ნაკრებში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული 28 წლის ნახევარმცველი დუბაიში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
"ჩიხურას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა გიორგი განუგრავამ ეროვნულ ნაკრებში პირველად 17 წლის ასაკში ითამაშა, სულ კი მისი ფორმა 9-ჯერ მოირგო - ბოლოს ეს 2010 წელს, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს მოხდა.

ვლადიმერ ვაისმა 28 წლის ნახევარმცველი ნაკრებში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა და ბევრად გამოცდილი და დაღვინებული საყრდენი ნახევარმცველი იანვარში დუბაიში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის "ჯვაროსნებთან" ერთად ემზადება.

გიორგი განუგრავას "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.

- ნაკრებში პირველი გამოძახება თავისთავად სასიხარულოა, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნო 7-წლიანი პაუზის შემდეგ მიწვევა იქნებოდა...

- რა თქმა უნდა, ასეა. ბოლოს თემურ ქეცბაიასთან მოლდოვასთან ამხანაგური შეხვედრა ჩავატარე, რომელიც 2:0 მოვიგეთ. მას შემდეგ ნაკრებში არც მივარჯიშია. რა თქმა უნდა, ეს დიდი პაუზაა და ვაისის ნდობა და გამოძახება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. იმედია, ამ ამხანაგურ შეხვედრებს კარგად ჩავატარებთ, მაგრამ მთავარია, თავი გამოვიჩინო და მწვრთნელი ოფიციალური შეხვედრებისთვის რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

- ნაკრებში მოსახვედრად ხელი გუნდმა და მოსამზადებელმა პირობებმაც უნდა შეგიქმნას...

- მიმაჩნია, რომ "ჩიხურას" საკმაოდ კარგი მოსამზადებელი პირობები გააჩნია. ის ფაქტი კი, ჩვენ ვიცე-ჩემპიონები რომ გავხდით, უკვე მეტყველებს - სანაკრებოდ ხელს კლუბიც მიწყობს.

- ვიცე-ჩემპიონობა კარგია, მაგრამ "სამტრედიამ" ფინალში აშკარად გაჯობათ - წაგებამ ფსიქოლოგიურად არ იმოქმედა?

- რა თქმა უნდა, ეს დიდი დარტყმა იყო. მარტო იმიტომ, რომ ორ ფრონტზე ვიბრძოდით, ლამის მთელი სეზონი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ფინიშზე ვერც ჩემპიონობა მოვიპოვეთ და ვერც - თასი. ალბათ, შეცდომა სწორედ ორ ფრონტზე ბრძოლა იყო, ბოლომდე კი ძალების მობილიზება ერთზეც ვერ მოვახერხეთ. ფინალი კი ცალკე თემაა. ბოლოს ვისაც მეტი ძალა შერჩებოდა, მოგებაც იმას დარჩებოდა. ალბათ, "სამტრედიამ" საჩემპიონო ფინალისთვის მეტი ძალები შემოინახა. უნდა ვაღიაროთ, რომ სამტრედიელები ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად გვაჯობეს.

- "ჩიხურა" საჩემპიონო ზღვარს მიუახლოვდა და ახლა თქვენ მიმართ მოთხოვნებიც გაიზრდება...

- ფაქტობრივად, ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და რამდენიმე ახალწვეულით გავძლიერდით. ბოლო წლებში კი, "ჩიხურას" ყოველთვის დიდი მიზნები ჰქონდა და კაცმა რომ თქვას, წლეულს ჩემპიონობისთვის რატომაც არ უნდა ვიბრძოლოთ? ქართული გუნდი ორ უცხოურ შეკრებას რომ გეგმავს, ეს უკვე მეტყველებს, რომ დიდი მიზნები გააჩნია.

თუმცა, წინასწარ შეგუებულები ვართ იმ აზრს, რომ შარშანდელზე ბევრად რთული სეზონი გველოდება.

- წლეულს, ჩემპიონატში ჩვეულებრივზე მეტი, 36 თამაშის გამართვა მოგიწევთ. ეს ფეხბურთელებისთვის კარგია თუ ცუდი?

- ვერ ვიტყვი, რომ გარდამავალ ჩემპიონატში დასვენებისთვის ბევრად მეტი დრო გვქონდა, მაგრამ ორი აზრი არაა, 10-გუნდიანი ჩემპიონატი უფრო რთული ჩასატარებელი იქნება. მიმაჩნია, რომ უკეთეს ადგილს ის დაიკავებს, ვინც უკეთ მოემზადება.

- ანუ მდიდრებს? მომზადებაში უპირატესობა შედარებით უზრუნველყოფილ კლუბებს გააჩნიათ...

- რა თქმა უნდა, ფეხბურთში წარმატება მეტ ფინანსებსაც მოაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, სტაბილურობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. "ჩიხურა" კი სწორედ ასეთი კლუბია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ჩიხურა-კოლხეთი 3:1 - გუნდურად, დამაჯერებლად... [VIDEO]
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
"ჩიხურა" თურქულ შეკრებაზე მეორე სპარინგს უნგრულ "კიშვარდასთან" გამართავს
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
გიორგი განუგრავამ "სამტრედია" დატოვა
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
ჩიხურა-დინამო(თბ) 2:1 - დაბრუნებაც ასეთი უნდა! [VIDEO]
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ