"რეალი" "სევილიასთან" მარცხის შემდეგ თასს მიუბრუნდება
დღეს-ხვალ ესპანეთის სამეფო თასის (კოპა დელ რეი) 115-ე გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება.

დღეს "სამეფო კლუბი" სევილიაში მარცხისთვის რეაბილიტაციას "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სელტასთან" დაპირისპირებაში შეეცდება, ხოლო ხვალ თასის ამჟამინდელი მფლობელი "ბარსელონა" "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადს" ესტუმრება. "ატლეტიკოსაც" ბასკური მეტოქე ჰყავს. სიმეონეს გუნდმა საღამოს ვერ ივარჯიშა. თუ რატომ, ქვემოთ წაიკითხავთ...

ესპანეთის თასის ამ გათამაშებაში 83 კლუბი ჩაება, რომელთაგანაც 8 შემორჩა. აქედან ერთი რანგით მეორე დივიზიონის გუნდია. სწორედ "ალკორკონი" ითამაშებს პირველად და ეს მატჩი კოპაზე ამ სეზონში საიუბილეო, მეასე იქნება - მადრიდული კლუბი ბასკურ "ალავესს" მასპინძლობს. ბუნებრივია, ამ დაპირისპირებას ნაკლებად შევეხებით, დანარჩენი სამი წყვილი კი უთუოდ საინტერესოა.

რას მოიფიქრებს ზიდანი

"სამეფო კლუბი" ვიგოს "სელტას" მას მერე მასპინძლობს, რაც გუნდმა 40-მატჩიანი შთამბეჭდავი წაუგებელი სერია "სანჩეს პისხუანზე" შეწყვიტა და ლა ლიგაში სიტუაციაც გაირთულა.

ზინედინ ზიდანი ცდილობს, პოზიტიური დარჩეს. ფრანგმა განაცხადა, რომ "სევილიასთან" მარცხი კიდევ უფრო შეკრავს და გააძლიერებს გუნდს. "რეალი" ,ცნობილია, რომ რთული სიტუაციებიდან თავს კარგად აღწევს. ზიდანის ხელში "რეალმა" სულ სამჯერ წააგო "ატლეტიკოსთან", "ვოლფსბურგთან" და "სევილიასთან". გვახსოვს "რეალისთვის" შეუფერებელი ფრეები "ლას პალმასთან", "ეიბართან" და "ლეგიასთან". ყველა ამ შემთხვევის შემდეგ "რეალი" იმარჯვებდა.

ზიდანმა "სევილიასთან" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშა, რამაც ვერ გაამართლა, "რეალის" ფლანგელებს უჭირდათ. მარსელო და კარვახალი საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. საინტერესოა, რას გადაწყვეტს ზიდანი "სელტასთან" თამაშში. მწვრთნელმა მხოლოდ ის თქვა, რომ 3-5-2 ტაქტიკა სიახლე მხოლოდ იმ კუთხით იყო, რომ "რეალმა" პირველი წუთებიდანვე ითამაშა ასე, თორემ ეს ტაქტიკა მის გუნდს ადრეც გამოუყენებია.

სხვათა შორის, იოვეტიჩის გოლში კეილორ ნავასი დაადანაშაულა მედიამ და ფანობამ, თუმცა ზიდანი იცავს თავის მეკარეს: "კეილორ ნავასი ჩვენი მეკარე იყო იმ 40 წაუგებელი მატჩის დროს და ასე იქნება ამის შემდეგაც", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

"სამეფო კლუბი" 26 წლის მცველ ნაჩო ფერნანდესს სულ მალე კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამ სეზონში ნაჩო კარგად თამაშობს, მან 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ისე, მისი ახლანდელი კონტრაქტიც მრავალწლიანია და მას ვადა მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

ბოლო ვარჯიშებზე ჯგუფს შეუერთდა ისკო, რომელიც შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ. ვარჯიშზე კაზემირომ კინაღამ მწყობრიდან გამოიყვანა თანამემამულე მარსელო, ისე ეუხეშა, მაგრამ მცველი ტრავმას გადაურჩა. ქარიმ ბენზემა ალბათ, არ ითამაშებს. გამორიცხულია პეპესა და გარეთ ბეილის თამაშიც.

იქნება რაფინია?

"ბარსელონას" მძიმე გასვლა ელის "ანოეტაზე", ლუის ენრიკეს გუნდმა წინა წრეში ბასკური "ბილბაო" გააგდო ბრძოლაში და ახლა მას კიდევ ერთი ბასკური გრანდი ელის. თუმცა წინა ეტაპისგან განსხვავებით, კლუბში სულ სხვა ვითარებაა - "ბარსა" ათამაშდა და გოლი გოლზე გააქვს, ლეო მესი დიდებულად ურტყამს საჯარიმოებს, ლუის სუარესს გოლები გააქვს, არდა თურანსაც...

"ანოეტაზე" საეჭვოა რაფაელ ალკანტარას თამაში, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. მედიაში დიდი ამბებია ატეხილი ივან რაკიტიჩთან დაკავშირებით, ხორვატი ახალ კონტრაქტს ითხოვს. ბევრი სწორედ ამას უკავშირებს იმას, რომ რაკიტიჩმა დაკარგა ადგილი სასტარტოში. თუმცა ახლახან ხორვატმა განაცხადა, რომ ლუის ენრიკეს გულისთვის თავს გაწირავს, ასე რომ, ჩვენ შორის დაპირისპირება გამორიცხეთო.

ლეო მესის ახალი რეკორდის დამყარება შეუძლია. მან ბოლო 7 მატჩში გაიტანა. არგენტინელის პირადი რეკორდი ზედიზედ ათ მატჩში გატანაა. რეკორდის გამეორებამდე ლეოს სამი მატჩი აშორებს, დამყარებამდე - 4.

"რეალ სოსიედადის" ნახევარმცველი ჩაბი პრიეტო მიიჩნევს, რომ უსამართლოა, როცა მის გუნდს "ბარსელონაზე" 52 საათით ნაკლები დასვენება უწევს სათასო ბატალიამდე. მართლაც, კატალონიელებმა ტურის მატჩი შაბათს გამართეს, ხოლო "სოსიედადმა" - ორშაბათს.

მორცხვი გაიტანი

მადრიდის "ატლეტიკო" "ეიბარს" ეთამაშება. დიეგო სიმეონეს ჯერ ვერ აურჩევია, ვინ შეუწყვილოს ანტუან გრიზმანს შეტევაში, კევინ გამეირო თუ ანხელ კორეა. სხვათა შორის, "ატლეტიკოს" საღამოს ვარჯიში შუქის ჩაქრობის გამო ჩაიშალა.

ბოლო ტურში გამარჯვების გოლის ავტორი ნიკო გაიტანი კი ამბობს, რომ ის ისე ვერ უმართლებს მწვრთნელს, რისი იმედიც სიმეონეს ჰქონდა:

"ექვსი თვეა აქ ვარ და ვერ მივაღწიე თამაშის იმ დონეს, რისი იმედიც ჩემგან სიმეონეს ჰქონდა. არადა, სწორედ მის გამო გადმოვედი აქ და არ მინდა, რომ მწვრთნელი დავაღალატო. რაც შეეხება კარასკოს, ის დიდებული ფეხბურთელია და მე ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთებია, რომ მისი ადგილი დავისაკუთრო სასტარტოში", - მორცხვობს არგენტინელი ნახევარმცველი.

ოთხშაბათი. 18 იანვარი

ალკორკონი-ალავესი 22:15

რეალი-სელტა 00:15

ხუთშაბათი. 19 იანვარი

ატლეტიკო-ეიბარი 22:15

სოსიედადი-ბარსელონა 00:15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს