საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის გუნდმა საკუთარ დარბაზში დამაჯერებლად გაიმარჯვა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი თბილისის დროით 17 იანვარს, გამთენიისას, მოქმედ ჩემპიონ "კლივლენდ კავალიერსთან" საკუთარ დარბაზში ჩაატარა და დამაჯერებლად, ანგარიშით 126:91 გაიმარჯვა.

მასპინძლებმა შეხვედრა უკეთესად დაიწყეს და მეტოქეს შანსი არ მისცეს. მაქსიმალურმა სხვაობამ ანგარიშში 39 ქულა შეადგინა.

ეს წაგება "კავალიერსისთვის", რომელმაც დეკემბრის ბოლოს "გოლდენ სტეიტს" ერთქულიანი სხვაობით (109:108) მოუგო, მიმდინარე სეზონში მე-11-ეა.

- რევანში არ შედგა - ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდთან" დამარცხდა [VIDEO]

თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემპიონები კვლავაც ლიდერობენ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილს. რაც შეეხება ზაზას გუნდს, დასავლეთში და მთელ NBA-ში პირველობას არავის უთმობს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:35 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ფაჩულიამ 7-იდან 2 ორქულიანი ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად ზაზამ შეხვედრაში ყველაზე მეტი მოხსნა მოაგროვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე "გოლდენ სტეიტის" მცველი კლეი ტომპსონი იყო 26 ქულით. 20 ქულა და 11 პასი მიითვალა სტეფ კარიმ, დრეიმონდ გრინმა კი ტრიპლ-დაბლი გაიფორმა: 11 ქულა, 11 პასი და 13 მოხსნა. "კლივლენდში" გამოსარჩევი ლებრონ ჯეიმსი იყო 20 ქულითა და 8 მოხსნით, ხოლო სტუმართა გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა 17 ქულა მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-კლივლენდი 126:91

მომდევნო მატჩი "გოლდენ სტეიტს", რომელსაც 41 მატჩში 35 მოგება და 6 მარცხი აქვს, ჩვენი დროით 19 იანვარს, დილით, შინ "ოკლაჰომასთან" ელის.

გოგი ქუთაისელი
ცუდია რომ 7-დან ორი ორქულიანი ჩააგდო!
1-s
ხელია მეგობარო ხელი
1
თამაში არვიცი,მაგრამ სურათზე მარცხნივ თეთრებში რომ დგას,უკანალთან რა ლაქა აქვს:))
Giorgi
ტაგებია ეს ძმაო სწორად უეერიათ რას ერჩი
ტროლის
შენ თან დალტონიკიც ყოფილხარ, თეთრზე ლურჯად რომ წერია ვერ არჩევ? რევანში არ შედგაო და ა.შ ეგ კლივლენდთან წინა თამაშის ვიდეოზე გადასასვლელი ბმულია. )))
tanto
არ მომეწონა ეს თამაში, მესამე მეოთხედში ვარიორებმა როდესაც 36 ქულით გაუსწრეს, ათ წუთზე მეტ დროში ერთი ქულა ძლივს ჩააგდეს, საზიზღარი აცდენების სერია ქონდათ და მეოთხე მეოთხედის ლამის დასაწყისიდანვე კავალერები დანებდნენ და ფაქტიურად დუბლებმა დაასრულეს თამაში.
დათ
რეებს წერთ პატივცემულებო..ჯერ შური იძიესო..მერე რევანში ვერ შედგაო.. გირჩევთ გამოასწოროთ ეგ ლაფსუსუი :)
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ზედიზედ მესამედ - "ბოსტონ სელტიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] სანდროს 11 ქულა - "ტორონტოს" წაუგებელი სერია "კლივლენდ კავალიერსთან" შეწყდა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
ბითაძის 6 წუთი - "ორლანდომ" "კლივლენდის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - "ტორონტომ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს