წლის მწვრთნელი სეზონის მთავარი სენსაციის საიდუმლოებებს ფარდას ხდის
"ლესტერ სიტიმ" მთელი საფხბურთო სამყარო გააოცა - "მელიებმა", ყველასთვის მოულოდნელად, ინგლისის პრემიერლიგა მოიგეს, რაც მართლაც წარმოუდგენელი გახლდათ. ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი ექსცენტრიული და მაგიური ოქროს ჯოხის მფლობელი, ჯადოქარი კლაუდიო რანიერი გახლავთ.

გასაკვირი არაა, რომ 65 წლის იტალიელი სპეციალისტი 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. იგი fifa.com-ს გაესაუბრა...

- როგორი შეგრძნებაა, როდესაც წლის მწვრთნელი ხარ?

- შესანიშნავი. მინდა მადლობა გადავუხადო "ლესტერის" ხელმძღვანელობას, ჩემ ფეხბურთელებსა და ჩვენ ფანებს. მათი მხარდაჭერა მთავარი მიზეზია იმისა, რომ ეს ჯილდო მხვდა წილად. დაუვიწყარი და დაუჯერებელი სეზონი იყო. ახლა წინ ახალი გამოწვევებია, პირადად მეც მინდა "მშიერი" დავრჩე და იმავე შემართებით გავაგრძელო მუშაობა, რომ უკვე მიღწეულ წარმატებაზე ახალი დავაშენოთ.

- თქვენი აზრით, რა იყო გადამწყვეტი, რამაც "ლესტერის" ჩემპიონობა განაპირობა?

- ძნელია, კონკრეტულად ერთი რამის გამორჩევა. ყველაფერი იდეალურად გახლდათ და ბრწყინვალედ აეწყო. ძნელი აღსაწერია ის გარემო, რომელიც გასახდელში სუფევდა. ეს მაგიური იყო და ასეთი რამ აქამდე არ გამომეცადა. თან, ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდით. გარდა ამისა, სათქმელია ისიც, რომ მთავარ ფავორიტებს სეზონი ბოლომდე კარგად არ წაუვიდათ საქმეები და საუკეთესო ფორმაში ვერ იყვნენ. უცნაურია ასეთი რამის თქმა რომ გიწევს, როდესაც ერთ-ერთ ურთულეს ლიგას 10-ქულიანი უპირატესობით მოიგებ, მაგრამ ასეა, ეს სიმართლეა.

- როდის დაიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ოცნება მართლაც შეიძლებოდა რეალობად ქცეულიყო?

- ემოციური თვალსაზრისით ორ მომენტს გამოვარჩევდი: პირველი, როდესაც "მანჩესტერ სიტის" სტუმრად 3:1 მოვუგეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ! მეორე კი გახლდათ მატჩი ლონდონში "არსენალთან", რომელიც 95-ე წუთზე წავაგეთ (იმ დროისთვის "ლესტერი" 10 კაცით იყო). მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი - თუ მათ 5 დამატებული წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ მოეგოთ, ესე იგი სწორად მივდივართ. სინამდვილეში კი საბოლოოდ მაშინ ვირწმუნეთ, როდესაც ჩემპიონობა გავინაღდეთ და მერე ტიტულს ხელით შევეხეთ.

- როგორ უმკლავდებოდით გასახდელში საქმეს და როგორ ურთიერთობდით ასე ჰარმონიულად ფეხბურთელებთან მთელი სეზონის განმავლობაში?

- ყველანაირად ვცდილობდი ზედმეტი ზეწოლა ფეხბურთელებისთვის თავიდან ამერიდებინა. ჩემი და სამწვრთნელო შტაბის მისია იყო, დაგვერწმუნებინა ბიჭები იმაში, რომ მათ მომენტით ესიამოვნათ და თავისუფლად, ლაღად ეთამაშათ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მხოლოდ 3 მატჩი წავაგეთ. ყოველი მარცხის მერე ფეხბურთელებს ვეუბნებოდი - არ ინერვიულოთ, გააგრძელეთ მუშაობა და საკუთარი თავით სიამოვნების მიღება. შემდეგ მატჩს მოვიგებთ. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აკეთო და კონცენტრირებული დარჩე. კლიშეს ჰგავს, მაგრამ რეალურად თუ რაიმე დიადის მიღწევა გინდა, მხოლოდ მომავალ მატჩზე უნდა იფიქრო და ამისთვის მოემზადო, უფრო წინ არ უნდა წახვიდე.

- ყველაზე მეტად რა იყო სასიამოვნო ჩემპიონობაში?

- ყველაზე სასიამოვნო გახლდათ უზომოდ გახარებული ფანების ხილვა და იმ წერილების წაკითხვა, რომელსაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან გვიგზავნიდნენ. ამან დაგვანახა, რომ ეს მხოლოდ სპორტს არ ეხებოდა და უბრალოდ ფეხბურთი არ იყო, ხალხზე სხვადასხვა მხრივ იმოქმედა. ყველამ ჩათვალა და თავის თავს უთხრა, რომ თუ "ლესტერს" შეუძლია პრემიერლიგის მოგება, ნებისმიერს შეუძლია ცხოვრებაში კარგი რამისთვის ბრძოლა, თუნდაც წარმატების მიღწევის შანსი ძალიან მცირე იყოს.

- რას გეტყვით იმ პირობაზე, რომელიც გარი ლინეკერმა დადო და აასრულა - თუ "ლესტერი" ჩემპიონი გახდება, გადაცემას მხოლოდ ტრუსებით წავიყვანო?…

- გარის მას მერე რამდენჯერმე ვილაპარაკე და ახლა ამაზე ვიცინით ხოლმე. ძალიან სახალისო ამბავია. მესმის მისი,… ბუკმეკერებს ჩვენ ჩემპიონობაზე 5 000 კოეფიციენტი ჰქონდათ გამოწერილი. იმის შანსი უფრო მეტი იყო, რომ პიკადილიზე კოსმოსური ხომალდი დაშვებულიყო! (იცინის).

- ევროპული ფეხბურთი დომინირებს. ამჟამად, არაერთი ძლიერი კლუბი და ნაკრებია. მიუხედავად ამისა, "ლესტერმა" პატარა სასწაული მოახდინა და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ მსგავი რამ კიდევ ვნახოთ?

- ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და არაპროგნოზირებადია. ყველა ამბობს, რომ "ლესტერის" თავგადასავალი ლამაზი ზღაპარია. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი რამის გამეორებას, შესაძლოა, კიდევ 50 წელი დასჭირდეს. დღესდღეობით, საუკეთესო ფეხბურთელებს ფული ყიდულობს. საბოლოო ჯამში კი, გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი იმ გუნდს აქვს, რომელსაც უფრო ძლიერი ფეხბურთელები და საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს - ეს ფაქტია. თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მარტო სიმდიდრეზე არ არის დამოკიდებული და მხოლოდ მდიდრებს არ ძალუძთ მოგება. რადგან მსგავსი რამ ერთხელ მოხდა,… ამიტომაც ვამბობ, რომ შესაძლებელია, 50 წელიწადში კიდევ მოხდეს (იცინის).

- ამ სეზონში ჩემპიონატში "ლესტერის" საქმე ისე კარგად არ მიდის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ვიცოდით, რომ ამ სეზონში ადვილი არ იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგაზეც გვიწევს თამაში. თან, პრემიერლიგა ერთ-ერთი ურთულესი ლიგაა. ცოტათი უიღბლობამაც ითამაშა თავისი როლი. წინა სეზონში ჩვენ შანსებს უკეთ ვიყენებდით, ხოლო მეტოქეები შექმნილი შანსების არცთუ მცირე ნაწილს აცუდებდნენ, ახლა კი ლამის ყველას იყენებენ.

ალბათ, ისეთი კონცენტრირებულნი ვეღარ ვართ პრემიერლიგაზე, როგორც წინა სეზონში ვიყავით და გვეგონა, რომ თითოეული წაგების მერე უპრობლემოდ მოვემზადებოდით შემდეგი მატჩისთვის და ეს წარუმატებლობა უკვალოდ ჩაივლიდა. ჩემპიონთა ლიგამ, რასაკვირველია, დაღი დაგვასვა, ეს ჩვენთვის ახალი ტურნირია და მასზე ჯერჯერობით, წარმატებით გამოვდივართ.

იქ უფრო იშვიათად გვიწევს თამაში, რაც კონცენტრაციაში გვეხმარება. პრემიერლიგაში ბოლო მატჩებში უფრო უკეთ გამოვიყურებით და ვფიქრობ, უკეთესი შედეგები გვექნება და უკეთ ავთამაშდებით. ტიტულისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ, მაგრამ შეგვიძლია, რომ მთლიანობაში კარგი სეზონი გვქონდეს.

- იქნებ, ისევ ყველა გააოცოთ და ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგოთ?

- არა. "ლესტერმა" წინა სეზონში აჩვენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მოდი, სერიოზულები ვიყოთ.

- თქვენ იღბალი ახსენეთ. ფიქრობთ, რომ ფეხბურთში ეს მნიშვნელოვანია?

- რასაკვირველია! იღბალი ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა. შეიძლება ყველაფერი იდეალურად გააკეთო, ბევრი იმუშავო, მაგრამ თუ არ გაგიმართლებს,… ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხის ქვეშ უნდა ჩამოჯდე და დაელოდო ყველაფერი თავისით როგორ მოხდება (იცინის). თუ გინდა რომ ფორტუნამ გაგიღიმოს, ამისთვის უნდა იბრძოლო.

- იღბალი, შედეგები, ტაქტიკა, ჭკუა…... რა არის მთავარი წარმატებისთვის, როდესაც მწვრთნელად უმაღლეს დონეზე მუშაობ?

- მე მხოლოდ ჩემზე შემიძლია ვილაპარაკო. შემართება და ენთუზიაზმი არ მაკლია და მაქვს იმის ნიჭი, რომ ეს ფეხბურთელებს გადავცე, დავმუხტო. შეიძლება ითქვას, რომ გასაღები მაქვს ფეხბურთელების გონების და მათი გახსნა შემიძლია, მაგრამ ყველასი არა (იცინის).

როცა ვინმეს ვერ ვხსნი და ვერ ვიყოლიებ ძალიან მწყდება გული, რადგან ამას უფრო საკუთარ თავს ვაბრალებ, ვიდრე სხვას. ჩემი აზრით, სწორედ ესაა მთავარი და ამაშია მთავარი საიდუმლო - უნდა აჩვენო ფეხბურთელებს, თუ როგორ გიყვარს ეს თამაში და რამდენად იხარჯები და უნდა დაარწმუნო ისინი, რომ თავადაც ასე მოიქცნენ. თუ ნამდვილად გინდა იცოდე, რა სურთ შენ მოთამაშეებს, მათ ამის შესახებ უნდა ესაუბრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
რომან :) ბატონო "რომან ბოღმიანიძე", დინამომ გამოაჩინა თავისი უნარი ჩემპიონის და ეს დავინახეთ უკვე ცხადად. თქვენ 1-ლი ადგილიდან მეოთხეზე გადასკუპდით,ხოლო სამტრედია მხოლოდ 1 საფეხურით წაიწია წინ ვიცე ჩემპიონობიდან ჩემპიონობაზე. სხვაობას ხედავ?დეგრადაციას ხედავ საკუთარი კლუბისა რომელსაც 4-5 ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს ვიდრე რომელიმე ქართულ კლუბს? დაივიწყეთ აწი მრავალი წლით დინამოს ჩემპიონობა,აწი თქვენი კლუბის ფუნქცია იქნება მხოლოდ სპარინგ პარტნიორობა სამტრედია,ტორპედო, ჩიხურა,დინამო ბათუმი,დილა-სი. ეს ლოგიკური შედეგია რადგან უმაყურებლო კლუბს პერსპექტივა არც არასოდეს ჰქონია, არც აქვს და არც ექნება.ეჭიდავეთ საბურთალოს,ლოკომოტივს,კოლხეთს, შუქურას მეექვსე ადგილისათვის.
Vaxo
ერთ პატარა ქალაქში რკინიგზა და ფეხბურთი აცოცხლებს ხალხს,ხო გახდა სამტრედია ჩემპიონი და რაგინდათ აწი??
კახა ქირია
ფეხბურთელებთან დამოკიდებულებასა და ურთიერთობაში უმაგრესი მწვრთნელია
333
გუადუა სამტრედიაში კია კაი მოსაწევები მარა შენ რაცხა თლა ბაბასილი გაქ მოწეული :D
რომან
ჯერ გადახტი გუადუა და ჰოპლა მერე)))ისე მაგრად გაგიმართლათ სამტრედიელებს,ზოგმა გახურებაც ვერ მოასწრო ნორმალურად ჩემპიონატი რო დამთავრდა...დინამო 2015-2016 სეზონის ჩემპიონია და სამტრედიაზე როგორ უნდა ვთქვათ,რომელი წლის ჩემპიონია?ტუ ნახევარჩემპიონია?
Guadua
"ახალი ლესტერი" აგერ სამტრედიაშია. ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურზე მოხვდებიან. ამ წლის ჩემპიონატსაც ისევ წარმატებით ჩაატარებენ, მეორედ გახდებიან ჩემპიონები და 1 მარტს სუპერთასსაც მოიგებენ. და რაც მთავარია, სამტრედიას 18 მილიონი ლარის ღირებულების 12 000 ტევადობის სტადიონს უკეთებენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს მისაღებად. წინ სამტრედიავ -წინ ! ასე რომ, მარტო ლესტერ სიტი არ ახდენს სასწაულებს,ქართველებსაც, სამტრედიელებსაც შეუძლიათ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია