ჩვენი ძიუდოისტები ამჟამად თბილისში, "თეთრ სახლში" გადიან სეზონის პირველ შეკრებას, მალე კი ტურნირებშიც ჩაერთვებიან
ახალი სპორტული სეზონი ნელ-ნელა "ხურდება" და მას ჩვენი ძიუდოისტებიც მიჰყვებიან. ეროვნული ნაკრები ამჟამად თბილისში, "თეთრ სახლში" გადის სეზონის პირველ შეკრებას, მალე კი ტურნირებშიც ჩაერთვებიან. პირველი შეჯიბრება პორტუგალიურ ოდიველასში 4-5 თებერვალს გასამართავი "ევროპის ღია კონტინენტური თასია", რომელსაც ჯერ პარიზის "დიდი მუზარადი" მოჰყვება 11-12 თებერვალს, მერე - დიუსელდორფის "დიდი პრიზია" 24-26 თებერვალს.

სეზონის დასაწყისში ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობაც, ანუ ქვეყნის პირველობის მედალოსნები ამ სამ შეჯიბრებაზეა გადანაწილებული, თუმცა მათ რამდენიმე ისეთი ლიდერიც ემატება, რომლებიც ქვეყნის პირველობაზე დაასვენეს. ამასთან, არც ისაა გამორიცხული, პარიზული სუპერტურნირის შემდეგ გერმანიის შემადგენლობა ოდნავ შეიცვალოს, იქიდან გამომდინარე, ვინ როგორ იჭიდავებს საფრანგეთში.

თან ამ შეჯიბრებებს ევროპის კიდევ ერთი თასი დაემატება და ფალავანთა გარკვეული ჯგუფი იქაც იასპარეზებს, ოღონდ ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულან, რომში წავიდნენ თუ - პოლონურ კატოვიცეში. თუმცა ის კია გარკვეული, რომ ლიდერები უფრო პრესტიჟულ შეჯიბრებებში - პარიზსა და დიუსელდორფში გამოვლენ, მესამეპრიზიორებს კი უფრო ევროპის თასებზე აჭიდავებენ. ეს მათთვისაც კარგია, რადგან შედარებით სუსტი ტურნირები სწორედ გამოცდილების მისაღებადაა განკუთვნილი.

პორტუგალიაშიც გია გუგავას და გიორგი ბაინდუროვის ხელმძღვანელობით სათადარიგო შემადგენლობა მიდის, თუმცა, რაკი ასეთი რანგის შეჯიბრებებში წონაში ქვეყნიდან ოთხი მონაწილის დაყენება შეიძლება, ამათ ზოგან 2-3 კონკურენტიც კი მიჰყავთ: რობინზონ ბეგლარაშვილი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე - 60), ლაშა გიუნაშვილი, თორნიკე თათარაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი (სამივე - 66), გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი (ორივე - 73), გიორგი პაპუნაშვილი, კობა მჭედლიშვილი (81), არჩილ გოგოლაშვილი, უშანგი მარგიანი, ნოდარ ბერიანი (სამივე - 90), იასონ ნემსაძე, გელა ზაალიშვილი, დავით ოზბეთელაშვილი (100), გუგა კიბორძალიძე და ონისე ბუღაძე (ორივე - +100).

პარიზში უკვე ძირითადი შემადგენლობა გაემგზავრება, რაც გერმანიისთვისაც საბაზო გუნდი იქნება: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (90), ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური (100), ლევან მატიაშვილი, გურამ თუშიშვილი (+100).

აქედანვეა ცნობილი, რომ გერმანიაში 81-ში ამბაკო ავალიანი, ხოლო მძიმეში ადამ ოქრუაშვილი იჭიდავებენ, ოღონდ იმ რანგის შეჯიბრებებზე წონაში მხოლოდ ორი მონაწილის დაყენება შეგვიძლია. ამიტომ პარიზული შემადგენლობიდან ამ წონებში თითო კაცი უნდა ამოვარდეს, ეს კი სწორედ საფრანგეთში გაირკვევა - ვინც კონკურენტზე უფრო ცუდად იასპარეზებს, მას ზემოხსენებული დუეტი ჩაანაცვლებს. თუმცა არაა გამორიცხული, მწვრთნელებმა სხვა წონებშიც შეცვალონ ვინმე - ესეც პარიზში გამოჩნდება. ავალიანის გაშვება მწვრთნელებს ახლა პორტუგალიაში სურდათ, მაგრამ ფეხი იტკინა და ამ ეტაპზე სატურნირო დატვირთვისგან ასვენებენ.

ჩვენი ნაკრები საფრანგეთში ტურნირის შემდგომ ტრადიციულ ერთობლივ წვრთნებზე დარჩება, იქიდან კი გერმანიას ადრიანად მიაშურებს და შეჯიბრების დაწყებამდე იქ გაივლის ასევე ერთობლივ შეკრებას. ტურნირის შემდეგ იქაც გაიმართება ერთობლივი წვრთნები და ჩვენები იქაც დარჩებიან.

დაკვირვებული ქომაგი ზემოდასახელებულ შემადგენლობებში აუცილებლად მოისაკლისებს რამდენიმე ნიჭიერ ფალავანს. მაგალითად, 81-ში არსად არაა დასახელებული იქ ახლახან გადასული, მაგრამ მშვენივრად მოჭიდავე გიორგი კაციაშვილი და ლევან გუგავა. სავარაუდოდ, ისინი სწორედ ჯერაც გაურკვეველ იტალიურ-პოლონურ ტურნირში იჭიდავებენ.

ჯერჯერობით არც ევროპის რამდენიმეგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი არ მიჰყავთ არსად - მან ფეხი იტკინა და ახლა ამ ტრავმას მკურნალობს. ის ტატამზე ჯერ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ფიზიკურად ემზადება, თუმცა, დიდი ალბათობით, წონას შეიცვლის და 81-ში გადავა. მას ისედაც ბევრის დაკლება უწევს და მწვრთნელები ახლანდელი ტრავმის მიზეზად ამასაც ასახელებენ. ყოველ შემთხვევაში, როცა საჭიდაოდ მზად იქნება, მწვრთნელები მას პირველად 81-ში უპირებენ გამოცდას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

miqela
კაციაშვილის მომგები არავინაა და რატო ჩაგრავენ
Jiji
Sainteresoa tushishvili tu shexvdeba riners,mgonia unda mougos
gocha
გიგაური 73=ში უძლიერესია გიგანს ბევრად ჯობია
irakli Apkhaidze
ჭრიკო 90-ში გადადის თუ რა ხდება?
dldldlldldldldldldl
........ ეს სპორტია სპორტი

რა უბედურება და სირცხვილია. ადრე ყველაფერს რუსებს ვაბრალებდით, ახლა ვინ გიშლით პატივი სცეთ თქვენი წინაპრების ხსოვნას. ბაინდუროვი რა ჯიშია. ან რა წარმოშობისაა (სავარაუდოდ ბაინდურაშვილია). გულისამრევია როცა მთაწმინდაზე ბარათოვები, მელიქოვები და ამნაირები ეკლესიაში გყავს დაკრძალული, ხოლო მათი შთამომავლები ვითომ დიდქართველობენ. ახლა მაინს ჩაიხსენით პამპერსები და დაიბრუნეთ ნამდვილი გვარები, თუ თავმოყვარეობა საერთოდ გაგაჩნიათ. აჭარელ თათრებზე ლაპარაკიც კი არ ღირს საერთოდ. მე იმათ ქართველებად საერთოდ არც ვთვლი. 9
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
"ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" ძიუდოისტთა ნაკრების სათადარიგოები გამოვლენ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
გიორგი ბაინდუროვი: ჩემი აზრით, ჭრიკიშვილმა დაინდო მეტოქე და ამას ემსხვერპლა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელები დააკომპლექტა - გია გუგავა ნაკრების მეხუთე კურატორია
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ᓒᓘᓐ ᓒᓣᓒᓐᓕᓐ: ᓩᓕᓔᓜᓘ ᓣᓙᓕᓔ ᓔᓨᓘᓜᓘᓐᓗ!
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]