ფოთის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია ახალწვეულით კმაყოფილია – "ოლიმპის" თავდამსხმელი რეზო ჯიქია ახალი სეზონიდან კოლხებისთვის ითამაშებს...

ფოთის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია ახალწვეულით კმაყოფილია – "ოლიმპის" თავდამსხმელი რეზო ჯიქია ახალი სეზონიდან კოლხებისთვის ითამაშებს. ჯიქია ხომ გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონ "ოლიმპის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ.

ამ დროს, ბევრისთვის გაუგებარია რეზო ჯიქიას რუსთავური კლუბიდან წასვლის მიზეზი. იმ დროს, როდესაც კლუბს უმწვავესი საკადრო პრობლემა გააჩნია, ერთ-ერთი ლიდერის გაშვება უცნაურად ჩანდა.

27 წლის თავდამსხმელი (რომელმაც სხვათა შორის, ქართული კარგად მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისწავლა) გასული სეზონის პირველ ეტაპზე დაშავდა და მეორე წრე არ ჩაუტარებია. რუსთაველთა ხელმძღვანელები გამოცდილი ფეხბურთელის მომჯობინებას დიდხანს ელოდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე მომჯობინდებოდა - მისი გვარი უეფაში წარდგენილ სალიგო განაცხადშიც შეიტანეს.

"ოლიმპის" ხელმძღვანელთა იმედები არ გამართლდა, რეზო დღემდე ვერ მომჯობინდა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს ვერ გასცდა და მისი თამაში "ოლიმპის" მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაშიც გამოირიცხა.

"...ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჯიქიასთან კონტრაქტი გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ. რეზო ძალიან კარგი ფეხბურთელია, გასულს სეზონში უდიდესი სამსახური გაგვიწია და წლეულსაც მისი დიდი იმედი გვქონდა. სამწუხაროდ, აგვისტოს ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარებოდა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ", - გვითხრა "ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძემ.

ასე რომ, ჯიქია გასული სეზონის შემადგენლობის მეთხუთმეტე ფეხბურთელია, რომელმაც "ოლიმპი" დატოვა. ძველებიდან რუსთავულ კლუბს მხოლოდ ექვსი მოთამაშე შერჩა: თემურ ღონღაძე, დავით გიგაური, გიორგი რეხვიაშვილი, დენის დობროვოლსკი, გიორგი ხიდეშელი და გიორგი ჭედია.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა