"ზამთრის თასის" გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი სერგეი ნაგორნიაკი თბილისური ბურთაობით კმაყოფილი დარჩა
ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულმა "ზამთრის თასის" გათამაშების საკლუბო და სანაკრებო მატჩებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. გულშემატკივრებმა დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებები იხილეს. ასეთი ტურნირები ქვეყანაში საფეხბურთო ცხოვრების გამოცოცხლებისთვის უმნიშვნელოვანესია...

შეუძლებელია, ის დრო არ გაგხსენებოდათ, როდესაც სპორტის სასახლეში ლეგიონერები, ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელები "ბენდელას თასზე" თამაშობდნენ.

"ფინალში "გაგრამ" გვაჯობა, რადგან "დინამოს" დღევანდელი შემადგენლობა შეუთამაშებელია. ამის მიუხედავად, ეს ძალიან კარგი ტურნირი იყო. როცა ჩემპიონატი არ ტარდება, ამ დროს მსგავსი თამაშები ფეხბურთელებისთვის ძალიანაც სასურველია", - ამბობს საბა ლობჟანიძე, რომელმაც 5 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტურნირის აღმოჩენა "გაგრას" ახალწვეული გიორგი ქურდაძე გახდა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს:

"ჩვენთვის ამ ტურნირზე მონაწილეობაც კი პრესტიჟული იყო, გამარჯვებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ერთი წელი ფუტსალს ვთამაშობდი და მისი ნიუანსებში ვერკვეოდი, მას სხვაგვარი თამაში სჭირდება. ჩვენ კი საკმაოდ კარგად შეთამაშებულები ვიყავით და მიხარია, რომ ამ ტურნირზე გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე".

სერგეი ნაგორნიაკი, უკრაინის ვეტერანთა ნაკრების ფეხბურთელი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე:

"ასეთ ტურნირებზეც ადრეც მითამაშია და გაგვიხარდა, როდესაც ქართველებმა მოგვიწვიეს. თამაშის დროს ცოტა გავცხარდი, მაგრამ მთლიანობაში, ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირი იყო. მომავალშიც რომ მოგვიწვიონ, სიამოვნებით ვითამაშებთ მეც და ჩემი გუნდელებიც".

"ზამთრის თასით" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც კმაყოფილი დარჩა, რომელიც საქართველოს ვეტერანთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ:

"მსგავსი ტურნირები გერმანიაში ხშირად ტარდება და ფეხბურთის პოპულარიზაციაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ საქართველოშიც მსგავსი გათამაშების გამართვა ყოველთვის მსურდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ორივე ტურნირი მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩაგვეტარებინა.

ვისურვებდი და იმედიც მაქვს, რომ მომავალში პერსპექტივა ექნება და ტრადიციული გახდება. ამავე დროს, მჯერა, გაცილებით მასშტაბური გახდება და კონკურენციის გასაზრდელად უფრო მაღალი დონის გუნდებს ჩამოვიყვანთ".

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

"სასიხარულოა, რომ "ზამთრის თასმა" ასეთი ინტერესი გამოიწვია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ეს პირველი ტურნირი იყო და ძალიან ცნობილი სტუმრები ჩამოვიდნენ. ეს იყო პატივისცემის გამოხატულება დავით პეტრიაშვილისა და ფეხბურთის ფედერაციის მიმართ.

ეს გათამაშებები ჩვენ გვჭირდებოდა და იმედია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. მადლობა ორგანიზატორებს, რომ ასე დააფასეს დავით პეტრიაშვილის სახელი, რომელმაც ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა. მომავალში კი მისი ფონდის ეგიდით კიდევ ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა