"ინტერის" ბრაზილიელ მცველს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა "რეალში" გადაბარგება, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა

დუგლას მაიკონი რომ ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, არახალია. "ინტერის" ბრაზილიელ მცველს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა "რეალში" გადაბარგება, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და თითქოს აუცრუვდა გული მილანურ გრანდში ასპარეზობაზე.

ფეხბურთელს, რომელიც მთელ ფლანგს მარტო აკონტროლებდა, დღეს უშუალო მოვალეობების შესრულება უჭირს და მეტად არასაიმედოა. შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი გავიხსენოთ "ტოტენჰემსა" და "ინტერს" შორის, რომელშიც ბრაზილიელი გარეთ ბეილისგან დაიჩაგრა და უელსელ მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. როგორც ჩანს, მაიკონს კვლავაც სურს "რეალში" გადასვლა და ამაზე მისი პირადი აგენტის მიერ გაკეთებული განცხადება მეტყველებს. მოვუსმინოთ ანტონიო კალიენდოს:

"დუგლასი "ინტერის" ფეხბურთელია და რაც შეუძლია იმას აკეთებს გუნდისთვის. თავს ნამდვილად არ ზოგავს და ხშირად მისი მისამართით უსაფუძვლო კრიტიკა ისმის. თვითონაც აღიარებს, რომ გასულ სეზონში უკეთესად ასპარეზობდა, მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენაა, აღმასვლას მცირე ჩავარდნა მოსდევს და პირიქით. ერთი ხანობა, ჩემი კლიენტი გადაღლილი იყო, თუმცა ძალები მოიკრიბა და დღეს გაცილებით უკეთეს კონდიციაშია. რაც შეეხება მის "რეალში" შესაძლო გადასვლას, ახალს და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. "რეალი" ყველა დროის უდიდესი გუნდია და იქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. თუ მადრიდელებისგან ოფიციალურ წინადადებას მივიღებთ, დიდი სიამოვნებით განვიხილავთ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა