საქართველოში შარშან განხორციელებული პროექტი ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ამ სფეროში საუკეთესოდ აღიარეს
ფოტოზ:ე მიხეილ გაბრიჩიძე და ნილ მეიერი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, Junior NBA-GBF ლიგა ჩვენს ქვეყანაში წელსაც გაიმართება და სავარაუდოდ, სტარტს მარტში აიღებს. ეს გადაწყვეტილება ახლახან ლონდონში, Junior Nba-ს ხელმძღვანელობასა და პროექტის ქართული მხარის წარმომადგენლების, მათ შორის, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის შეხვედრაზე მიიღეს.

გასული წლის ივნის-ივლისში ჩატარებულ Junior NBA - GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ორგანიზება საქართველოში ამერიკის საელჩოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიუროს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Junior Nba-ს განყოფილებასა და ნბა-ს ევროპის ოფისთან ერთად გაუწია. ტურნირში, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, საკვალიფიკაციო ეტაპიანად მონაწილეობა 52-მა გუნდმა მიიღო და პროექტი ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ამ სფეროში საუკეთესოდ აღიარეს.

საქართველოს მხრიდან ტურნირის ორგანიზატორები Junior Nba-ს ხელმძღვანელობამ ლონდონში მიიწვია. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე აღნიშნულ პროექტში ჩართულ ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართა Junior NBA-ს ევროპული ოფისის საკალათბურთო ოპერაციების დირექტორ ნილ მეიერთან და Junior Nba-ს სამუშაო ჯგუფთან.

კიდევ ერთხელ აღინიშნა გასულ წელს საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარებული Junior NBA - GBF ლიგის შესახებ და სამომავლო გეგმებიც დაისახა. გადაწყდა, რომ Junior NBA - GBF ლიგა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტის თვეში დაიწყება, ხოლო მანამდე ამ ლიგის სტრუქტურულ და ახალ სტრატეგიულ ფორმირებაზე იწარმოებს მუშაობა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს