კვალიარელა)

ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოშიჩი (56. კოსტა), პასკუალი - კრუნიჩი (90. ტელიო), ელ ჰაჯი, კროჩე - საპონარა - მჭედლიძე, მარილუნგო (65. პუჩარელი)

გამოუყენებელი პენალტი: მჭედლიძე (31)

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 6-8; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 14-10 (4-2); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 20 000

სასუოლო-პალერმო 4:1

გოლები: 0:1 კუაიზონი (9), 1:1 მატრი (15), 2:1 რაგუზა (24), 3:1 მატრი (66), 4:1 პოლიტანო (83)

სასუოლო (4-2-3-1): კონსილი - ლიროლა, ლეტშერტი, აჩერბი, პელუზო - აკვილანი, მაციტელი - ბერარდი (77. პოლიტანო), რაგუზა, რიჩი (65. დეფრელი) - მატრი (82. დუნკანი)

პალერმო (3-4-2-1): პოსავეცი - ვიტიელო (46. მორგანელა), გოლდანიგა, გონსალესი - რისპოლი, ენრიკე, პეცელა, მატო - ემბალო (61. დიამანტი), კუაიზონი (78. ბალოგი) - ნესტეროვსკი

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 13-11 (8-3); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 12 000

უდინეზე-რომა 0:1

გოლი: 0:1 ნაინგოლანი (12)

უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ფარაონი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა, კუმსი (74. ევანდრო), იანკტო (52. პერიცა) - დე პაული, ტერო, საპატა (69. ალფრედსონი)

რომა (3-4-2-1): სჩესნი - მანოლასი, ჟუანი, ფაციო - პერესი, პარედესი, სტროტმანი, ემერსონი - ნაინგოლანი, ელ შაარავი (73. ტოტი) - ჯეკო

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 6-14 (5-7); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 20 000

ფიორენტინა-იუვენტუსი 2:1

გოლები: 1:0 კალინიჩი (37), 2:0 ბადელი (55), 2:1 იგუაინი (58)

ფიორენტინა (3-5-1-1): ტატარუშანუ - სანჩესი, გონსალო, ასტორი - კიეზა (81. ტელიო), ბადელი, ვესინო, ბორხა ვალერო (85. ტელიო), ოლივერა - ბერნარდესკი (76. კრისტოფორო) - კალინიჩი

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი (79. მანჯუკიჩი), ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, ხედირა, მარკიზიო (77. რინკონი), სტურარო (61. პიაცა), სანდრო - დიბალა, იგუაინი

გაფრთხილება: 3-5; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-7 (6-4); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 28 000

16 იანვარი

ტორინო-მილანი 23:45

ბომბარდირები:

15 მაურო იკარდი (ინტერი)

13 ანდრეა ბელოტი (ტორინო)

ედინ ჯეკო (რომა)

გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)

12 დრის მერტენსი (ნაპოლი).

მომდევნო ტური

21 იანვარი:

კიევო-ფიორენტინა, მილანი-ნაპოლი;

22 იანვარი:

იუვენტუსი-ლაციო, ჯენოა-კროტონე, პალერმო-ინტერი, პესკარა-სასუოლო, ბოლონია-ტორინო, ემპოლი-უდინეზე, ატალანტა-სამპდორია, რომა-კალიარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
"მილანმა" "ვესტ ჰემიდან" გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი