ქართველმა სპეციალისტმა "მაკაბიდან" წასვლის მერე ახლო წარსულზე ილაპარაკა
შოთა არველაძემ "ფეისბუქით" გასცა პასუხი მკითხველთა კითხვებს. მან ძირითადად "მაკაბიში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის თელ-ავივის "მაკაბიში" მუშაობა?

- ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. რამდენიმე თვე უასისტენტოდ ვიმუშავე, რაც არ იყო იოლი, მათ შორის იყო მატჩები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბედნიეროდ, ეს პერიოდი წარმატებული გამოდგა. შემდეგ ვითამაშეთ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც დიდი მიღწევაა, სადაც მესამე ადგილით დავასრულეთ ასპარეზობა.

- რატომ ვერ შეძლო გუნდმა სტაბილურად კარგად თამაში?

- ნოემბრის ბოლომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ წავაგეთ ორ უშუალო კონკურენტთან, ეს კი ძალზე დამთრგუნველია ფსიქოლოგიურად. ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, რომ იმდენად კარგები არ ვართ, როგორც "ბეერ შევა", რომელიც ევროპალიგაზეც შესანიშნავად თამაშობდა, მილანის "ინტერს" ორი მატჩი მოუგო. სამწუხაროდ, საკმარისი დრო არ მქონდა სამუშაოდ. მაგრამ ამაყად ვიტყვი, რომ "მაკაბი" ჩაკეტილ ფეხბურთს არ თამაშობდა და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადიოდა. ყოველთვის ღია და შემტევ ფეხბურთს ვანიჭებდით უპირატესობას.

- როგორ შეაფასებთ სატრანსფერო გადაწყვეტილებებს?

- ჩემი ინიციატივით დავიმატეთ ოსკარ სკარიონე, რომელიც ფანტასტიკური იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ზოგი გუნდი სეზონში არ მართავს 36 მატჩს და ჩვენ ამ რიცხვს უკვე დეკემბერში მივაღწიეთ. იყო კიდევ შორეული გადაფრენები ირლანდიაში, რუსეთში, ყაზახეთში...

- რას იტყვით "მაკაბის" ფანების შესახებ?

- "მაკაბის" ფანები ერთდროულად აგრესიულები და ინტელექტუალები არიან. ყველა მათგანს აერთიანებს შემტევი ფეხბურთის სიყვარული.

- რა განწყობით ტოვებთ ისრაელს?

- ისრაელი შესანიშნავი, თბილი და ძალიან ლამაზი ქვეყანაა. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ისტორია, განსაკუთრებით, იერუსალიმში. ხალხიც ქვეყანასავით თბილია. აქ ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება.

- რა საერთო აქვთ ისრაელსა და საქართველოს?

- ისტორიულად ბევრი საერთო გვაქვს. ისინი კვლავ იმ ლეგენდის მიხედვით ცხოვრობენ, რომ ისრაელი უნდა გადარჩეს, განვითარდეს და ძლიერი ქვეყანა გახდეს.

მოკითხვა ზოგიერთებს
ჰაჯან ფეხბურთი გიყვარს? კაცურ კაცობა? აბა მაშ, ამ მშრომელ კაცს რას ერჩით, დალოცვილებო. მის ნიჭს გინდათ აბრუნდი გამოდოთ? არ გამოვა ეგ ამბავი ჰაჯან, არა! ბოღმა ძალიან ცუდი რამეა და თანაც ადვილი. კარგი რამის გაკეთებაა ძნელი. მოძმეს გვერდით რომ დაუდგე ეგ კიდევ უფრო ძნელი. ერთ რამეს გეტყვით ბიჭებო, შოთა თავის თავზე მეტს იმუშავებს, თქვენ კი ბოღმა მალე დაგაბერებთ.
კახა ქირია
რატომღაც მგონია რომ შოთიკოჰოლანდიურ რომელიმე კლუბს კარგად მოერგება
temur potsxveria
შოთი ძალიან ნიჭიერი ფეხბურტელი მწვრთნელი და ადამიანია! ყველა გუნდს აქვს სამზარეულო რომლის ცოდნის გარეშე ლაპარაკი მწვრთნელზე და მის შედეგზე არაკომპეტენტურია!შოთი ბევრად დიდ გუნდებს გაწვრთნის და რატომღაც მგონია რომ თავისი საფეხბურთო კარიერასავით წარმატებულიკარიერა ექნება! წარმატებები შოთის და ყველა ნიჭიერ ქართველს!!!!
vax
მაქედანაც გაგაგდეეს ტოო?(((( რავა ყველგან გააფუჭე საქმე
bajo
ეს ხუმრობს ტოოო/ასე არ იზახდა ტავიდან მაგარივაროოო
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ევროპალიგაზე
შოთა არველაძემ ნავსი "დანდალკთან" უნდა გატეხოს, თუ არა და...
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის შოთას ადგილი?
ynet.co.il: შოთა არველაძის მდგომარეობა "მაკაბიში" კვლავ გაურკვეველია
Ynet: კანადელი მილიარდერი შოთა არველაძეს 900-ათასევროიან კონტრაქტს შეუწყვეტს
შოთა არველაძე: ეს უკვე ის "მაკაბია", რომლის ნახვაც მსურდა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება