"მანჩესტერ იუნაიტედი": როცა კრიშტიანო მხოლოდ ერთია...

კრიშტიანო რონალდოს შეცვლას "მანჩესტერ იუნაიტედში" რამდენიმე ვარსკვლავი ეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო იყო მემფის დეპაი. ჰოლანდიელმა ადგილი ვერ დაიმკვიდრა "წითელ ეშმაკებში" და "ლიონში" წავიდა. დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ ამ ფეხბურთელებს ეხებათ.

ლუიშ ნანი, 147 მატჩი, 27 გოლი

ნანი "იუნაიტედში" რონალდოს მისვლიდან ოთხი წლის შემდეგ მივიდა. ტექნიკური, სწრაფი, დაყენებული დარტყმით - "სპორტინგის" აღზრდილს ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ კრიშტიანოს გზა გაემეორებინა.

ყველაფერი, პროგრესისა და ზრდის სურვილის გარდა. ნანიმ გაამართლა გულშემატკივრების იმედები, მაგრამ მხოლოდ ორი სეზონის განმავლობაში. "რეალში" კრიშტიანოს წასვლის შემდეგ ნანი "იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. მან 2010/11 წლების სეზონში მან 12 გოლი შეაგდო და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის დაეხმარა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში. ამის შემდეგ დაიწყო ჩავარდნა. ნანი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა ხოლმე მინდორზე. მალე "იუნაიტედში" ახალი გმირები გამოჩდნენ. ნანი ჯერ "სპორტინგში" გაანათხოვრეს, მერე კი "ფენერბაჰჩეში" გაყიდეს.

ანტონიო ვალენსია, 194 მატჩი, 13 გოლი

ვალენსია გუნდში მაშინ მოვიდა, როცა ის მისმა მთავარმა ვარსკვლავმა დატოვა. კრიშტიანი "რეალში" წავიდა და "იუნაიტედს" ახალი ლიდერი სჭირდებოდა. არჩევანი გაკეთდა ანტონიო ვალენსიაზე, ვინც "უიგანში" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. პირველივე ვარჯიშზე ეკვადორელმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. ის ბევრს დარბოდა, შესანიშნავად აწვდიდა.

ეგაა, მისი ამპლუის მოთამაშისათვის ძალიან ცოტა გაჰქონდა. 2012/13 წლების სეზონის წინ მან შვიდნომრიანი მაისურა მიიღო. ის ტვირთს ვერ გაუმკლავდა და ერთი წლის შემდეგ ტრადიციული 25 ნომერი დაიბრუნა. ახალი რონალდო ვალენსიასგან არ გამოვიდა, თუმცა ის დღესაც გუნდშია და მარჯვენა ფლანგზე მცველად თამაშობს.

ბებე, 2 მატჩი, 0 გოლი

ბებეს ისტორიას თავისუფლად შეიძლება, ზღაპარი დავარქვათ. უბრალო ბიჭი პორტუგალიიდან, რომელსაც სახლიც კი არ ჰქონდა. მან უმწეოთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა. უცბად ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ზღაპარი ბოლომდე არ მივიდა. "მანჩესტერში" ბებე ვერ დამკვიდრდა და "ბენფიკაში" გაიყიდა, სადაც ასევე ვერ მოახერხა შესაძლებლობების წარმოჩენა.

ეშლი იანგი, 112 მატჩი, 11 გოლი

2010/11 წლების სეზონი "ასტონ ვილამ" აშკარად ჩააგდო. გუნდის უფერული თამაშის ფონზე აშკარად გამოირჩეოდა ეშლი იანგი. მას ორივე ფლანგზე შეეძლო თამაში და, ამასთან ერთად, სასწაულად დარბოდა. სეზონი მორჩა და17 მილიონ ფუნტად ეშლი "მანჩესტერში" მივიდა. სერ ალექსი ვალენსიას აღზრდით დაიღალა და იანგს ენდო. მან მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში გაამართლა იმედი, ახლა კი გუნდის შემადგენლობაში საერთოდ ვეღარ ხვდება. წესით, მან ახლო მომავალში უნდა დატოვოს გუნდი.

ვილფრიდ ზაჰა, 2 მატჩი, 0 გოლი

მიმდინარე სეზონში ზაჰა "კრისტალ პალასის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მისი თამაში გამოგონებებით სავსე და მაღალტექნიკურია. 2013 წელს 21 წლის ტანანტისათვის "იუნაიტრედი" სერიოზულად დაიხარჯა. ის მაშინ "კრისტალ პალასის" შემადგენლობაში ბრწყინავდა. ზაჰა დაიკარგა დიდ ვარსკვლავებში. საბოლოოდ, ის ყოფილ კლუბს დაუბრუნდა.

ადნან იანუზაი, 49 მატჩი, 5 გოლი

ჩვენს გმირებს შორის რონალდოს ყველაზე მეტად მას ადარებდნენ. იანუზაიმ ჯერ კიდევ "იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში მოახდინა დიდი შთაბეჭდილება, როცა პოლ პოგბასთან ერთად საშინელ დღეში აგდებდა მოწინააღმდეგის მცველებს. გუნდისათვის რთულ დროს დევიდ მოიესმა მას დიდი ნდობა გამოუცხადა.

ძირითად გუნდში დაწინაურებულმა იანუზაიმ მალე დაიწყო იმედების გამართლება. ის ამწვავებდა, ატყუებდა, გაჰქონდა... სიტუაცია შეიცვალა გუნდში ვან გაალის მისვლის შემდეგ. ბელგიელი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა მინდორზე. ის ჯერ "დორტმუნდში" გაანათხოვრეს, მერე კი "სანდერლენდში გაყიდეს. ადნანმა თავი ვერსად წარმოაჩინა.

ანხელ დი მარია, 27 მატჩი, 3 გოლი

"იუნაიტრედმა" დი მარიაში 70 მილიონი მილიონი ევრო გადაიხადა და ეს იყო ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი. დი მარიამ აიღო მეშვიდე ნომერი, მაგრამ სეზონის განმავლობაში მაინც ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. მომდევნო სეზონში დი მარიას შეიძლება მაინც დაემტკიცებინა თავისი, მაგრამ ვან გაალის ინიციატივით ის "სენ-ჟერმენში" გაიყიდა.

მემფის დეპაი, 33 მატჩი, 2 გოლი

"შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ის პროფესიონალი არ არის, მაგრამ ის მწარედ შეცდება. დეპაი დიდებული პროფესიონალია, ის ბევრს შრომომდა, რათა შანსი მიეღო. ეგაა, ორ პოზიციაზე შვიდი ფეხბურთელი გვყავდა. მე მასზე მხოლოდ დადებით კონტექსტში შემიძლია ვილაპარაკო. მას არც ჰქონია შანსი. მე არ ვფიქრობდი მის გაყიდვას, მაგრამ მივიღეთ კარგი წინადადება. მას აქვს პოტენციალი, დიდებული ფეხბურთი ითამაშოს." - თქვა დეპაის თაობაზე ჟოზე მოურინიომ.

და მაინც, ბოლო წელს "იუნაიტედის" ქომაგები ხედავდნენ არა ვარსკვლავს, არამედ ბიჭს, რომელც მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ მეტოქე როგორმე მოეტყუებინა. ახლა მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, თუ რატომ ვერ გაიხსნა დეპაი "იუნაიტედში".

რა იყო ამის მიზეზი, პრემიერლიგის მაღალი დონე, თუ მემფისის ზედმეტად ვარსკვლავური ცხოვრება.

მემფისს კიდევ ექნება შანსი. ის 22 წლისაა და მისი კარიერა ახლა იწყება. "იუნაიტედს" კი მოუწევს იმ აზრთან შეგუება, რომ კრიშტიანო რონალდო პლანეტაზე ერთია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მოურინიომ "რომას" დეპაით გაძლიერება მოისურვა
ანტონიო ვალენსია პოსტის მოწონების გამო შარში გაეხვა
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
მემფის დეპაი, შესაძლოა, "მანჩესტერში" დაბრუნდეს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
ლუიშ ნანი ლისაბონის "სპორტინგში" მესამედ დაბრუნდა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
დეპაი "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადაბარგდა
35 წლის ასაკში ლუიშ ნანი მორიგ გუნდში გადაბარგდა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
ნაკრებში ასრულებს, "ბენფიკაში" რჩება - დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ანხელ დი მარიამ ახსნა, რატომ სჯობია მისი აზრით ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი ცნობილია
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
პრემიერლიგაზე სექტემბრის ლაურეატები დაასახელეს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ბარსელონა" დეპაის ლა ლიგის გუნდში გაანათხოვრებს
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
38 წლის ასაკში ნანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
"ნიუკასლს" კვარაცხელიას დამატება არ გამოსდის და "ბარსელონას" შემტევის ტრანსფერს შეეცდება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
კიდევ ერთი ვარსკვლავი - ნანიმ ევროპა დატოვა და კარიერას MLS-ში აგრძელებს
ბრიტანელი მოდელი: ვალენსიამ მომატყუა და გამანადგურა