სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს ბრისბენში სამი ერის გთამაშების მორიგ მატჩში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება...

სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს ბრისბენში სამი ერის გთამაშების მორიგ მატჩში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა ახლი ზელანდიის ნაკრებთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

ავსტრალიის ნაკრებთან არ ითამაშებენ ცხრა ნომერი რიკი იანუარი და მესამეხაზელი ფრანუსა ლავი. იანუარის ნაცვლად დე ფილიერსმა ძირითად შემადგენლობაში რუან პინარი დააყენა, რომელიც "ოლ ბლექსთან" ორივე მატჩში სათადარიგოთა შორის იყო. ფრანსუა ლავს კი მესამე ხაზში რაიან კანკოვსკი შეცვლის.

ძირითად შემადგენლობაში იქნება გარემარბი ხიო ეპლონი, რომელმაც ტრავმირებული იან დე ფილიერსი შეცვალა. სათადარიგოთა შორის გამოჩნდნენ პირველხაზელები ჩილიბოი რელეპელე და სი ჯეი ფან დერ ლინდე.

"სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბრისბენის "სანკორპ სთედიუმის" ბალახის საფარი ზედგამოჭრილია სწრაფი თამაშის მიმდევარი გუნდებისთვის. ამიტომ სწორედ ასეთი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. ორი უძნელესი მატჩი ახალი ზელანდიის ნაკრებთან უკვე ისტორიის საკუთრებაა და ახლა ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი პოტენციალის სრული გამოყენებით წარმატებას მივაღწიოთ" - თქვა პრესკონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა მატჩის არბიტრი, რაც "ბოკეს" თავკაცს არაფრით ესიამოვნებოდა. ახალზელანდიელი ბრიუს ლოურენსი ავადმყოფობის გამო მატჩის განსჯას ვერ ახერხებს. მის ნაცვლად ირლანდიელი ჯორჯ კლანსი იმსაჯებს. დე ფილიერსი "ოლ ბლექსთან" მეორე მარცხის შემდეგ წარუმატებლობას ჩრდილონახევარსფეროელ არბიტრებს აბრალებდა. მისი აზრით, ისინი თავისბურად, უცნაურად მსაჯობენ, რასაც ალღო ვერაფრით აუღო.

სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირშნერი, 14. ხიო ეპლონი, 13. ჟაკ ფური, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი

1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. ბი ჯეი ბოთა, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. რაიან კანკოვსკი, 8. პიერ სპისი.

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. დიუვალ პოტხიტერი, 20. ფრანსუა ჰუგარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. იან დე იონგი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა