99998888811

0-00000000000000000000

0000000000000000

0000000000000000000

00000000000000000

ბერიძე ტრენჩინში გოლით მივიდა

გიორგი ბერიძე სლოვაკეთის ჩემპიონატში რომ ითამაშებს, ეს უკვე არახალია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" 19 წლის თავდამსხმელი წინა კვირას სლოვაკურ "ტრენჩინში" იჯარით გადავიდა და კონტრაქტიც გააფორმა. მეტიც - ბერიძემ "ტრენჩინის" ფორმით უკვე გოლიც გაიტანა "ნიტრასთან" ამხანაგურ მატჩში. ახალგაზრდა ქართველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთადერთი გოლის ავტორიც გახდა - მან მეტოქის კარი 79-ე წუთზე აიღო.

"ბერიძემ ტრენჩინთან მოგვაგებინა", - ასე გამოეხმაურა "ტრენჩინის" ოფიციალური ვებგვერდი ქართველის დებიუტს. სლოვაკეთის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონსა და თასის მფლობელს ახლა რთული პერიოდი დაუდგა - წამყვანი მოთამაშეების გაყიდვის გამო, ჩემპიონატის პირველი წრე 22 ქულითა და მე-7 ადგილით დაასრულა.

მერაბ მამულაშვილი

0000000000000

000000000000000]

00000000000000

00000000000000

0000000000000000000000

დაჯილდოება

ჩიდრაშვილი კვლავ აღიარეს

სასტუმრო "ბალტიმორ თბილისში" გაიმართა რადიო "ჯაკოს" ტრადიციული დაჯილდოება. კოტე მახარაძისა და ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის რადიომ გამოავლინა არაოლიმპიურ სახეობებში წლის ფედერაციები, ხოლო ფედერაციებმა - საუკეთესო სპორტსმენები.

ღონისძიებას, რომელიც ლამაზად იყო გაფორმებული, უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, რომლებმაც იუბილარ რადიო "ჯაკოს" (11 წელი შეუსრულდა) სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მათ შორის იყო ზაზა ფაჩულიას დედა მარინა კოდუა, რომლის სცენაზე ასვლისას წამყვანებმა შეგვახსენეს ყველა ის პროცედურა, როგორ უნდა მივცეთ ხმა ზაზას "ოლ სტარის" გამოკითხვაში.

რადიო "ჯაკოს" გამოკითხვის შედეგად კი, დასახელდა საუკეთესო ათეული. მეათე იყო სპორტული აკრობატიკის ფედერაცია. სპორტსმენები: ტარიელ სირაძე და გიორგი ოქროპირიძე.

მეცხრე ადგილზე გავიდა კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის ფედერაცია, რომლის რჩეული დიანა კუბლაშვილი გახდა.

მერვე - სუმოისტი გიორგი მეშვილდიშვილი.

მეშვიდე - კლასიკური სამჭიდი, გიორგი გოგოლიძე.

მეექვსე - კარატე , ანდრეი ზინჩენკო.

მეხუთე - მკლავჭიდი, ჯუმბერ ვიბლიანი.

მეოთხე - რაგბი, მამუკა გორგოძე.

მესამე - ჭადრაკი, ბაადურ ჯობავა.

მეორე - ქართული ჭიდაობა, გიორგი კაციაშვილი.

...და არაოლიმპიურ სახეობებში წლის სპორტსმენი გახდა სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, რომელმაც ჩვენთან საუბარში მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, მათ, ვინც ის წლის სპორტსმენად აირჩია და 2017 წელს ყველას წარმატება უსურვა. იქვე დაგვპირდა - ვეცდები მომავალი წელი კიდევ უფრო მედალუხვი იყოსო.

გვერდი მოამზადა

ვაჟა სიმონიშვილმა

000000000000000000000000

ზაზა მჭედლიძე

ქადილისთვის ძალაც შეგვწევს

1987 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე ხმლით მოფარიკავეთა ფინალური შეხვედრა საქართველოს და ლენინგრადის ნაკრებ გუნდებს შორის ფრედ – 8:8 დამთავრდა, საერთო ჩათვლაში ერთი ჩხვლეტის უპირატესობით ჩემპიონობა ნევისპირელებმა მოიპოვეს, ჩვენი მოხმალავეები (ზაზა მჭედლიძე, მერაბ ბაზაძე, დავით თურქია, კახა გვარამაძე, აკაკი მახარაძე) ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. სწორედ იმ გუნდის წევრი გახლდათ საკავშირო ახალგაზრდული პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი, ამჟამად საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ზაზა მჭედლიძე, რომელიც შარშან წლის მიწურულს ქართველმა მოფარიკავეებმა თავიანთ თავკაცად აირჩიეს, მანამდე იგი ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი გახლდათ.

-წინა თაობის მოფარიკავეების, ჩემი უფროსი მეგობრების, უპირველესად, არჩილ გოგელიას და იური ოსიპოვის დამსახურებაა, რომ ქართულ ფარიკაობას დავუბრუნდი, - გვითხრა ბატონმა ზაზამ. - ბოლო წლებში ამ ადამიანებმა მერაბ ბაზაძის, დავით სახვაძის, ლუდვიგ ღაღანიძისა და სხვათა ძალისხმევით შეძლეს ქართული ფარიკაობის არა მარტო შენარჩუნება, არამედ თამასა საკმაოდ მაღლა ასწიეს. განსაკუთრებით მოხმალავეები დაწინაურდნენ. მარტო ის რად ღირს, რომ განვლილ ოთხ წელიწადში სანდრო ბაზაძე ახალგაზრდებში სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და 20-წლიანი უქმობის შემდეგ შარშან საქართველოს ფარიკაობას ოლიმპიური თამაშების საგზური მოუტანა.

2016 წელი მოხმალავეებისთვის განსაკუთრებით უხვმოსავლიანი გამოდგა: წლის დასაწყისში ევროპის თასის გათამაშებაზე იტალიურ პადოვაში ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, მერე 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი დაიმსახურა, ნაკრებმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, თანაც ნახევარფინალში იტალიის უძლიერეს გუნდს აჯობა. აპრილის სალიცენზიო ტურნირში, რომელსაც პრაღამ უმასპინძლა, სანდრო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, შემდეგ მსოფლიოს თასის ეტაპზე უძლიერეს მოხმალავეებთან პაექრობაში მეორე ადგილი დაიკავა. პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი სამი მოხმალავე შევიდა 16 საუკეთესოში, ხოლო სანდრო ბაზაძე მე-5 ადგილზე გავიდა. მეოთხედფინალში რუს ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ იაკიმენკოსთან მიღებული საჯარიმო ქულა რომ არა, უმედლოდ არ დარჩებოდა. ყველაფერი ეს კი იმის საბაბს გვაძლევს, ოპტიმისტურად ვუყუროთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს - არა მარტო პირად-გუნდური ლიცენზიების მოპოვებაზე, არამედ ოლიმპიურ ჯილდოებზეც ვიფიქროთ. საამისო პრეტენზიაც გვაქვს და ქადილის ძალაც შეგვწევს: ცხადია, ეს ჩვენი პროგრამა მაქსიმუმია, მაგრამ მისი განხორციელება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან მყარი საფუძველია ჩაყრილი, ახალგაზრდული, სტაბილური ნაკრები გვყავს. სხვა მოწინავე საფარიკაო ქვეყნების გუნდებში კი ოლიმპიადის შემდეგ თაობათა ცვლა დაიწყო და ახლა არჩევენ კანდიდატებს.

-ამ მხრივ, ალბათ, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატს, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, უდიდესი მნიშვნელობა ექნება...

- გეთანხმებით. კონტინენტის პირველობა, რომელიც ჩვენთან ივნისში გაიმართება, ქართული ფარიკაობის ფედერაციისთვის დიდი გამოწვევაა და საამისოდ მზად ვართ. უკვე შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, დიდ დახმარებას გვიწვევს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეჯიბრებები ტანვარჯიშის სასახლეში ჩატარდება. სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი გვეწვევა, რომელთა სასტუმროებში განთავსებისა და ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხები, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლოთ. ცხადია, იმაზეც ვზრუნავთ, რომ ევროპელებს კონკურენტუნარიანი სპორტსმენებით დავხვდეთ. უპირველესად, ეს მოხმალავეებზე ითქმის. ვაჟთა ნაკრები ჩემპიონატამდე და მას შემდეგაც მაქსიმალურად მიიღებს მონაწილეობას გუნდურ ტურნირებში, რადგან ამ პაექრობებში დაგროვებული თითოეული ქულა ოთხი წლის შემდეგ რვა საუკეთესოში მოხვედრისა და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების საშუალებას მოგვცემს. თებერვლის დასაწყისში მოხმალავე ვაჟთა ნაკრები პადოვაში მსოფლიოს თასის ეტაპის პირად-გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებს. მანამდე ნიუ იორკში, ასევე, მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოვლენ მოხმალავე ქალები – დარია ანტონოვა და თეოდორა კახიანი. ანტონოვა შარშან გახდა საქართველოს მოქალაქე, გამოცდილი მოფარიკავეა, ახალგაზრდებში რუსეთის ნაკრებთან ერთად ტიტულებიც აქვს მოპოვებული, რაც შეეხება საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ კახიანს, ის მესამე წელიწადია, ამერიკაში სწავლობს და იქვე ვარჯიშობს გამოცდილი მწვრთნელების ხელმძღვანელობით. ამ ორ მოფარიკავეს დაემატება ლიკა ჯიჯიეიშვილი და საკმაოდ პერსპექტიული გუნდის შეკვრა შეიძლება.

საქართველოს მოხმალავეთა ნაკრები იტალიური ბატალიების შემდეგ პოლონეთს მიაშურებს და იქაც მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოცდის ძალებს. ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა წევრები მაისში ევროპის პირველობაზე გამოვლენ, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატამდე ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გვექნება იტალიაში მასპინძლებთან, ასევე, თბილისში რუსეთის ნაკრებთან ერთად. შესაძლოა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ.

-გარდა მოხმალავეებისა, სხვა სახეობებზე არაფერი გვითქვამს.

-ფარიკაობის ყველა სახეობის ერთდროულად და ერთ დონეზე განვითარება ძალიან ძნელია, ეს უზარმაზარ სახსრებსა და ადამიანურ რესურსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ამ ეტაპზე მოხმალავეებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, მერაბ ბაზაძემ ეს სახეობა კარგ კონდიციებამდე მიიყვანა. თუმცა არც სხვა სახეობები დაგვვიწყებია. მაგალითად, რაპირაში გვყავს საკმაოდ პერსპექტიული მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე, სხვა იმედისმომცემი ბიჭებიც არიან და აქაც ვმუშაობთ ღირსეული გუნდის ჩამოყალიბებაზე. დაშნაში მხოლოდ მარია ზაკირჩენკო და მიქაელ მიქაელიანი გამოირჩევიან. არ არის გამორიცხული, ივნისამდე სხვებიც გამოჩნდნენ. მწვრთნელთა კვალიფიკაციაზეც უნდა ვიზრუნოთ. შესაძლოა, ჩვენი მოფარიკავეების ოსტატობის ასამაღლებლად უცხოელი სპეციალისტებიც მოვიწვიოთ, რომლებიც ჩვენს მწვრთნელებსაც გაუწევენ კონსულტაციებს.

-ამას წინათ ახალგაზრდა მოხმალავეებმა მსოფლიოს თასის ეტაპზე იასპარეზეს...

- შედეგებით კმაყოფილი ვარ-მეთქი, რომ გითხრათ, არ ვიქნები მართალი, იმის მიუხედავად, რომ გუნდმა მე-9 ადგილი დაიკავა, ნიკა შენგელია 16, ხოლო ლიკა ჯიჯიეიშვილი 32 საუკეთესოში მოხვდა. მათი პოტენციალი რომ ვიცი, მეტის მიღწევა შეეძლოთ. ალბათ, მეტი მონდომება და შემართებაა საჭირო. ახლა ჩვენი ახალგაზრდები თბილისში თურქეთის გუნდთან ერთად ემზადებიან კადეტთა და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობისთვის, რომელიც თებერვლის ბოლოს – მარტის დასაწყისში ბულგარულ პლოვდივში გაიმართება. ერთი თვის შემდეგ იქვე ამ ასაკებში მსოფლიოს ჩემპიონატიც ჩატარდება. ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაში ვთქვი და გავიმეორებ – მნიშვნელოვან ტურნირებზე გამგზავრებამდე ყველა სპორტსმენი საკონტროლო-სატესტო შეჯიბრებებს გაივლის. ვინც სათანადოდ მზად იქნება, პირველობებზე მხოლოდ ის წავა. ჩვენი მიზანია, ფარიკაობის ფედერაციის მიერ აღებული წინსვლის ტემპი არ შევანელოთ და ახალ სიმაღლეებზე ავიდეთ.

ვაჟა დანელია

000000000000000000000000000

0000000000000000

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის