რუსებს ახლა გერმანიიდან შეუტიეს
გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალფონს ჰიორმანმა მოითხოვა რუსეთის ჩამოშორება 2018 წლის ზამთრისა და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადებიდან, თუ დამტკიცდება რუსეთის ფედერაციის სპორტული ხელმძღვანელობის მონაწილეობა დოპინგის მასობრივი მოხმარების საქმეში.

ჰიორმანის თქმით, რუსეთის ჩამოშორება ზამთრისა და ზაფხულის უახლოესი ოლიმპიადებიდან ხაზს გაუსვამს მკაფიო სიგნალს დოპინგის მხარდაჭერაში ნულოვან ტოლერანტობაზე. გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მომავალი გამოძიება დაამტკიცებს რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მონაწილეობას დოპინგის თემაში, ამ ორგანიზაციის მოკვეთა სამართლიანი შედეგი იქნება.

"თუ ვინმე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდებას ასეთ ცხად ფორმაში არღვევს, მაშინ მათ უნდა მიიღონ სასჯელის მკაცრი ფორმა. რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთის კომიტეტმა არ იცოდა დოპინგის მხარდაჭერის მასობრივ სქემაზე. ჩემს წარმოდგენაში ეს შეუძლებელია ისეთი ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციაში, როგორიც რუსეთია", - განაცხადა ჰიორმანმა AP-თან კომენტარში.

ამასობაში, საინტერესო განცხადება გააკეთა გერმანული ტელეკომპანიის ARD-ის ინფორმატორმა ანდრეი დმიტრიევმა. მისი აზრით, რუსეთში სპორტსმენთა 70-80 პროცენტი იყენებს დოპინგს.

დმიტრიევი საკმაოდ თამამია თავის განცხადებებში.

"ჩემი აზრით, უმჯობესია უფრო ნელა ირბინო, მაგრამ სუფთა დარჩე, ვიდრე დოპინგის დახმარებით სწრაფად ირბინო. რუსულ მძლეოსნობაში დოპინგს, სავარაუდოდ, სპორტსმენთა 70-80 პროცენტი იყენებს.

ჩვენი ხალხი არ არის მიჩვეული პირის გაღებას. არ გვჯერა, რომ პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი და ამით გარდაქმნები მიიღონ. ჩვენ გვირჩევნია ლოდინი, სანამ პრეზიდენტი არ მოვა და ყველაფერს არ შეცვლის", - უთხრა დმიტრიევმა ტელეარხ ARD-ს.

ანდრეი დმიტრიევი რუსეთის 2015 წლის ჩემპიონია რბენაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე