ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ირაკლი ქობალია - დიდი ნახტომი რეგიონულიდან უმაღლეს ლიგამდე

ირაკლი ქობალია - დიდი ნახტომი რეგიონულიდან უმაღლეს ლიგამდე

"ბაიას" 18 წლის ახალწვეულს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა თამამად შეიძლება ვუწოდოთ

ირაკლი ქობალიას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა. ზუგდიდის “ბაიას” 18 წლის ახალწვეულმა უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე ჩატარებულ სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და “ლელოს” ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ორჯერ მოხვდა. მოკლედ, ქობალია, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ცოტა გულშემატკივარი თუ იცნობდა, დღეს უკვე “ბაიას” წამყვანი თავდამსახმელია.

გვეგონა, რომ მას უმაღლეს ლიგაში დებიუტი ახლა ჰქონდა, მაგრამ თურმე რამდენიმე წლის წინ თბილისის “მერანის” შემადგენლობაში ერთი ოფიციალური მატჩი ჩაუტარებია.

ირაკლის განვლილ საფეხბურთო გზასა და უახლოეს მიზნებზე ვესაუბრეთ.

- ოჩამჩირეში ვარ დაბადებული, მაგრამ ჩემი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ ჩემს ოჯახს აფხაზეთის დატოვება მოუწია და სენაკში დავსახლდით. რეგიონულ ლიგაში ამ ქალაქის გუნდის შემადგენლობაში ვთამაშობდი და ზუგდიდშიც იქიდან მოვხვდი. ჩემი პირველი მწვრთნელები გურამ ჩიქობავა და არველოდი დანელია არიან. მათ ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

- როგორ აღმოჩნდი “ბაიაში”?

- სენაკში წარმატებით ვთამაშობდი. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში რეგიონულ ლიგაში 14 მატჩი ჩავატარე და 32 გოლი გავიტანე. თურმე ჩემს თამაშს “ბაიას” მწვრთნელები სისტემატურად აკვირდებოდნენ და ამიტომაც გუნდში ყოველგვარი სინჯების გარეშე ჩამრიცხეს. ელგუჯა ქომეთიანსა და “ბაიას” ხელმძღვანელობას ასეთი ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი და შევეცდები, იმედები წარმატებული თამაშითა და გოლებით გავუმართლო. ახლა კარიერაში შედეგიანი პერიოდი მაქვს. არადა, ამ ცოტა ხნის წინ მცირე ხნით ფეხბურთისთვის ცოტა ხნით თავიც მქონდა დანებებული, რადგან მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივა არ მქონდა და ძლიერი გუნდები ჩემს სამსახურზე უარს ამბობდნენ.

- სენაკის გარდა ზუგდიდამდე არსად გითამაშია?

- ცოტა ხნით ვიყავი თბილისის “მერანსა” და 35-ე საფეხბურთო სკოლაში. ოჯახური პრობლემების გამო დედაქალაქში დარჩენა ვეღარ შევძელი და სენაკში დავბრუნდი.

- შენი თამაშის შემხედვარე ვერავინ იფიქრებს, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება არ გაქვს.

- ვფიქრობ, სულით ძლიერი ადამიანი ვარ და პასუხისმგებლობის არ მეშინია. ყოველგვარი აღელვების გარეშე ვაკეთებ ჩემს საქმეს და მიხარია, რომ უმაღლეს ლიგაშიც გამომდის თამაში. რა თქმა უნდა, აქ სულ სხვა დონეა, მაგრამ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ახალ გარემოს იოლად შევეგუე.

- საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვი?

- სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს, შრომა არ მეზარება და შევეცდები, ყველა კომპონენტში პროგრესს მივაღწიო. რაც შეეხება პლუსებს, კარგად ვთამაშობ თავით, დარტყმაც ნორმალური მაქვს და საგოლე ალღოსაც არ ვუჩივი. მთელი კარიერის განმავლობაში სულ თავდასხმაში ვთამაშობ და ალბათ სწორედ ამიტომ ჩამომიყალიბდა ეს თვისებები.

- რომელიმე ასაკობრივი ნაკრების კანდიდატი თუ ყოფილხარ?

- რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს გერმანელი ჰერბერტ ცანკერი წვრთნიდა, სინჯებზე მიმიწვიეს და გუნდში დამკვიდრების შანსიც მქონდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, იძულებული გავხდი, თბილისიდან წავსულიყავი და ნაკრებში მოხვედრის შანსიც დავკარგე. მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდე და თუ დავიმსახურე, ალბათ შანსიც მომეცემა.

- ამის გარდა, კიდევ რა მიზნები გაქვს?

- მინდა, “ბაიას” მაისურით რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დავეხმარო. შევეცდები, “ბაიას” დიდი სარგებლობა მოვუტანო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში კი, რაღა თქმა უნდა, კარიერის ძლიერ ლიგაში გაგრძელებაზე ვოცნებობ.

• კოტე

მესმა იშოვა ფული, შეიღება თმა და წვერი და გაბანძდა, აბა ის კარგი იყო წინა თამაშში სუარესი ძროხასავით, რომ წამოწვა და პენალი ჩაიაფერისტა.

• kristi

და თუ რამე არ მოგწონს სხვა საქმეს მიხედე

• kristi

ძან თუ გაინტერესებს გეტყვი ახლა 19 წლისაა

• nano

ნეტა თქვენთვის რა დადებითი მნიშნელობა აქვს ქობალიას ასაკს მთავარია წარმატებული ფეხბურთელია და ისე ეგრე ძან თუ გაინტერესებთ ჯობია ჯერ გაიკითხოთ და მერე გააკეთოთ კომენტარები....: )))

• nano

გეთანხმები შაკო ვისაც რამე არ მოგწონთ გულში შეინახეთ იმიტო რო თქვენი აზრი არავის აინტერესებს...იკა შენ იცი ძმა წარმატებები....

• SHAKO

კაი ბევრი კომენტარებისგან ტავი სჰეიკავეთ!!! დზალიან პერსპეკტიული ფეხბურტელია !!! და ვინც არ იცის ას წარმოადგენს ყველამ ენა ტრაკისკენ...

• Shota

თუ ამის მეტი პრობლემა არ გვაქვს ქართულ ბეხბურთში, მაშინ გეთანხმები! ძაან არ ჩაუღრმავდე ზუგდიდელების სენის ძიებას აჯობებს ისე!

• hensona

პრობლემაა აბა რა არის..სენად ექცა ზუგდიდლებს ასაკის მოკლება და მაგატ გულისტვის სხვები იხარჯება 18 წლამდესჰი 20 წლის რო ტამასჰობს და სად 17 წლის ბიცჰი

• Shota

არ მესმის ამ ხალხის გამოძიების მოტივაცია,ჩემტვის მის ასაკს პირდად არ აქვს მნიშვნელობა! ჯობია წარმატება ვუსურვოთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდას!

• hensona

ზუგდიდლების სენია ყველას მინიმუმ 2 წელია აქვტ გადაკეტებული :D

• tiziano crudeli

ვერ გავიგე რამდენი წლისაა ეს ბიჭი , ცანკერი 3 წლის წინ იყო და ეს თუ 18 ის არის ესეიგი 15 წლის მიიეწვიეს უ17 ში ? და უმაღლეს ლიგაში 15 წლისამ ითამაშა?

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა